როგორც ცნობილია, ანასტასია ბენდუქიძის და ბიზნესმენ ივანე მხეიძის ოჯახს მალე კიდევ ერთი წევრი შეემატება. დეკემბერში წყვილი მესამე შვილს ელოდება.
წყვილს ორი შვილი ჰყავს - ალექსანდრე და ლიანა, რომელსაც ანასტასიამ ქმრის ბებიის სახელი დაარქვა.
ანასტასია საკმაოდ აქტიური ორსულია, ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას, უკვე მესამე ტრიმესტრში მყოფიც.
ცოტა ხნის წინ პატარებთან ერთად გაიმეორა ორსულობის ფოტო, რომელიც 2024 წელს, მეორე ორსულობის დროს გადაიღო.
- მესამე ორსულობაა და არაფერი განსაკუთრებული მოთხოვნები არ მაქვს. მაგრამ უცებ შეიძლება, რომ დილას მომინდეს წვნიანი... ღამე კარგად არ მძინავს, სამჯერ მაინც ვდგები... ალბათ მშია. თუმცა ეს არაორსულობის დროსაც მომხდარა, ჭამა მიყვარს... ცხარე, მჟავე და ტკბილი ამ ორსულობის დროს არ მომნდომებია განსაკუთრებულად, უფრო ცხიმიანი...
ანასტასია ხშირად აღნიშნავს მეუღლის გვერდში დგომას, საჯაროდაც უხსნის სიყვარულს და უხდის მადლობას გვერდში დგომისთვის.



"რომ არა ჩემი საოცარი ქმარი, გულწრფელად ვფიქრობ, როგორ შევძლებდი ამ დიდი გოგონას გაჩენას. მადლიერი ვარ მისი, რადგან გამუდმებით მაძლევდა ძალას".