ბოლო დროს სქესის გაგების ცერემონია, რომელიც ბოლო წლებში იქცა ტრენდად, ვიწრო ოჯახური დღესასწაულის ფარგლებსაც გასცდა და გრანდიოზულ წვეულებად გადაიქცა. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიდან ერთ-ერთი პირველები, ვინც დიდ დღესასწაულად აქცია ეს დღე, იყვნენ ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილი და ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი. ცოტა ხნის წინ ასეთივე გრანდიოზული იყო გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის მეორე შვილის სქესის გაგების დღე.
ამჯერად კი ინფლუენსერმა ლიზი ქონიაძემ მოუყარა თავი სამეგობროს და საახლობლოს, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს შოუდან "პრაიმ ჰაუსი", რომლითაც გაიცნო მაყურებელმა თავად ლიზიც, და ასევე თავის მეგობრებს და მეჯვარეებს, მომღერლებს - ნუცა თოფურიასა და მარიამ შენგელიას.
ლიზიმ სულ ცოტა ხნის წინ, სიურპრიზად გაუმხილა მეგობრებს, რომ მეორე შვილს ელოდებოდა. 2024 წლის დეკემბერში გახდა პირველად დედა. მას და მის მეუღლეს გიორგი ბუაძეს ვაჟი ჰყავთ - ლუკა.ახლა კი გაირკვა, რომ ლიზი მეორე შვილს ელოდება და როგორც სქესის გაგების ცერემონიიდან გახდა ცნობილი - გოგონას.