„ექიმების, ექთნებისა და სანიტრების რაოდენობა მცირდება, ბებიაქალები აღარ გვყავს - კოლაფსის ზღვარზე ვართ... “ - ირაკლი ამირანაშვილი - მშობლები

„ექიმების, ექთნებისა და სანიტრების რაოდენობა მცირდება, ბებიაქალები აღარ გვყავს - კოლაფსის ზღვარზე ვართ... “ - ირაკლი ამირანაშვილი

2026-11-19 00:26:25+04:00

„კოლაფსის ზღვარზე ვართ, ექიმების, ექთნებისა და სანიტრების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, ბებიაქალები აღარ გვყავს“ - ამის შესახებ მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარემ ირაკლი ამირანაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და ბებიაქალების რაოდენობის შემცირება განპირობებული დარგში არსებული დაბალი ხელფასებით და არასათანადო შრომითი პირობებით.

„ექთნის მინიმალური ხელფასი გახლავთ 4.4 ლარი საათში, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ გადაუხადოს მინიმუმ ეს თანხა. ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში ექთნებს ამაზე მეტი ხელფასი ჰქონდათ, მაგრამ ზოგმა დამსაქმებელმა ისარგებლა ამ მომენტით, შეუმცირა მათ ხელფასები და ატყუებს დასაქმებულს, რომ სამინისტრო მე მავალდებულებს, რომ 4.4 ლარი გადაგიხადოო.

არიან დამსაქმებლები, რომლებიც 4.4 ლარს სრულად უნაზღაურებენ, მაგრამ არიან დამსაქმებლები, რომლებიც ამ თანხას 22%-ს აკლებენ და ხელზე ასაღები ხელფასი საათში გამოსდით 3.5 ლარი. შედეგად, როდესაც ექთანს უნდა აეღო მინიმუმ 792 ლარი, მას უწევს 600 ლარამდე აღება.

წარმოიდგინეთ, რომ დამსაქმებელი გიხდის 3.5 ლარს და ექთანს არ აქვს დრო მაღალი მომართვიანობის დროს, რომ დაჯდეს და დაისვენოს. განაგრძეთ კითხვა

ექთნად ვმუშაობდი რამდენიმე კლინიკაში, მაგრამ გაუსაძლისი იყო, ექთნის შრომა ხომ დაუფასებელია... ერთი დღე არ დამიტოვებია ჩემი შვილები და მაინც გადავწყვიტე წასვლა... თამაზასთვის საგულაო ფული არასოდეს გამომიგზავნია - თამარ ყველაშვილი