მე-6 კლასის მოსწავლემ მე-4 კლასელს სექსუალური ხასიათის ქმედება აიძულა - დაწყებულია გამოძიება - მშობლები

მე-6 კლასის მოსწავლემ მე-4 კლასელს სექსუალური ხასიათის ქმედება აიძულა - დაწყებულია გამოძიება

2026-11-03 14:14:39+04:00

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნებს შორის სექსუალური იძულების ფაქტი მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მე-6 კლასელმა ბიჭმა მე-4 კლასელ ბიჭს, სკოლის საპირფარეშოში, სექსუალური ხასიათის ქმედება აიძულა.

შემთხვევა დაახლოებით, 2 კვირის წინ მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

67 წლის კაცი 11 წლის ნათესავ გოგონას სექსუალურად ავიწროებდა - მამაკაცი მოზარდს იმ დროს ურეკავდა, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ სახლში არავინ იყო