რუსული შოუბიზნესის ქართველი ვარსკვლავი, ქეთა თოფურიას პროტეჟე ანასტასია სისაური გათხოვდა - ვინ არის ტასოს გასაიდუმლოებული რჩეული? - მშობლები

რუსული შოუბიზნესის ქართველი ვარსკვლავი, ქეთა თოფურიას პროტეჟე ანასტასია სისაური გათხოვდა - ვინ არის ტასოს გასაიდუმლოებული რჩეული?

2026-11-09 09:57:02+04:00

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, პროექტ "ახალი ხმის" გამარჯვებული, 22 წლის ანასტასია სისაური (რომელიც TASSO-ს ფსევდონიმით გამოდის სცენაზე), დაქორწინდა. 2026 წლის ოქტომბერში გამოაცხადა ნიშნობის შესახებ და გამოაქვეყნა ფოტო საკმაოდ შთამბეჭდავი ბრილიანტის ბეჭდით.

n0tas-1794203411.jpg

მერე იყო საქმროსგან მოძღვნილი უამრავი ყვავილი და ქორწილის წინა ცერემონია.

658125471-18222294862315823-7468813158784984322-n-1794203240..jpg

843761937-18245181691315823-2654994908061546296-n-1794203241..jpg670472305-18224010817315823-1097690692089375471-n-1794203241..jpg856714885-18248341009315823-4545278984534265092-n-1794203241..jpg

ახლა კი ქორწილის ძალიან მწირი კადრები გამოაქვეყნეს მან და ქეთა თოფურიამ, რომელიც ტასოს პროდიუსერია და სწორედ ის უწყობს ხელს მისი კარიერის განვითარებას.

ტასო არ ამხელს რჩეულის ვინაობას და გავრცელებული ცნობებით, ასტანაში გამართულ გრანდიოზულ ქორწილზე გადაღება აკრძალული იყო. ცნობილია, რომ ტასოს რჩეული 23 წლის ყაზახი ბიზნესმენია, საკმაოდ გავლენიანი ყაზახის ვაჟი, რომელმაც მოახერხა და მომღერლის თაყვანისმცემლიდან მის ქმრად იქცა. ტასომ თავად გამოაქვეყნა გასაიდუმლოებულ სიძესთან ცეკვის და წვეულების შემდგომი ვიდეო, რომელშიც ყაზახურ ეროვნულ სამოსსა და დიადემაშია გამოწყობილი.

mountain-valley-wedding-stage-1794203519.png

  • TASSO ქეთა თოფურიამ ორი წლის წინ ჯგუფ "ა-სტუდიოს" კონცერტზე წარუდგინა საზოგადოებას, ამავე კონცერტზე შედგა ტასოს კლიპის პრემიერა. სწორედ ქეთა გახდა მისი პროდიუსერი და აქტიურად უწყობს ხელს კარიერის განვითარებაში.

"ხანდახან ხდება ისე, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებებს ინტუიცია გკარნახობს. ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც. როცა დავინახე ეს გოგონა, ინტუიტიურად მივხვდი, რომ სწორედ ისაა, ვინც უნდა იყოს. მომხიბლა საოცარი ტემბრით, სიბრძნით, სინათლით. მაქსიმუმს დებს ნებისმიერ საქმეში", - აღნიშნა ქეთამ ტასოს წარდგენისას.

keta1-1677838176-1758181852-1773768401-1794203637.webp

by-khomodeev-1794203636.jpg

ანასტასია სისაური 2004 წლის 6 აგვისტოს არის დაბადებული რუსეთში, ივანოვოში. ეროვნებით ქართველია. დედას კარგი ხმა და სმენა აქვს, მომღერლობაზე ოცნებობდა, თუმცა ვერ აისრულა ოცნება. სამაგიეროდ, შვილს ყველანაირად შეუწყო ხელი, რადგან ბავშვობიდან აღმოუჩინა მუსიკალური შესაძლებლობები. სწავლობდა მუსიკალურ სტუდიაში და ასევე ინდივიდუალურად - გამოცდილ ვოკალის პედაგოგებთან.

"დედა არ გეგმავდა ჩემს მომღერლობას, უბრალოდ, ყველაფერზე დავყავდი და ჩემს განვითარებას უწყობდა ხელს. ძალიან ვიღლებოდი, ხან მანქანაში ვჭამდი. მაგრამ ახლა მისი მადლიერი ვარ. ის რომ არა, ვერც "ახალ ხმაში" მოვხვდებოდი და საერთოდაც, "ჩვეულებრივი" გოგო ვიქნებოდი", - ამბობს ტასო.

2019 წელს მიიღო მონაწილეობა რუსულ "ახალ ხმაში", სადაც თანამემამულე ვალერი მელაძემ აიყვანა თავის გუნდში და ყველანაირად უწყობდა ხელს მის წარმატებას.გოგონა ფინალში გავიდა, თუმცა იმ წლის შოუ ხმაურიანი სკანდალით იყო გამორჩეული: გზავნილების მიხედვით, ალსუს ქალიშვილმა გაიმარჯვა. მაყურებელმაც და ჟიურიმაც ეს უსამართლობად მიიჩნიეს და პროექტის 9 ფინალისტი, ანასტასია სისაურის ჩათვლით, გამარჯვებულად გამოცხადდა.

პროექტის შემდეგ გოგონა სწავლაზე გადაერთო, თუმცა პარალელურად მუსიკითაც იყო დაკავებული და ესტრადის აკადემიაში დადიოდა. იქ მისი სიმღერა კიდევ ერთმა ქართველმა - პროდიუსერმა გიგა კვენეტაძემ გაიგო და მათი შემოქმედებითი თანამშრომლობაც დაიწყო.

კარიერის განვითარების პარალელურად, 2022 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს.

ქეთა თოფურია საქართველოში ქმარ-შვილთან ერთად ჩამოვიდა მეგობრის ქორწილისთვის - გრანდიოზული ქორწილი კახეთში, ცნობილი სტუმრებით (ვიდეო)
ოლივია 11 წლის - ქეთა თოფურიას ქალიშვილის გრანდიოზულ დაბადების დღეზე ლილო და სტიჩის თემატიკით, მისი სამივე შვილი, დედა და მეუღლე მხიარულობდნენ (ვიდეო)
ქეთა თოფურიას ახალი მდიდრული სახლი, რომელსაც 4 წელი აშენებდა - მომღერალი ვიდეოს აქვეყნებს