"ამ მშიშრებმა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რაც ჩაიდინეს... მერაბი ჩემთვის ძმასავითაა..." - ნინა დრამას ვიდეომიმართვა - მშობლები

"ამ მშიშრებმა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რაც ჩაიდინეს... მერაბი ჩემთვის ძმასავითაა..." - ნინა დრამას ვიდეომიმართვა

2026-11-12 11:25:55+04:00

აბუ დაბიში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, რომლის დროსაც მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლები თავს დაესხნენ, დვალიშვილის მეგობარმა, ბლოგერმა ნინა დრამამ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:

"მერაბ დვალიშვილი ჩემთვის ძმასავითაა. მასზე თავდასხმის ვიდეომ აღმაშფოთა. მერაბი ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე და მხარდამჭერი მეგობარია მათ შორის, ვინც კი ოდესმე მყოლია. ამ მშიშრებმა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რაც ჩაიდინეს. წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, რომელსაც ტელეფონებით იღებდნენ. დეგენერატების ბანდა... UFC-მ დილონ დენისი აკრძალა მას შემდეგ, რაც მას თავს დაესხნენ, 20 კაცი გადაეყარა, როცა მხოლოდ ის და მისი ძმა იყვნენ და მათ არაფერი დაუშავებიათ? დიდი იმედი მაქვს, რომ UFC უსმან ნურმაგომედოვს და მის მეგობრებს UFC-ში ფეხის გადადგმას აუკრძალავს..."

ვინ არიან დაღესტნელი ძმები უმარ და უსმან ნურმაგომედოვები, რომელთა სახელებიც მერაბ დვალიშვილთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში
ნინა, კარგად ვარ, არ მოვმკვდარვარ, უბრალოდ ვიბრძოლე... - ბრძოლის მერე მერაბ დვალიშვილი ნინა დრამამ მოინახულა (ვიდეო)
ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი ნინა დრამა - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა