ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მოსალოდნელი ძლიერი ქარი, ქარბუქი, შტორმი - მშობლები

ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მოსალოდნელი ძლიერი ქარი, წვიმა, ქარბუქი

2026-11-14 14:52:43+04:00

15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.სინოპტიკოსების ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო).

როგორ შეიძლება მეხმა სახლში შემოაღწიოს და რომელია ყველაზე უსაფრთხო თავშესაფარი - მითები ხეებსა და მობილურებზე