რომან აბრამოვიჩის მერვე შვილის დედა, რომლის დაბადების შესახებაც მედიაში ჯერ 2023 წლიდან ვრცელდებოდა ჭორები, გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ტოპ-მოდელი, Victoria's Secret-ის "ანგელოზი", უკრაინელი ნატალია გოცია. ამის შესახებ ანონიმურმა Telegram არხმა გაავრცელა ინფორმაცია.
60 წლის აბრამოვიჩი 42 წლის გოცისთან ერთად სულ ცოტა ხნის წინ, ბაქოში ხელოვნების ფესტივალზე გამოჩნდა პირველად საჯაროდ.

ქსენია სობჩაკმაც თავის Telegram არხზე დაადასტურა, რომ წყვილი „ძალიან დიდი ხანია ერთადაა“.
აბრამოვიჩისა და გოციის რომანის შესახებ ჭორები პირველად 2023 წელს გავრცელდა. იმავე წელს, ინსაიდერებმა განაცხადეს, რომ ბიზნესმენს კიდევ ერთი შვილი ეყოლა. 2024 წლის სექტემბერში წყვილი ნადეჟდა ობოლენცევას დაბადების დღის წვეულებას დაესწრო.

გოცი მომავალი მოდელების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, Ford Supermodel of the World-ის გამარჯვებულია. ის თანამშრომლობდა Vogue-თან, Marie Claire-სა და Elle-თან და პოდიუმებზე გადიოდა Gucci-ს, Dolce & Gabbana-სა და Valentino-სთვის. 21 წლის ასაკში ნატალია Victoria's Secret-ის ანგელოზებს შეუერთდა.



2007 წელს, Guy Laroche-ის ჩვენებიდან გოცის ფოტოებმა სკანდალი და ფართო კრიტიკა გამოიწვია: საზოგადოებამ მოდელი ანორექსიისა და არაჯანსაღი სილამაზის სტანდარტების პოპულარიზაციაში დაადანაშაულა. თავად ნატალიამ უარყო ნებისმიერი პრობლემა, თუმცა მანამდე საჯაროდ ახსენა კვებითი აშლილობისა და ბულიმიის წინააღმდეგ ბრძოლა.

დღეს გოცი სოციალურ ქსელებს უთმობს დროს, სადაც ის სილამაზის საიდუმლოებებს უზიარებს და შვილების, სპარტაკისა და ტამერლანის ცხოვრებაზე საუბრობს. მოდელს ვაჟები ბიზნესმენ რუსლან ნიჟნიკზე ქორწინების დროს შეეძინა.
მეორე მეუღლესთან, ყოფილ ბორტგამცილებელ ირინა მალანდინასთან (1991–2007 წწ), ხუთი შვილი შეეძინა.



უფროსი ქალიშვილი ანა აბრამოვიჩი, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა, ნიუ-იორკში ცხოვრობს. არკადი აბრამოვიჩი — უფროსი ვაჟი, ბიზნესმენია, ARA Capital-ის დამფუძნებელი და მფლობელი. კომპანია საინვესტიციო აქტივების მართვით არის დაკავებული. სოფია აბრამოვიჩი — სწავლობდა ლონდონის უნივერსიტეტის Royal Holloway-ის კოლეჯში, მარკეტინგის მიმართულებით. გატაცებულია ცხენოსნობით. ცხოვრობს ლონდონში. არინა აბრამოვიჩი — პროფესიონალურ დონეზე არის დაინტერესებული ცხენოსნობით, მონაწილეობს კონკურში (დაბრკოლებათა გადალახვის შეჯიბრებები). ილია აბრამოვიჩი — დაამთავრა ლონდონის სკოლა და უნივერსიტეტში სწავლისთვის ემზადებოდა. მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მწირია.


ოლიგარქის მესამე ცოლი მილიარდერ ალექსანდრ ჟუკოვის ქალიშვილი დაშა იყო. ამ ქორწინებიდან მილიარდერს 16 წლის ვაჟი, აარონი და 13 წლის ქალიშვილი, ლია ჰყავს. აარონი ბავშვობიდან ფეხბურთით არის დაინტერესებული.



ჟუკოვას ბიზნესმენი 2017 წელს დაშორდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მილიარდერს მესამე შვილიშვილი შეეძინა უფროსი შვილებისგან.