როგორ ცხოვრობს დღეს კოლინ ფარელის 23 წლის ვაჟი, რომელსაც ანგელმანის სინდრომი აქვს - "მინდა, რომ სამყარო ჯეიმსის მიმართ კეთილი იყოს. მინდა, მას პატივისცემით ეპყრობოდნენ" - მშობლები

როგორ ცხოვრობს დღეს კოლინ ფარელის 23 წლის ვაჟი, რომელსაც ანგელმანის სინდრომი აქვს - "მინდა, რომ სამყარო ჯეიმსის მიმართ კეთილი იყოს. მინდა, მას პატივისცემით ეპყრობოდნენ"

2026-11-04 10:18:44+04:00

ჯეიმს ფარელი, მსახიობ კოლინ ფარელის 23 წლის ვაჟი, საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა: ადრეულ ბავშვობაში მას იშვიათი გენეტიკური დაავადების, ანგელმანის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა 2026 წლის ოქტომბრის ბოლოს ჯეიმსი კამერების ობიექტივში მაინც მოხვდა - იგი HBO-ს დოკუმენტური ფილმის, "The Slightest Touch"-ის ტრეილერში გამოჩნდა. ფილმში მისი მამა ერთ-ერთი მთავარი გმირია. კადრებში კოლინი შვილთან ერთად ზის, ორივე იღიმის, ერთ მომენტში კი მსახიობი ჯეიმსს ეხუტება და გულში იკრავს.

kolin-pareli-1-1793773234.jpg
კოლინ ფარელი ვაჟთან ერთად

ანგელმანის სინდრომი იშვიათი ნეიროგენეტიკური დარღვევაა, რომელიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. მას განვითარების შეფერხება, მეტყველების მნიშვნელოვანი სირთულეები, წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევა, ინტელექტუალური განვითარების შეფერხება და ზოგიერთ შემთხვევაში გულყრები ახასიათებს. ჯეიმსს დიაგნოზი დაახლოებით ორი წლის ასაკში დაუსვეს. მანამდე ექიმები ბავშვთა ცერებრულ დამბლას ვარაუდობდნენ, რადგან სიმპტომები ერთმანეთს ჰგავდა.

როდესაც მსახიობმა შეიტყო, რომ მის შვილს იშვიათი დაავადება ჰქონდა და მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებული მოვლა დასჭირდებოდა, მამობის პასუხისმგებლობამ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. კოლინმა საკუთარ თავთან დაკავშირებული სირთულეები დაძლია, ცხოვრების წესიც შეცვალა და წარსულს "ცუდი ბიჭის" იმიჯი ჩააბარა. დღეს იგი დარწმუნებულია, რომ შვილმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა, მამობას კი საკუთარ უდიდეს მიღწევად მიიჩნევს.

kolin-pareli-2-1793773263.jpg
კოლინ ფარელი ვაჟთან ერთად

"უბრალოდ ადამიანებთან მეგობრობაც კი არ შემეძლო, აღარაფერს ვამბობ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის მამობაზე. ამიტომ, ჩემი სიფხიზლე რომ არა, ვერ შევძლებდი ჯეიმსის გვერდით ყოფნას, ვერც მისი ცხოვრების საოცრებებით ვიხარებდი და ვერც ისე დავუდგებოდი გვერდით, როგორც, ჩემი ღრმა რწმენით, შემიძლია", - იხსენებდა მსახიობი.

კოლინის თქმით, ჯეიმსმა განვითარების თვალსაზრისით უდიდესი გზა გაიარა. იგი ვერბალურად ვერ მეტყველებს და მუდმივ მეთვალყურეობასა და მოვლას საჭიროებს, თუმცა სიარული ისწავლა. ეს ოთხი წლის ასაკში შეძლო. მსახიობს დღემდე ახსოვს შვილის პირველი ექვსი ნაბიჯი, რომლებიც ჯეიმსმა მისკენ გადადგა. ამ ემოციურმა მომენტმა კოლინი აატირა.

kolin-pareli-3-1793773362.jpg
კოლინ ფარელი ვაჟთან ერთად

მოგვიანებით ჯეიმსმა დამოუკიდებლად ჭამაც შეძლო. მამა სიამაყით იხსენებდა, რომ პირველი ასეთი მცდელობის შემდეგ შვილის სახე ჯექსონ პოლოკის ნახატს ჰგავდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გულყრებს უკავშირდება: კოლინის თქმით, ჯეიმსს გულყრები დაახლოებით ათი-თერთმეტი წელია აღარ ჰქონია. მსახიობი შვილს "ჯადოსნურს" უწოდებს და ამბობს, რომ მისით ყოველდღე ამაყობს.

"იგი ძალიან ბევრს შრომობს იმ ფიზიკური შესაძლებლობების მისაღწევად, რომლებსაც ადამიანების უმეტესობა ორ-სამ წელიწადში ითვისებს. თუმცა ჯეიმსი მომხიბვლელია. უზომოდ მხიარულია და საოცრად კეთილი", - ამბობდა კოლინი.

kolin-pareli-4-1793773388.jpg
ჯეიმს ფარელი

როდესაც ჯეიმსს 21 წელი შეუსრულდა, კოლინ ფარელმა და მისმა მეუღლემ, მოდელმა კიმ ბორდენეივმა, გადაწყვიტეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ისეთ საცხოვრებელ გარემოში უნდა გადასულიყო, სადაც მას პროფესიონალები მოუვლიდნენ და ყველა საჭირო სერვისით უზრუნველყოფდნენ. სწორედ ამ პერიოდში დააფუძნა მსახიობმა საკუთარი ფონდი - Colin Farrell Foundation, რომლის მიზანიც ინტელექტუალური დარღვევებისა და განვითარების განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ზრდასრული ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაა.

kolin-pareli-5-1793773418.jpg
კიმ ბორდენეივი ვაჟთან ერთად

koli-pareli-8-1793773444.jpg
კიმ ბორდენეივი ვაჟთან ერთად

ფონდის შექმნის აუცილებლობის მიზეზად კოლინი იმ პრობლემას ასახელებდა, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ აწყდებიან. მისი განმარტებით, 21 წლის ასაკში მათთვის სკოლასთან დაკავშირებული მხარდაჭერისა და სახელმწიფო პროგრამების დიდი ნაწილი სრულდება, რის შემდეგაც ოჯახებს ხშირად დახმარების გარეშე უწევთ დარჩენა.

kolin-pareli-6-1793773475.jpg
ჯეიმს ფარელი
kolin-pareli-7-1793773499.jpg
ჯეიმს ფარელი

"მინდა, რომ სამყარო ჯეიმსის მიმართ კეთილი იყოს. მინდა, რომ მას სიკეთითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ", - ამბობდა მსახიობი.

სწორედ ამ სურვილმა განაპირობა ისიც, რომ კოლინ ფარელი საკუთარ სახლში გადამღები ჯგუფის შეშვებას დათანხმდა. მსახიობის გადაწყვეტილების მთავარი მიზანი არა მხოლოდ საკუთარი შვილის ამბის გაზიარება, არამედ იმ ოჯახების მხარდაჭერაც იყო, რომლებიც მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან.

  • კოლინს უმცროსი ვაჟიც ჰყავს, შემდეგი ურთიერთობიდან, ჰენრი, რომელიც 17 წლისაა და მამას ხშირად ახლავს ღონისძიებებზე.

colin-farrell-son-henry-1-72b1773a778647cf806e4747acea29f2-1793775015.webp

ჰოლივუდის 5 ვარსკვლავი, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონე შვილებს ზრდიან და ამის შესახებ საჯაროდ საუბრობენ