45 წლის ვარსკვლავმა გააზიარა, თუ როგორ აბალანსებს დედობას, სამსახურსა და მრავალრიცხოვან პროექტებს და რამდენი ასისტენტია დასაქმებული მისი და კანიე უესტის საერთო შვილების აღსაზრდელად. The Sunday Times-თან ახალ ინტერვიუში ვარსკვლავმა აღიარა, რომ ოჯახში ხუთი ძიძაა დასაქმებული: ერთი მუდმივად მორიგეობს, ხოლო ოთხი - ერთმანეთს ცვლის.
კარდაშიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცდილობს პირადად ჩაერთოს 13 წლის ნორთის, 10 წლის სეინტის, 8 წლის ჩიკაგოს და 7 წლის ფსალმის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბავშვები სკოლაში მიჰყავს და მოჰყავს, ყოველ საღამოს მათთან ერთად სადილობს და ძილის წინ უკითხავს.
„ვიტყოდი, რომ ზომიერად მკაცრი მშობელი ვარ. ძალიან მომთმენი და მოსიყვარულე ვარ. ჯერ კიდევ ვრთავ ბავშვებს ნებას, ჩემს საწოლში დაწვნენ, თუ უნდათ. ყოველ საღამოს ერთად ვკითხულობთ წიგნებს", - თქვა კიმმა.
ვარსკვლავმა ასევე აღიარა, რომ ბავშვებს ნებას რთავს, მის საწოლში დაიძინონ, თუ სურთ. კარდაშიანმა ასევე ისაუბრა შვილების საჯაროობასთან დაკავშირებით მის გრძნობებზე. მან თქვა, რომ უმცროსი ბავშვები ხანდახან ესწრებიან ოჯახური რეალითი შოუს გადაღებებს, მაგრამ იშვიათად მონაწილეობენ სიუჟეტურ ხაზებში. ნორთი ყველაზე აქტიურია საჯაროდ და კიმი ცდილობს შეზღუდოს ქალიშვილის პროექტები.
ამასობაში, კარდაშიანი ნორთის მუსიკალურ კარიერას მამამისთან, კანიე უესტთან განიხილავს: ყოფილი მეუღლეები ცდილობენ ერთად გადაწყვიტონ, რომელი შეთავაზებებია შესაფერისი მოზარდისთვის.



