მოდელებით სავსე მინივენი, მილიარდერები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და საიდუმლო წვეულება... - კადრები ლეონარდო დიკაპრიოს 52-ე დღეობიდან - მშობლები

მოდელებით სავსე მინივენი, მილიარდერები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და საიდუმლო წვეულება... - კადრები ლეონარდო დიკაპრიოს 52-ე დღეობიდან

2026-11-17 11:03:50+04:00

ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ფიგურამ, ლეონარდო დიკაპრიომ, 52-ე დაბადების დღე ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილზის კერძო რეზიდენციაში, მდიდრული წვეულებით აღნიშნა, რომელიც ვარსკვლავებით მოჭედილ აღლუმში გადაიზარდა. თუმცა, საღამოს ერთადერთი მთავარი თემა ცნობილი სტუმრები არ იყვნენ. წვეულებაზე მინივენით მისული ახალგაზრდა ქალების ჯგუფმაც მიიპყრო სტუმრებისა და ფოტოგრაფების ყურადღება. ბევრმა აღნიშნა, რომ ლეოს წლები ემატება, თუმცა ჩვევები არ ეცვლება.

1896x2110-0xcfywvfb9-9904863736234244902-1794899586.jpg

შაბათს ბევერლი ჰილზში გამართულ ზეიმს ესწრებოდნენ ქალები, რომლებიც მინივენიდან ელეგანტურ და საკმაოდ თამამ სამოსში გამოვიდნენ და წვეულებაზე შევიდნენ. სტუმრებს შორის იყო კორტნი ბერნერი, რომელიც ცნობილია Love Island USA-დან. ბერნერი ღონისძიებას თეთრი, გამჭვირვალე დეტალებით მორთული მინი კაბით დაესწრო.

20261116-6d00f93a6a0d45849b7072a2a72200f9-1794899586.webp20261116-364b9590b9b14462884f33a1e1ef7d80-1794899586.webp

დიკაპრიოს დაბადების დღის აღნიშვნას ჰოლივუდის მრავალი ცნობილი სახელი დაესწრო. დამსწრეებს შორის იყვნენ მსახიობის ახლო მეგობრები, მათ შორის ტობი მაგუაიერი, ჯონა ჰილი, ქეისი აფლეკი, ედრიენ ბროუდი, ედვარდ ნორტონი.წვეულებაზე ასევე იმყოფებოდნენ ალ პაჩინო, ნურ ალფალა, ლენდონ ბარკერი და ალაბამა ბარკერი, ორლანდო ბლუმი, 50 Cent და კარა დელევინი. ასევე მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ცოლით,კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და სხვები. თუმცა მათი ფოტოები პაპარაცულია, დახურული წვეულების ოფიციალური კადრები არ გავრცელებულა.

820x1230-0xk5s8cfhl-0990535064857493185-1794899714.jpg

3143x3500-0xgjb0cynr-4405211085969063422-1794899718.jpg2401x3500-0xyqyi3tij-0435281033323149503-1794899718.jpg2333x3500-0xz5xszpxp-8165510625003736781-1794899718.jpg2333x3500-0xuodwdw74-6204973150627115992-1794899717.jpg2333x3500-0xcqjtawsp-7724536304235294903-1794899717.jpg2333x3500-0xbcvsumu1-8902183418312334962-1794899716.jpg2333x3499-0xqnxejksv-8566533790984727609-1794899716.jpg2020x3500-0xpltum3us-8325856477237743526-1794899715.jpg1690x2366-0xy2vxol8n-0888226313198054297-1794899715.jpg1281x1921-0x33jxh6lo-6700003331451440269-1794899714.jpg

პაპარაცებმა ვერ შეძლეს თავად იუბილარის გადაღება. კამერებისგან თავის არიდების ოსტატმა დიკაპრიომ მთელი საღამო რეზიდენციაში გაატარა და ფოტოგრაფების ლუკმად მხოლოდ სტუმრები დატოვა.

  • დიკაპრიო, რომლის არაერთი გახმაურებული რომანიც არის ცნობილი, ძირითადად, მოდელებთან, კვლავ არ არის დაქორწინებული. მისი ბოლოდროინდელი რჩეული და თანამგზავრი მოდელი ვიტორია ჩერეტია და ბევრს აქვს იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს მასზე იქორწინებს.
ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც ისევ ოსკარის გარეშე დატოვეს, პირველად გამოჩნდა ღონისძიებაზე საყვარელ ქალთან ერთად - ვინ არის ქალი, ვინც ჰოლივუდის მარადიულ ბერბიჭას ალბათ საკურთხეველთანაც მიიყვანს?
ტრეფიკინგი, ძალადობა, გარყვნილი წვეულებები, გაუპატიურება... - ცნობილი რეპერის სექს-სკანდალში, შესაძლოა, ლოპესის, ბიბერის, დიკაპრიოს, პრინცი ჰარისა და სხვა ვარსკვლავების სახელებიც გაჟღერდეს
რატომ დარჩა უცოლოდ ლეონარდო დიკაპრიო და რატომ ფიქრობენ ფსიქოლოგები, რომ ეს დედამისის ბრალია