“აღარ მყავს არც და, და არც დის შვილი... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის“ - ცნობილი ხდება ტრაგედიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი დედა-შვილის ვინაობა - მშობლები

“აღარ მყავს არც და, და არც დის შვილი... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის“ - ცნობილი ხდება ტრაგედიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი დედა-შვილის ვინაობა

2026-11-20 01:07:51+04:00

ვემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად კორპუსის ხუთი სართული მთლიანად ჩაინგრა. ორი სადარბაზო საცხოვრებლად უვარგისია და ამ კორპუსის 28 მაცხოვრებელი მერიამ სასტუმროებში გაიყვანა.

8 საათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია ცოცხალი ამოიყვანეს.

12 საათზე მეტხნიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ კი მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 6 ადამიანის ცხედრის ამოყვანა შეძლეს - მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

  • ცნობილია დაღუპულთა ნაწილის ვინაობა. მაშველებმა ნანგრევებში ჯერ დედა-შვილის ცხედარი იპოვეს, მალევე კიდევ ერთი ქალბატონის ცხედარი აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი გავრცელდა რომ ამოასვენებს ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კორპუსში ახალი გადასული იყო საცხოვრებლად.

ტრაგედიას ემსხვერპლა 3 წლის თაიას დედა, ნინო ჭელიძე და მისი 7 წლის და - ნუციკო.

54 წლის ქალბატონი - ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი, რომელიც ბინაში ტყუპ შვილთან ერთად იმყოფებოდა. ისინი გადარჩნენ, თუმცა დედამ გამოსვლა ვერ შეძლო.

აფეთქებას ემსხვერპლა კიდევ ერთი დედა-შვილი, ვერონიკა ვანიშვილი და მისი შვილი - არიანა. ამის შესახებ დავით ვანიშვილი წერს. მისი თქმით, დაღუპულები მისი და და დის შვილი არიან: განაგრძეთ კითხვა

ნინოს სამი შვილი სკოლაში წავიდა და მალევე კორპუსი აფეთქდა... მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა ბათუმიდან და ამ დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა - ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაია კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე ეძებენ მცირეწლოვნის დედას და მეორე შვილს - 7 წლის ნუცას - ახალი დეტალები და კადრები ფონიჭალიდან