ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნან­გრე­ვებ­ში რამდენიმე ადა­მი­ა­ნია მო­ყო­ლი­ლი, მათ შორის ბავშვებიც - ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები ვრცელდება - მშობლები

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნან­გრე­ვებ­ში რამდენიმე ადა­მი­ა­ნია მო­ყო­ლი­ლი, მათ შორის ბავშვებიც - ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები ვრცელდება

2026-11-19 12:02:58+04:00

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებისგან ათავისუფლებენ. რამდენიმე წუთის წინ კი კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო მაშველებმა გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეაჩერეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში 7-მდე ადამიანია მოყოლილი. მათივე ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ადგილობრივების თქმით, კორპუსი ავარიულია. ადგილზე იმყოფებიან კორპუსში მცხოვრები ადამიანების ახლობლებიც.

“ჩემი მეგობარია მოყოლილი, 57 წლის იქნება“, -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"ოთხივე სართული არის ჩამოსული პირველ სართულზე. დეიდაა მოყოლილი [ნანგრევების] დაბლა. ჩვენი ოჯახიდან გამოვედით“, - ამბობს მეორე თვითმხილველი.

განაგრძეთ კითხვა

საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა - რას ჰყვებიან თვითმხილველები და რა ინფორმაცია ვრცელდება დაშავებულებზე