რა ხდებოდა ბინაში, საიდანაც, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა - "თბი­ლისი ენერ­ჯის“ წარმომადგენლის განმარტება - მშობლები

რა ხდებოდა ბინაში, საიდანაც, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა - "თბი­ლისი ენერ­ჯის“ წარმომადგენლის განმარტება

2026-11-19 14:42:20+04:00

"თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსის, ირაკლი დეკანოიძის ინფორმაციით, ფონიჭალაში მდებარე კორპუსში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, 2 წლის განმავლობაში, რაიმე განაცხადი გაზის სუნთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება მეხუთე სართულზე არსებულ ბინას, საიდანაც ერთ-ერთი ვერსიით, გაზის გაჟონვა მოხდა, ირაკლი დეკანოიძის თქმით, ბოლო წლის განმავლობაში, "ყოველთვიურად გადასახდელი თანხა არ ჰქონიათ, არ ფიქსირდება ხარჯები, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ადამიანი იშვიათად მიდიოდა სახლში“.

როგორ მივხვდეთ, რომ ბინაში გაზი გროვდება და როგორ ავიცილოთ თავიდან აფეთქება - თუ შუქი უკვე ანთია, ნუ გამორთავთ მას... არ გამოიყენოთ მობილური ტელეფონი

"ჯერ ვერ დავათვალიერეთ კორპუსი და არ გვაქვს რაიმე ვერსია. 2 წლის განმავლობაში, აღნიშნული მისამართებიდან რაიმე განაცხადი გაზის სუნთან დაკავშირებით არ ფიქსირდება. რაც შეეხება ბოლო სართულს, ბინას, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენთან ფიქსირდება, როგორც დაკეტილი და არ ფიქსირდება, როგორც მოხმარება. როგორც ჩანს, მისამართზე პერიოდულად ხდებოდა ადამიანების შესვლა. ამ წლის განმავლობაში, ჩვენთან ხარჯი არ ფიქსირდება. ბოლო 2 წელია არ ყოფილა გამოძახება გაზის სუნთან დაკავშირებით, ან ზოგადად. აღნიშნულ ტერიტორიაზე წლის განმავლობაში ხდება ბინების დათვალიერება, მეხუთე სართულზე არსებულ ბინაზე ფიქსირდება, როგორც დაკეტილი, ხარჯი არ აქვს. ბოლო წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა არ ჰქონია, არ ფიქსირდება ხარჯები. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ადამიანი იშვიათად მიდიოდა სახლში“, - აღნიშნა ირაკლი დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. როგორც თვითმხილველები "ინტერპრესნიუსთან“ აცხადებენ, აფეთქების ხმა, დაახლოებით 9:00 საათზე გაიგეს. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, 7 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვანის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი.
ამ დროისთვის 7 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს - რა მდგომარეობაა ფონიჭალაში, სადაც კორპუსში აფეთქება მოხდა
ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი, მათ შორის ბავშვებიც - ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები ვრცელდება