"ძაღლი დაესხა თავს და სასტიკად დაგლიჯა... საკუთარი ძაღლი იყო, რომელმაც სიბნელეში ვერ იცნო... ანას სხეულზე მრავლობითი უმძიმესი ჭრილობები აქვს. განსაკუთრებულად დაუზიანდა მარცხენა ხელი, რომელიც ურთულესი ოპერაციის შედეგად მიაკერეს..." - მშობლები

"ძაღლი დაესხა თავს და სასტიკად დაგლიჯა... საკუთარი ძაღლი იყო, რომელმაც სიბნელეში ვერ იცნო... ანას სხეულზე მრავლობითი უმძიმესი ჭრილობები აქვს. განსაკუთრებულად დაუზიანდა მარცხენა ხელი, რომელიც ურთულესი ოპერაციის შედეგად მიაკერეს..."

2026-11-02 14:41:46+04:00

მიკა ძიძიგური სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს ფოტოგრაფ ანა ყაჭეიშვილის შესახებ, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება:

"ჩემს მეგობარს, ფოტოგრაფ ანა ყაჭეიშვილს ძაღლი დაესხა თავს და სასტიკად დაგლიჯა. ქუჩის ძაღლი არ იყო, საკუთარი ძაღლი იყო, რომელმაც სიბნელეში ვერ იცნო ანა.
ანას სხეულზე მრავლობითი უმძიმესი ჭრილობები აქვს. განსაკუთრებულად დაუზიანდა მარცხენა ხელი, რომელიც ექიმებმა ურთულესი ოპერაციის შედეგად მიაკერეს. დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელიც და ორივე ფეხი.
ანა გადარჩა, თუმცა წინ ხანგრძლივი მკურნალობა და რთული რეაბილიტაცია ელის. სულ მცირე ორი თვის განმავლობაში დამოუკიდებლად გადაადგილებასა და მუშაობას ვერ შეძლებს.
ამხელა ფინანსურ ტვირთს ერთი ადამიანი მარტო ვერ გაუმკლავდება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ვისაც რისი შესაძლებლობა გვაქვს, დავეხმაროთ. ერთი ლარიც მნიშვნელოვანია, როცა ბევრნი ვართ.
არ დავტოვოთ ანა ამ უმძიმეს მდგომარეობაში მარტო.
მიმღები - ანა ყაჭეიშვილი
#GE18TB7016645064300147
#GE36BG0000000878185200
როგორ უნდა აირიდოთ თავიდან ძაღლის თავდასხმა ან როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ნაკლებად დაზარალდეთ - ეს წესები ბავშვმაც უნდა იცოდეს
ის იყო ქალი, რომელსაც მსოფლიოში პირველს გადაუნერგეს სახე, თუმცა... - საყვარელი ძაღლის მიერ დაგლეჯილი იზაბელ დინუარის ტრაგედია