კეტრინ ზეტა-ჯონსისა და მაიკლ დუგლასის 23 წლის ქალიშვილი პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე - ჰგავს თუ არა კერისი ცნობილ დედას? - მშობლები

კეტრინ ზეტა-ჯონსისა და მაიკლ დუგლასის 23 წლის ქალიშვილის გამოჩენა პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე და აღიარება მშობლებზე - "მამას ავადმყოფობამ უფრო დაგვაახლოვა... მინატრია, რომ მამაჩემი უფრო ახალგაზრდა ყოფილიყო..."

2026-11-20 13:49:24+04:00

კეტრინ ზეტა-ჯონსისა და მაიკლ დუგლასის 23 წლის ქალიშვილი პირველად პოზირებდა პრესტიჟული ჟურნალის გარეკანისთვის: კერის ზეტა-დუგლასი Elle Spain-ის დეკემბრის ნომრის ყდაზეა.

original-4-1795168908.webp

original-1-1795168908.webp

ინტერვიუში კერისმა ისაუბრა ცნობილი გვარის გავლენაზე. „მშობლები არასდროს მალავდნენ, რომ ხალხს ჩემზე წინასწარი წარმოდგენა ექნებოდათ, სანამ ისინი ჩემს გაცნობას დაიწყებდნენ. მათ მასწავლეს, რომ საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბება ჩემი პასუხისმგებლობა იყო და ეს დღემდე ჩემი პასუხისმგებლობაა“, - თქვა კერისმა.

original-3-1795168908.webporiginal-2-1795168908.webp

საუბრის ნაწილი მიუძღვნა მამამისის კიბოსთან ბრძოლას: 2010 წელს მაიკლ დუგლასს მეოთხე სტადიის ხორხის კიბო დაუდგინეს, რის შემდეგაც ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია გაიარა და რემისიაში შევიდა. „ბავშვობაში ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, რომ მამაჩემი შეიძლებოდა გარდაცვლილიყო. ვიცოდი, რომ ეს სერიოზული იყო, მაგრამ მხოლოდ ახლა ვიწყებ წარმოდგენას, როგორი იქნებოდა მის გარეშე გაზრდა. მისმა ავადმყოფობამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა და სიკვდილზე დაგვაფიქრა“. კერისმა ასევე აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია 82 წლის მამის სიბრძნით, მაგრამ ზოგჯერ ნატრობს, რომ ის უფრო ახალგაზრდა ყოფილიყო. ინტერვიუში მან ასევე მადლობა გადაუხადა მშობლებს, რომ ის და მისი ძმა ბერმუდის კუნძულებზე გაზარდეს, რათა ბავშვობაში პაპარაცების ყურადღებისგან დაეცვათ.

original-1795168908.webp

კერის ზეტა-დუგლასი 57 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსისა და 82 წლის მაიკლ დუგლასის უმცროსი შვილია. წყვილი 2000 წლიდან დაქორწინებულია. წყვილს ასევე ჰყავს 26 წლის ვაჟი, დილანი, ხოლო დუგლასს ჰყავს უფროსი ვაჟი, 47 წლის კამერონი, დიანდრა ლუკერთან პირველი ქორწინებიდან. 2025 წელს კარისმა დაამთავრა ბრაუნის უნივერსიტეტი კინოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით და სამსახიობო კარიერა დაიწყო. მან მოკლემეტრაჟიან ფილმში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2026 წლის ზაფხულში პროფესიონალური დებიუტი თეატრში ნიუ-იორკში, „თოლიას“ დადგმაში შედგა. მანამდე ის ორჯერ გამოჩნდა პრიალა ჟურნალების გარეკანებზე — 2018 წელს Town & Country-სთვის და 2019 წელს Vanity Fair Spain-ისთვის — თუმცა ორივეჯერ დედასთან ერთად პოზირებდა.

l-r-dylan-douglas-michael-douglas-carys-zeta-douglas-attend-1795169265.jpggettyimages-11601050411-6dfac59bcc984af99db6ccaa3e3472b4-1795169264.jpgcatherine-zeta-jones-carys-zeta-douglas-111226-92e26cc4a70045a9956e7c76069183fa-1795169264.jpgcarys-douglas-11-1795169264.webp1490781982-1795169264.webp

636413529c1c-cannes-france-carys-zeta-douglas-attends-the-opening-ceremony-gala-dinner-at-the-1795169264.webp

ცნობილი საყვარლები, პრინცესა დიანას მოხიბვლა, ღალატი ქორწინებაში და ქალი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა - 82 წლის მაიკლ დუგლასის გულახდილი მემუარები
ჭორების მიუხედავად, 56 კეტრინ ზეტა-ჯონსი და 81 წლის მაიკლ დუგლასი კვლავ ერთად არიან - ჩვენი ბედნიერი ოჯახური საღამო...