"დააპატიმრეთ მისი პლასტიკური ქირურგი!" - რას ამბობს ჯენიფერ ლოურენსი პლასტიკურ ოპერაციაზე და დედობისა და კარიერის შეთავსების სირთულეებზე - მშობლები

"დააპატიმრეთ მისი პლასტიკური ქირურგი!" - რას ამბობს ჯენიფერ ლოურენსი პლასტიკურ ოპერაციაზე და დედობისა და კარიერის შეთავსების სირთულეებზე

2026-10-29 12:16:34+04:00

ჟურნალ The Cut-ისთვის გადაღებული ახალი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში „ამოუცნობ“ ჯენიფერ ლოურენსზე საუბრობენ. გამოცემასთან ინტერვიუში 36 წლის მსახიობმა გაამხილა, რომ მკერდის ოპერაცია გაიკეთა და სახის ლიფტინგზე ფიქრობდა. თუმცა, ბევრ გულშემატკივარს ეჭვი ეპარება, რომ ლოურენსი სხვა პროცედურების, განსაკუთრებით ბლეფაროპლასტიკის შესახებ გაჩუმდა, რომელიც სავარაუდოდ, გაიკეთა - მის „ახალ“ იერს „ცარიელი“ და „უსიცოცხლო“ უწოდეს.

ჟურნალის გარეკანისთვის მსახიობმა კრემისფერი ქურთუკით და გასწორებული თმით პოზირა. ფოტოსესიისთვის ასევე შავი ტექსტურირებული ბლეიზერი, ყავისფერი ტყავის ქურთუკი თეთრ შარვალთან და ღია ფერის კაბა ეცვა.

original-2-1793262389.webporiginal-3-1793262389.webporiginal-4-1793262389.webporiginal-5-1793262389.webp

„რა ცარიელი, უსიცოცხლო გამომეტყველება აქვს...“, „ოჰ, ახლა მუდმივად გაკვირვებული სახე აქვს“, „ისეთი სახე აქვს, თითქოს ახლახან იყო სტომატოლოგთან და ვერ გრძნობს, როგორ უბუჟდება პირი“, „მხოლოდ მე ვერ ვიცანი?“, „ღმერთო ჩემო, რატომ გააკეთა ეს? ყველა ვარსკვლავი ერთ ადამიანად იქცევა - არანაირი ინდივიდუალობა“, „თვალებს რაღაც გაუკეთა“, „ამან დამარწმუნა, რომ ჩემს ჩამოშვერილ ქუთუთოებს არ უნდა შევეხო, ჯანდაბა“, „დაუყოვნებლივ დააპატიმრეთ მისი პლასტიკური ქირურგი! როგორ შეიძლება ასე დაამახინჯო ლამაზი ქალი?“ - წერენ ფოტოების ქვეშ...

თავად ლოურენსმა ინტერვიუში „გაახლებისადმი“ მიდრეკილება ახსნა, როგორც „სექსუალურ, მაგარ დედიკოდ“ ყოფნის სურვილი. ერთ-ერთმა მომხმარებელმა სარკასტულად აღნიშნა: „მაგარ დედებს 36 წლის ასაკში პლასტიკური ოპერაცია არ სჭირდებათ“.

თაყვანისმცემლების ეჭვების მიუხედავად, მსახიობი ამტკიცებს, რომ სახეზე არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია, თუმცა რეგულარულად იყენებს ბოტოქსს. მან აღიარა, რომ ინვაზიური პროცედურის - ბიშის ცხიმოვანი ბალიშების მოშორების - გამოყენებაზე ფიქრობდა, თუმცა უარი თქვა, რადგან „ყველა მაშინვე შეამჩნევდა ამას“.

  • „შიმშილის თამაშების“ ვარსკვლავი 2019 წლიდან ხელოვნების ისტორიკოსსა და აგენტ კუკ მარონისთან არის დაქორწინებული. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს: ოთხი წლის საი და თვრამეტი თვის ლუი.

19b72c0e-2033-4119-8d84-862ff8960cd1-847e1d71-1793262781.webp

29dfdac5a7caf91c49cd8dcd84483115-1793262781.jpg

ლოურენსი ადრე რეჟისორ დარენ არონოფსკის, მსახიობ ნიკოლას ჰოულტს და Coldplay-ის ფრონტმენ კრის მარტინს ხვდებოდა.

დედობაზე

ჰოლივუდის ვარსკვლავი ორ შვილთან ერთად ახალ ცხოვრებისეულ ეტაპს გადის. ბოლო ინტერვიუებში ხშირად საუბრობს დედობის თანმდევ დანაშაულის განცდაზე, მეორე ორსულობის შემდეგ სხეულის ცვლილებებზე და იმაზე, რატომ გადაწყვიტა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება.

2026 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნებულ ინტერვიუებში ოსკაროსანმა მსახიობმა გულწრფელად ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ორი შვილის აღზრდისას აწყდება, მშობიარობის შემდეგ განცდილ შფოთვასა და გარეგნობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე.

ჯენიფერ ლოურენსმა დაადასტურა, რომ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ გაიკეთა მკერდის ლიფტინგი. ამ ოპერაციის მიზანია მკერდის ფორმისა და მდებარეობის შეცვლა და არა აუცილებლად მისი ზომის გაზრდა.მსახიობი გადაწყვეტილების მიზეზებს არ მალავს. მისი თქმით, პირველ ორსულობას სხეული შედარებით მარტივად დაუბრუნდა, მეორე ორსულობის შემდეგ კი ცვლილებები გაცილებით შესამჩნევი აღმოჩნდა.

„პირველის შემდეგ ყველაფერი, მეტ-ნაკლებად, თავის ადგილს დაუბრუნდა. მეორის შემდეგ კი არაფერი დაბრუნებულა“, — ასე აღწერდა ლოურენსი სხეულის ცვლილებებს 2025 წელს The New Yorker-თან საუბრისას.

ოპერაციის გადაწყვეტილებაზე სამსახურმაც იმოქმედა. მსახიობი მარტინ სკორსეზეს მომავალ ფილმში, What Happens at Night, მონაწილეობს და, როგორც ინტერვიუში განმარტა, მომდევნო გაზაფხულზე კამერის წინ შიშველი სცენების შესრულებას ელოდა. ამასთან, მას სურდა, საკუთარ სხეულში უფრო თავდაჯერებულად ეგრძნო თავი.

The Cut-თან საუბრისას, კითხვაზე, გაიკეთებდა თუ არა მკერდის ლიფტინგს, ჰოლივუდის მსახიობი რომ არ ყოფილიყო, მან უპასუხა, რომ შესაძლოა ექიმთან ვიზიტის დაგეგმვისას ასე არ აჩქარებულიყო, თუმცა, სავარაუდოდ, მაინც მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას.

მისი ყველაზე განხილული ფრაზა კი ასეთი იყო: „მინდა, სექსუალური დედა ვიყო“.

ლოურენსმა ეს სურვილი ყოველდღიური ცხოვრების ძალიან ნაცნობი სურათით ახსნა: სურს, შვილები სკოლაში ისე მიიყვანოს, რომ მოწესრიგებულ და თავდაჯერებულ ქალად გრძნობდეს თავს, მაშინაც კი, თუ დილა ქაოსური იყო და თავად ჯერ ბოლომდე გამოფხიზლებულიც არ არის.

eubb9psgyoebjyhjuiuflkjm6qzk7opsni1vznkzm6ygf-yvprrcvmo7tfoftr-syg5fkh6ten5tjqonk7pavvaqkezhmzxpfmdrmdmslnmy2-psr34xgkuwit65uwtg17iq6t3anhldloztukxgftdh5hmlpc4ojedukgrmaysehumltyqd60z4nhk1puu-1793263191.jpeg

hqrju5dw8rjdezenkp8mqs-3or7qmm-g3fhfhwxt3mfkm-ylketl6dwpoz12vt0irazl8x6ad-bimzgxkg0atasfocsptpatssh-gbqhzk38rph4xivdyujcskwtp5oj1wqyj8fjifwbezgqg4ffvttsap2fqgmhp19nqnayorextlzvolbd7gwxdsy6wbv-1793263192.jpeg

ლოურენსი კოსმეტიკურ ჩარევებზე პირველად არ საუბრობს. მან დაადასტურა, რომ ბოტოქსს მცირე დოზით იყენებს, თუმცა სურს, სახის ბუნებრივი მიმიკა შეინარჩუნოს — განსაკუთრებით იმიტომ, რომ მსახიობისთვის ემოციების კამერაზე გადმოცემა მნიშვნელოვანია.

ლოურენსმა აღიარა, რომ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ მშობიარობის შემდგომი პერიოდი მისთვის ემოციურად მძიმე აღმოჩნდა. შფოთვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგჯერ თავს მუდმივი საფრთხის განცდაში გრძნობდა.მან გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ლიფტში სხვა დედა მიუახლოვდა და ჰკითხა, კარგად იყო თუ არა. ლოურენსმა ვერ დამალა, რასაც განიცდიდა, და უთხრა, რომ ძალიან ეშინოდა და ძლიერი შფოთვა ჰქონდა.მისი სიტყვებით, თავს ისე გრძნობდა, თითქოს ვეფხვი მისდევდა.

3yjdh8x0rehkyi34t2-m1iaznjtax13gq-oacserjhbbu-wtakrvrj52aec0ssnrmzriww-hq1zyn0s-yxeu8-ip-hdbxcf9gd2hlazgefhp9m0jlyvt7ijznclm1osuu-ectyyiysbjfvh9eakkzvzhsrrkmxm870sqhsdxeiernojskjtmmixjpvn4x5df-1793263328.jpeg

original-1-1793262389.webp

იმ მომენტში სხვა დედა ჩაეხუტა, ტელეფონის ნომერი დაუტოვა და მასთან საუბარი განაგრძო. ლოურენსისთვის ეს შემთხვევა დედების ურთიერთდახმარების მნიშვნელობის ნათელი მაგალითი აღმოჩნდა.

„დედების საზოგადოება მართლაც საოცარია“, — აღნიშნა მან ინტერვიუში.

მსახიობის მონათხრობში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ დახმარება დიდი ჟესტით ან განსაკუთრებული რჩევით არ დაწყებულა. სხვა ქალმა უბრალოდ შეამჩნია, რომ მის წინ მდგომ ადამიანს უჭირდა, ჰკითხა, როგორ იყო, და მოსასმენად მზად აღმოჩნდა.

იმავე პოდკასტში მსახიობმა დედობის კიდევ ერთ რთულ მხარეზე ისაუბრა — დანაშაულის განცდაზე, რომელიც ხშირად თან ახლავს შვილების აღზრდას.

jennifer-lawrence-out-walking-with-her-family-in-the-west-village-jenniferlawrence-family-act-1793264093.jpg

„დანაშაულის განცდა ძალიან მართავს ჩემს ცხოვრებას. ვცდილობ, ასე აღარ იყოს“.ლოურენსის თქმით, დედას ხშირად ჰგონია, რომ შვილებთან საკმარის დროს არ ატარებს. მაგრამ თუ მათთან უფრო მეტ დროს ატარებს, მაშინ ეშინია, რომ ბავშვები ზედმეტად მიეჯაჭვებიან და დამოუკიდებლობის სწავლა გაუჭირდებათ.

ამ წინააღმდეგობრივ განცდას მსახიობი განსაკუთრებით გულწრფელად აღწერს: „არ მგონია, ოდესმე საწოლში ჩავწოლილიყავი და მეთქვას: "რა კარგი დედა ვარ!" და მე ხომ ვიცი, რომ კარგი დედა ვარ“.

იქვე განმარტა, რატომ არის საკუთარი თავის შექება ასე რთული: შვილები ძალიან უყვარს და დედობის მნიშვნელობა იმდენად დიდია მისთვის, რომ უჭირს საკუთარ თავს უთხრას — დღეს ყველაფერი კარგად გავაკეთეო. ასევე ძალიან უჭირს ზოგჯერ დედობისა და სამსახურის შეთავსებისას იმის აღიარება, რომ საკმარისად კარგად ართმევს ყველაფერს თავს.

khocunr69iieeblcnxd8wzbna2b4bosbgaikidkwqynrwfigxemp-ya6ttbiuqemi8tpv9kuadivt8aeckuaiwi1sfb81isgqsktr7ahlku-zvgnppx61sdj0n3tqvchwzf86h1ixamqw-onktf3ejdaifn1jbptalxtkmg6gkvzoevoyrfupefeugmofi70-1793263329.jpegasldyy5c1wuwu0a6o7l4pf1vdc4jw9ivm5fonv3qwsgqim0t2rruan-lfubl2faatbgyoovjd4bobxnchy7ujd-w3ex6fui9w9y8nio6-gcrc8qtpjahimirvx5go7n-usafyq-oxxhbkueobqy5vok8kx6khye4arycd9ei3ze2pkzkkru4ywrpnbiva-nl-1793263329.jpeg

ეს სიტყვები ბევრ მშობელს შეიძლება ნაცნობად მოეჩვენოს. დედობა ხშირად წარმოდგენილია, როგორც ინსტინქტური უნარი, რომელიც ქალს ბავშვის დაბადებისთანავე სრულად უნდა ჰქონდეს. ლოურენსი კი საპირისპირო გამოცდილებაზე საუბრობს: სიყვარული შეიძლება უდიდესი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ხარ ან არასდროს იღლები.

მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ დედობამ მის პროფესიულ ცხოვრებაშიც შეცვალა დამოკიდებულება დროის მიმართ. ადრე სამუშაო პერიოდები შედარებით მარტივად იყო გამოყოფილი, ახლა კი გაცილებით გააზრებულად გეგმავს, სად და რამდენ დროს ატარებს.ლოურენსი ხუმრობითაც საუბრობს ოჯახის ყოველდღიურ რუტინაზე: მეუღლე, კუკ მარონი, უფრო ორგანიზებულია და ოჯახურ ცხოვრებაში სტაბილურობის მნიშვნელოვანი საყრდენია. მათი შვილების დღის რეჟიმი მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუმცა წყვილი ცდილობს, ერთმანეთისთვისაც დატოვოს თავისუფალი დრო.

დედობასთან ერთად, ლოურენსი ახერხებს ძალიან აქტიურ ცხოვრებას არა მხოლოდ კინოში. 27 ოქტომბერს მსახიობმა თმის მოვლის საკუთარი ბრენდი, Mes°, წარადგინა. პროექტი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მზადდებოდა და ბიოტექნოლოგიური სილამაზის კომპანიის, Arcaea-ს, დამფუძნებელ ჯასმინა აგანოვიჩთან თანამშრომლობით შეიქმნა.ლოურენსის თქმით, იდეა წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ გაუჩინა: ფილმების გადაღებისას თმის ხშირი შეღებვა, გაცხელება და ვარცხნილობის ცვლილებები მის თმას აზიანებდა. ამან დააფიქრა, რატომ უნდა მოითხოვდეს ლამაზი თმა ამდენ დროსა და ძალისხმევას.ბრენდის პირველი კოლექცია სამ პროდუქტს მოიცავს: აღმდგენ ნიღაბს, თმის ხელახლა დასაწყობ შრატსა და მოცულობის სპრეის. მათი ფასები 34-დან 52 დოლარამდეა.მსახიობის იდეა სილამაზის ყოველდღიურ ცხოვრებასთან შეთავსებაა და არა რთული მოვლის რუტინის შექმნა. მისი თქმით, სილამაზემ ადამიანს დრო უნდა დაუბრუნოს და არა მთელი დღე წაართვას.

jennifer-lawrence-mes-1793263694.png

ლოურენსის თაყვანისმცემლებისთვის კიდევ ერთი სასიხარულო ამბავია მისი დაბრუნება „შიმშილის თამაშების“ სამყაროში. მსახიობი ჯოშ ჰატჩერსონთან ერთად მონაწილეობს ახალ ფილმში The Hunger Games: Sunrise on the Reaping. ფილმის პრემიერა 2026 წლის 20 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.

მსახიობი ასევე მუშაობს მარტინ სკორსეზეს ფილმზე What Happens at Night, სადაც ლეონარდო დიკაპრიოს უწევს პარტნიორობას. ისტორია ევროპაში ჩასულ ამერიკელ წყვილს ეხება, რომელიც ბავშვის შვილად აყვანას ცდილობს. ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ გამოცხადებული არ არის.

„თუ ქალი ხარ და რაღაც ცუდი ხდება, შენი კარიერა დასრულებულია... - 68 წლის შერონ სტოუნის აღიარება, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ინსულტის შემდეგ, და უახლესი ფოტოები
ჰოლივუდში ერთად გაზრდილი ორი და, ორი ვარსკვლავი და ორი საუკეთესო მეგობარი - დაკოტა და ელ ფენინგები