ვინ არის მილიარდერი, რომელსაც ჩინელი საყვარლის გამო ოჯახიც დაენგრა და სავარაუდოდ, კარიერაც და რომლის საყვარელს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი - სკანდალის დეტალები - მშობლები

ვინ არის მილიარდერი, რომელსაც ჩინელი საყვარლის გამო ოჯახიც დაენგრა და სავარაუდოდ, კარიერაც და რომლის საყვარელს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი - სკანდალის დეტალები

2026-11-11 11:00:23+04:00

ამ სკანდალს მსოფლიო ადევნებს თვალს. 63 წლის ტაივანელი მილიარდერისა და ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, იენსენ ჰუანგის გარშემო ატეხილი სკანდალი ინტერნეტში კვლავ მძვინვარებს. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა საჯაროდ აღიარა ცოლის ღალატი და მისი ჩინელი საყვარელი სავარაუდოდ, ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს, ჰუანგის ქონება რამდენიმე მილიარდი დოლარით შემცირდა. სკანდალს მოჰყვება ასევე განქორწინება, რომელიც, წინასწარი გათვლებით, შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ განქორწინებად იქცეს...

ვინ არის ჯენსენ ჰუანგი?

ჯენსენ ჰუანგი 1963 წელს ტაივანში დაიბადა. ბავშვობაში ოჯახთან ერთად ჯერ ტაილანდში, შემდეგ კი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.

1993 წელს ორ პარტნიორთან ერთად დააარსა კომპანია Nvidia, რომლის ხელმძღვანელიც დღემდე თავად არის.თავდაპირველად Nvidia ძირითადად კომპიუტერული თამაშებისთვის განკუთვნილ გრაფიკულ პროცესორებს აწარმოებდა. თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ კომპანიის როლი რადიკალურად შეცვალა. დღეს Nvidia მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისთვის აუცილებელი ჩიპების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია და მისი საბაზრო ღირებულება ტრილიონობით დოლარს აღწევს.

ჰუანგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორისაა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა.

საზოგადოებაში ის ცნობილია თავისი შავი ტყავის ქურთუკით, ენერგიული გამოსვლებითა და კომპანიის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით.

jensen-huang-cropped-1794383844.jpg

ოჯახი და ქორწინება — 40 წელზე მეტი ერთად

ჯენსენ ჰუანგი 1985 წლიდან დაქორწინებულია ლორი ჰუანგზე. ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში შეხვდნენ.

original-2-1794383874.webp

წყვილს ორი შვილი ჰყავს — მედისონი და სპენსერი. ორივე მათგანი Nvidia-სთან არის დაკავშირებული, მამის კომპანიაში მუშაობენ და აქვეა დასაქმებული ჯენსენის სიძე.

original-1-1794383874.webp

ჰუანგების ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთ სტაბილურ და წარმატებულ ოჯახად აღიქმებოდა. სწორედ ამიტომ გახდა განსაკუთრებით ხმაურიანი ინფორმაცია, რომ ჯენსენ ჰუანგმა მეუღლეს უღალატა...

თუმცა ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ ღალატი არ ყოფილა.

ვინ არის ქალი, რომელთანაც ჰუანგს სავარაუდო რომანი ჰქონდა?

სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა ჩინელი ბიზნესმენი ალისა ჰუანგი, რომელსაც, იგივე გვარის მიუხედავად, ჯენსენ ჰუანგთან ნათესაური კავშირი არ აქვს.

ალისა ჰუანგი დაკავშირებული იყო სინგაპურში მოქმედ კომპანია Megaspeed International-თან, რომელიც Nvidia-ს ტექნოლოგიებსა და ჩიპებს ყიდულობდა.

screenshot-from-2026-11-09-06-29-48-1794383959.png

მედიის ცნობით, ქალი ბიზნესგარემოში საკმაოდ გავლენიანი კავშირებით სარგებლობდა და შეეძლო Nvidia-ს პროდუქციაზე წვდომის მოპოვება.

ჯენსენ ჰუანგი და ალისა სხვადასხვა საჯარო ღონისძიებაზე ერთად არაერთხელ გამოჩნდნენ. მათ შესახებ გავრცელდა ფოტოები და ვიდეოებიც, მათ შორის ტაიპეიში გამართული შეხვედრებიდან.განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია 2025 წლის მაისში გადაღებულმა ვიდეომასალამ, რომელშიც ქალი ჰუანგს კოცნის, მოგვიანებით კი ისინი ერთად ტოვებენ რესტორანს.თავდაპირველად ჰუანგი მათ ურთიერთობას საქმიან კონტაქტად წარმოაჩენდა.

original-3-1794383992.webp

original-1794383992.webp

სკანდალის ყველაზე მძიმე ნაწილი — ჯაშუშობის ეჭვი

სიტუაცია გაცილებით სერიოზული გახდა მას შემდეგ, რაც ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ალისა ჰუანგის მიმართ ჩინეთის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ეჭვი გამოთქვეს.გამოძიების ვერსიით, ქალი შესაძლოა ჩინეთის სასარგებლოდ აგროვებდა ინფორმაციას და ცდილობდა Nvidia-ს ხელმძღვანელთან პირადი ურთიერთობის გამოყენებას.საქმე განსაკუთრებით საყურადღებო იყო იმის გამო, რომ Nvidia-ს ჩიპები ამერიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია.აშშ წლების განმავლობაში ზღუდავს ჩინეთში ყველაზე მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ექსპორტს, რადგან არსებობს შიში, რომ ასეთი ტექნოლოგიები შესაძლოა სამხედრო და სადაზვერვო მიზნებისთვისაც გამოიყენონ.

ამ ფონზე გაჩნდა ეჭვი, რომ ალისა ჰუანგის ბიზნესკავშირები და Nvidia-ს ხელმძღვანელთან სიახლოვე შესაძლოა ჩინური მხარისთვის სასარგებლო ყოფილიყო.თუმცა მნიშვნელოვანია: ჯაშუშობის ბრალდება ამ ეტაპზე დადასტურებული ფაქტი არ არის. ჩინეთის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო და მას უსაფუძვლო ბრალდებები უწოდა.

7,5 მილიარდი დოლარის ჩიპები — რატომ გახდა საქმე კიდევ უფრო სკანდალური?

2026 წლის 10 ნოემბერს Reuters-მა The Information-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალისა ჰუანგთან დაკავშირებული ბიზნესქსელის მეშვეობით ჩინეთის მიმართულებით შესაძლოა მინიმუმ 7,5 მილიარდი დოლარის ღირებულების Nvidia-ს ჩიპები გადაადგილებულიყო.გამოცემის ცნობით, საუბარია დაახლოებით 240 ათას ჩიპზე, მათ შორის H100-ისა და H200-ის მოდელებზე.

სავარაუდოდ, გარკვეული ტექნოლოგიური რესურსები ჩინურ კომპანიებამდე ისეთი ბიზნესსტრუქტურების გავლით მიდიოდა, რომლებიც ამერიკული საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლაში შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული.ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უკვე აღარ საუბარია მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელის პირად ცხოვრებაზე. ჩნდება კითხვა, შეიძლებოდა თუ არა პირადი ურთიერთობა გამოყენებულიყო ბიზნესკავშირებზე გავლენის მოსახდენად და სტრატეგიული ტექნოლოგიების გადაადგილების გასამარტივებლად.

ამ ბრალდებების სიმართლეს შესაბამისი გამოძიება უნდა დაადგენს.

ჰუანგმა ღალატი აღიარა

2026 წლის 8 ნოემბერს ჯენსენ ჰუანგმა Nvidia-ს თანამშრომლებს წერილით მიმართა და საჯაროდ აღიარა, რომ მეუღლეს უღალატა. მან განაცხადა, რომ მისი საქციელით მეუღლესა და შვილებს ტკივილი მიაყენა და მომხდარს გამართლება არ აქვს.ჰუანგმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ბოდიში მოიხადა.

ამასთან, მან არ დაასახელა ქალი, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მისი აღიარება ალისა ჰუანგის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დაემთხვა.მან ასევე განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს კომპანიის დამოუკიდებელ გამოძიებას და მზად არის თანამშრომლობისთვის.

Nvidia-მ გამოძიება დაიწყო

სკანდალის შემდეგ Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყება გადაწყვიტა.გამოძიების მიზანია დადგინდეს, შეიძლებოდა თუ არა კომპანიის ხელმძღვანელი უცხო ქვეყნის სადაზვერვო ოპერაციის სამიზნე გამხდარიყო და ჰქონდა თუ არა ამ გარემოებას გავლენა კომპანიის საქმიანობაზე.Nvidia-მ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ გააჩნია საფუძველი ივარაუდოს, თითქოს კომპანიის საიდუმლო ინფორმაცია ან ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი მონაცემები კომპრომეტირებული იყო.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, FBI საკითხით დაინტერესებულია, თუმცა თავად ჰუანგს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რატომ დაკარგა ჰუანგმა მილიარდები?

სკანდალის გავრცელებას Nvidia-ს აქციების ვარდნა მოჰყვა.Reuters-ის ცნობით, კომპანიამ ორ სავაჭრო სესიაში დაახლოებით 430 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულება დაკარგა.

ამას, ბუნებრივია, ჰუანგის პირად ქონებაზეც ჰქონდა გავლენა, რადგან მისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი Nvidia-ს აქციებთან არის დაკავშირებული.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის საბაზრო ღირებულების შემცირება არ ნიშნავს, რომ ეს თანხა პირდაპირ ჰუანგს ჯიბიდან გამოაკლდა. ეს აქციების საერთო ღირებულების შემცირებაა.

რატომ საუბრობენ ყველაზე ძვირადღირებულ განქორწინებაზე?

სკანდალის კიდევ ერთი საინტერესო მხარე ჰუანგების ოჯახური ქონებაა.ჯენსენსა და ლორი ჰუანგებს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი უზარმაზარი ქონება აქვთ. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი Nvidia-ს აქციებსა და სხვადასხვა საინვესტიციო აქტივშია თავმოყრილი.

ამერიკულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გაჩნდა ვარაუდები, რომ თუ წყვილი განქორწინებას გადაწყვეტს, ქონების გაყოფა შესაძლოა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გახდეს.განსაკუთრებით საუბრობენ კალიფორნიის კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვითაც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება გარკვეულ პირობებში მეუღლეებს შორის თანაბრად ნაწილდება.

ფრანგ დიპლომატს 18 წელი ჰქონდა რომანი ჩინელ ქალთან, რომელიც მამაკაცი აღმოჩნდა - უცნაური ამბავი, რომელიც დღემდე ბევრ ეჭვს აჩენს
მეგან მარკლის მამის შემდეგ პედოფილიაში მის ძმასაც ადანაშაულებენ - სკანდალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ძველი კონფლიქტი კვლავ გააცოცხლა