საჯარო სკოლებში დამრიგებლების ფინანსური დანამატი გაორმაგდება - კიდევ ვის გაეზრდება ხელფასი? - მშობლები

საჯარო სკოლებში დამრიგებლების ფინანსური დანამატი გაორმაგდება - კიდევ ვის გაეზრდება ხელფასი?

2026-11-06 17:30:20+04:00

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი დააბრუნა.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მეორადი ვარიანტის თანახმად, საჯარო უწყებებში შრომის ანაზღაურების ფონდი 468 მილიონი ლარით იზრდება.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიზეზი გაზრდილი საშტატო ერთეულები (ჯამში 2 ათასამდე შტატი) და საბაზო თანამდებობრივი სარგოს 8.4%-იანი მატებაა {შედეგად საბაზო თანამდებობრივი სარგო, რომელიც საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების განსაზღვრისთვის ერთ-ერთი კომპონენტია, მომავალ წელს 1 735 ლარი იქნება}.

შესაბამისად, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლის საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაიზრდება. გააგრძელეთ კითხვა

რას აკეთებს რეალურად კლასის დამრიგებელი და რას იღებს ამ სამსახურის სანაცვლოდ - ახალგაზრდა პედაგოგის პოსტი