"მომაჯადოებელი სამეფო ქორწილი!" - ჟურნალი HELLO ზუტა ძიძიგურისა და ლიხტენშტეინის პრინცესას ქორწილზე წერს, ახალ ფოტოებს და პრინცესა მარიას პირველ კომენტარს აქვეყნებს - მშობლები

"მომაჯადოებელი სამეფო ქორწილი!" - ჟურნალი HELLO ზუტა ძიძიგურისა და ლიხტენშტეინის პრინცესას ქორწილზე წერს, ახალ ფოტოებს და პრინცესა მარიას პირველ კომენტარს აქვეყნებს

2026-11-08 10:36:21+04:00

ზუტა (ზურაბ) ძიძიგურისა და ლიხტენშტეინის პრინცესა მარია იმაკულატას ქორწილით არაერთი საერთაშორისო მედია დაინტერესდა. ახლახან ჯვრისწერისა და მის შემდგომი წვეულების კადრები ჟურნალმა HELLO!-მ გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:

"მომაჯადოებელი სამეფო ქორწილი!

გასულ შაბათს, ლიხტენშტეინის პრინცესა მარია იმაკულატას ბრწყინვალე სამეფო ქორწილი გაიმართა. მომხიბვლელი ქორწილი 31 ოქტომბერს ვენაში, წმინდა პეტრეს ეკლესიაში შედგა, სადაც ლიხტენშტეინის პრინცი გუნდაკარისა და ორლეანის პრინცესა მარიას ქალიშვილი თავის რჩეულზე, ზურაბ ძიძიგურზე დაქორწინდა.

ახალდაქორწინებულთა განსაკუთრებული დღე ხუთწლიანი ურთიერთობის დაგვირგვინებაა, რომელიც ქორწილის დღემდე საიდუმლოდ ინახებოდა.

892344816-1890777065597104-6480590998203874604-n-1794120637.jpeg

895310888-29626159196967462-7502326696348808540-n-67926-1794120640.jpg

დღის რომანტიკულ დეტალებს შორის იყო დახვეწილი ოთხსართულიანი საქორწილო ტორტი, ცხენებში შებმული ეტლი და, რა თქმა უნდა, განსაცვიფრებელი საქორწილო კაბა. ქორწილი ვენაში, წმინდა პეტრეს ეკლესიაში გაიმართა. პატარძალს პარიზში სწავლული ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი განსაცვიფრებელი, მხრებგახსნილი მაქმანებიანი საქორწილო კაბა ეცვა.

a2b961f0c6db-20261102pn0107-1794120641.webp

პრინცესა მარის საქორწილო იერსახეს ავსებდა ისტორიული ფარშავანგის ტიარა, რომელიც 1926 წელს შეიქმნა.

897152809-28931812806460541-2094213079503078127-n-1794120640.jpeg895148888-1810410270207711-281989435794200705-n-1794120639.jpeg894228511-1123507103602864-8803001919463569327-n-1794120638.jpeg893461626-2546607689184280-7602256568618703305-n-1794120637.jpeg

ახალდაქორწინებულებმა ცერემონიის დროს ბერძნული მართლმადიდებლური ტრადიციები დაიცვეს.

საქმრო ქორწილის ცერემონიაზე ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოჩნდა.

პატარძალი და საქმრო ხუთი წლის წინ საქართველოში თხილამურებით სრიალის დროს შეხვდნენ.

როდესაც ჰკითხეს, თუ რას აფასებს ყველაზე მეტად პრინცესა მის თანატოლ, ქართველ ბარიტონ ზურაბ ძიძიგურთან ურთიერთობაში, მან უპასუხა: „ჩვენი ურთიერთობა ჰარმონიულად ვითარდება და მე უბრალოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა მასთან ვარ. ჩვენ გვსიამოვნებს საინტერესო საუბრები და მოგზაურობა; ვიზიარებთ ერთნაირ ღირებულებებს და, რა თქმა უნდა, კლასიკური მუსიკის სიყვარულს“.

პრინცესა მარია იმაკულატამ დასძინა: „როდესაც მან ყველას თანდასწრებით მითხრა: „ის ჩემი ქალია“, მან ნამდვილად დაიპყრო ჩემი გული!“

ქორწილის შესახებ პირველი ინფორმაცია ზურაბ ძიძიგურის დამ, ქრისტინემ გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის წევრის, იოანე ბაგრატიონ-მუხრანბატონის მეუღლეა.

ზურაბ ძიძიგურმა ლიხტენშტეინის პრინცესაზე იქორწინა - ვენაში ჩატარებული ცერემონიის პირველი კადრები და შთაბეჭდილებები