“რაც უნდა, იმას აკე­თებს, რაც არ უნდა, ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თე­ბი­ნებს... რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ იღ­ლე­ბა. არ იღლება!“ - როგორ შეიცვალა პატარა ევას და მისი ოჯახის ცხოვრება პოპულარობის შემდეგ და როგორ პასუხობს გოგონას დედა კრიტიკას - მშობლები

“რაც უნდა, იმას აკე­თებს, რაც არ უნდა, ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თე­ბი­ნებს... რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ იღ­ლე­ბა. არ იღლება!“ - როგორ შეიცვალა პატარა ევას და მისი ოჯახის ცხოვრება პოპულარობის შემდეგ და როგორ პასუხობს გოგონას დედა კრიტიკას

2026-11-17 22:16:03+04:00

ევა და მის და - ანა-მარია ბუთიაშვილები, რომლებიც ყვარლის რაიონის სოფელ გავაზიდან არიან, უკვე წელიწადზე მეტია, საზოგადოებამ თავიანთი ვიდეოებით ახლოს გაიცნო. ისინი ინტერნეტვარსკვლავები არიან.ცნობილია, რომ გოგონებს ვიდეოს დედა - ფიქრია ჩეკურიშვილი-ბუთიაშვილი ყოველდღიურად უღებს და სოციალურ ქსელში ათავსებს... ჰოდა, საქმე იქამდე მივიდა, პატარა ევას ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც - ამერიკაში, თურქეთსა და ინდოეთში...ევას დედიკოსთან პირველი ინტერვიუ, 2025 წლის აგვისტოში ჩავწერე, როცა გოგონები ინტერნეტსივრცეში ახალი გამოჩენილები იყვნენ, თუმცა უკვე საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავდათ. როგორ შეიცვალა მას შემდეგ და როგორია მათი ყოველდღიურობა, რას ფიქრობს დედა შვილის ასეთ პოპულარობაზე, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ - Ambebi.ge-ს ფიქრია ჩეკურიშვილი-ბუთიაშვილი ესაუბრა.

- 60 მილიონი ნახვა ორ დღეში სერიოზული და წარმოუდგენელი ამბავია. პატარა ევა საქართველოს საზღვრებს გასცდა... როგორ შეხვდით ამ მოულოდნელ ფაქტს?

- მართლაც საოცარი ციფრია. ორ დღეში 60 მილიონი ნახვა. ალბათ, საქართველოში ასეთი შედეგი არავის ჰქონია. ამას ხშირად თვეები და წლებიც კი სჭირდება. მოდი, ეს ყველაფერი უფალს მივანდოთ - მართლა უფლის მადლით ხდება ყველაფერი, სხვა კომენტარს ვერც გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ამხელა გამოხმაურება. ვიდეო უცხოელმა ვარსკვლავებმაც ნახეს.

ჯერ თურქმა მსახიობმა, დემეთ ოზდემირმა გააზიარა - თუ არ ვცდები, "ლამბადაზე“ ან სხვა ცეკვაზე აწყობილი ვიდეო იყო, ეტყობა, თავის ბავშვობას მიამსგავსა. შემდეგ კი სელინ დიონის თემასაც დაუკავშირდა: მოდის კვირეულზე ევას ვიდეო ჩართო, თვითონაც ცეკვავდა და ამბობდა, "პატარა გოგოო“. იმის მერე ვიდეო ინდოეთშიც ძალიან "გავარდა". გუშინდელი (16 ნოემბერი. - ავტ.) მონაცემებით, 60 მილიონი ნახვა და 5 მილიონი მოწონება ჰქონდა.

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება და ცხოვრების სტილი მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ასეთი ცნობილები გახდით?

- ჩვენ ისევ ისეთები ვართ, როგორებიც ვიყავით. უბრალოდ, ცხოვრების სტილი შეიცვალა იმ მხრივ, რომ ევა უფრო დაიტვირთა, თუმცა არ იღლება - ეს ბავშვი მართლა არ იღლება. სულ გზაში ვართ, გადაღებებზე დავდივართ - "მიხო და მაროში“, "ნიჭიერში“ იღებს მონაწილეობას, კიდევ არის სხვა შემოთავაზებები და პროექტები, რომლებსაც ჯერ ვერ დავასახელებ... გამოდის, ასე წამებში შეიცვალა ყველაფერი. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება - ჩვეულებრივი დღე თენდება და უცებ წარმოუდგენელი რაღაცები ხდება.

- ევა სკოლაში როდის მიდის? ახლა, ალბათ, ბაღში სიარულსაც ვეღარ ახერხებს...

- სკოლაში მომავალ წელს უწევს მისვლა. ძალიან უნდა და უყვარს სკოლაც, ბაღიც, უბრალოდ, გადატვირთული გრაფიკის გამო ბაღში სიარულს ვეღარ ვახერხებთ. როცა თავისუფალი დღეები აქვს, ნებაზე ვუშვებ, რომ დაისვენოს და ის აკეთოს, რაც თვითონ სურს. საერთოდ ასეთია - რაც უნდა, იმას აკეთებს, რაც არ უნდა, ვერავინ ვერაფერს გააკეთებინებს. ხომ ვამბობ, ეს ბავშვი არ იღლება, ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, რომ იღლება. რაღაცებს წერენ სოციალურ ქსელში. განაგრძეთ კითხვა

სელინ დიონი, დემეთ ოზდემირი და ახლა უკვე - ტარკანი - ევა ბუთიაშვილის შესახებ თურქული მედიაც წერს, გოგონას გამომწერების რაოდენობამ კი უკვე 1 მლნ-ს გადააჭარბა