ძმის ქორ­წილ­ში მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დე­ი­და მიმართვას ავრცელებს - დაკავებულია პიროვნება, რომელიც სუფ­რა­ზე პა­ტარ­ძლის მხრი­დან იყო მო­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი და სიძის მიმართ აგრესიული იყო. - მშობლები

ძმის ქორ­წილ­ში მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დე­ი­და მიმართვას ავრცელებს - დაკავებულია პიროვნება, რომელიც სუფ­რა­ზე პა­ტარ­ძლის მხრი­დან იყო მო­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი და სიძის მიმართ აგრესიული იყო.

2026-11-01 14:27:38+04:00

ძმის ქორწილში მოკლული ბიჭის დეიდა ფაინა ბოიკო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

“ძალიან ბევრმა ადამიანმა, ფაქტობრივად, მთელმა საქართველომ გაიზიარა ჩვენი ტკივილი. უამრავი შეტყობინება მივიღეთ და ფიზიკურად ვერ ვახერხებ ყველასთვის პირადად პასუხის გაცემას.

გულწრფელად გიხდით მადლობას თითოეულ თქვენგანს ასეთი თანადგომისთვის, სითბოსთვის და გვერდში დგომისთვის. ამ მძიმე წუთებში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის უდიდესი ძალაა. უფალი გვაძლიერებს და გვაძლევს ძალას, რომ ეს ტკივილი გადავიტანოთ.

ღმერთმა ქნას, ეს იყოს უკანასკნელი შემთხვევა და აღარავის მოუწიოს მსგავსი ტკივილის განცდა.

მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ჩვენს გვერდით ხართ. გურამ ბოიკო ჩემთვის არ მომკვდარა, ის კვლავ ცოცხალია ჩვენს გულში და გონებაში,“ - წერს ფაინა ბოიკო.

25 წლის გური ბოიკო ძმის ქორწილში იმყოფებოდა, როდესაც სუფრაზე შელაპარაკება დაიწყო - უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გური ბოიკო მათ გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც გულის არეში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. ის კლინიკაში გარდაიცვალა.

პოლიცია ბრალდებულს მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდა. მოგვიანებით პოლიციამ დააკავა წარსულში ნასამართლევი დავით ხანდოლიშვილი. ის 2026 წლის 26 სექტემბერს სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ქორწილის სუფრაზე პატარძლის მხრიდან იყო მოპატიჟებული.

განაგრძეთ კითხვა

რას ჰყვება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ნათესავი - “გაშველების დროს დაუნდობლად გაწირეს... ქორწილი უკვე დასრულებული იყო, ტრაგედია რომ დატრიალდა“
გამთენიისას იპოვეს გარდაცვლილი... მთელს უბანს ესმოდა, არავინ გამოიძახა პოლიცია - თბილისში მოკლული არასრულწლოვნის ვინაობა ცნობილია