მის შესახებ აგორებული სკანდალის ფონზე, თორნიკე კვიტატიანმა საქართველოში დაიწერა ჯვარი - პირველი კადრები სვეტიცხოველში გამართული ჯვრისწერის ცერემონიიდან - მშობლები

მასზე აგორებული სკანდალის ფონზე, თორნიკე კვიტატიანმა საქართველოში დაიწერა ჯვარი - პირველი კადრები სვეტიცხოველში გამართული ჯვრისწერის ცერემონიიდან

2026-11-20 20:54:11+04:00

რუსეთში მცხოვრები ქართველი სპორტსმენი, მსახიობი, ფილმებისა და სერიალების, და ასევე რეალური შოუების ვარსკვლავი თორნიკე კვიტატიანი სექტემბერში დაქორწინდა 13 წლით უმცროს ქართველ გოგონაზე, დიანა ქარდავაზე, რომელიც ასევე რუსეთში გაიზარდა და იქ ცხოვრობს. ხელისმოწერის შემდეგ, ქორწილი მოსკოვის მახლობლად, ლაპინო ჰოლში შედგა, 350 სტუმარი ესწრებოდა და ცეკვა და სიმღერა არ აკლდა. ქართულ სტილში გამართულ მდიდრულ ქორწილზე, რომელზეც სოსო პავლიაშვილმა და ასევე წარმოშობით ქართველმა მომღერალმა, ბრენდონ სტოუნმა იმღერეს, ნეფე-პატარძალმა ქართული ცეკვა შეასრულა და ხანჯლების ქვეშაც გაიარა, მედიასა და სოციალურ ქსელში დიდხანს წერდნენ.

di-kardava7-1795194486.jpgdi-kardava22-1795194485.jpgdi-kardava-4-1795194486.jpg

di-kardava-1795194484.jpg

ამჯერად კი წყვილმა ჯვარი დაიწერა და ამისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ. მცხეთაში, სვეტიცხოველში გამართული ჯვრისწერის კადრებს თორნიკეს დედა, ლალი ჩემია აქვეყნებს.

960x1280-0xwowhc3of-6609465134925913642-1795194563.jpg

917678227-18477011353138023-6250538545926809649-n-1795194564..jpg917657336-18477011473138023-5118494137798622099-n-1795194563..jpg

  • ჯვრისწერამდე სულ ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე დღის წინ აგორდა სკანდალი თორნიკეს გარშემო. ქალმა, სახელად ელინა ზაოსტროვსკაიამ, განაცხადა, რომ თორნიკესგან 7 წლის გოგონა ჰყავს. მისი მტკიცებით, ეს წლები ბავშვს თავად ზრდიდა. თორნიკესგან ფინანსურ დახმარებას არ იღებდა, თორნიკემ თითქოს პირადი ფოტოების გამოქვეყნებითაც დაემუქრა. ცოტა ხნის წინ კი ქალმა ალიმენტების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. ამბობს, რომ ის ამჟამად ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.

450x600-1-6e87530c2c5d323d11c473c9e68f29111620x2160-0xvjrrcl5z-8616555115480645036-1795194768.jpg.webp

450x600-1-c49e4d5c4e68717983d38dc52d4bfe9d2268x3024-0x09ui0wmt-0997791410966225321-1795194768.jpg.webp

ბრალდების პასუხად, 18 ნოემბერს თორნიკემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:

„გასაოცარია, რამდენად ადვილად იჯერებენ ადამიანები ყველაფერს, რასაც ინტერნეტში ნახავენ, არსში გარკვევისა და ფაქტების ცოდნის გარეშე. თუ ვინმეს სჯერა, რომ მე ის მამაკაცი ვარ, ვისაც დახმარებისთვის მიმართეს და უარი ვუთხარი, ცდებით. ტელეფონის ნომერი 15 წელია არ შემიცვლია! დასამალი არაფერი მაქვს და არც ვინმესგან გავრბივარ. უბრალოდ, ვიღაცას ჩვენი ქორწილი და ჩემი ბედნიერება არ აძლევს მოსვენებას. ღმერთი ყველაფერს ხედავს!“

ამ განცხადებით თორნიკეს არ უთქვამს, რომ გოგონა მისი შვილი არ არის. თუმცა არც ის უთქვამს, რომ მამობას აღიარებს.

ქართველების მდიდრული ქორწილი მოსკოვში - თორნიკე კვიტატიანი 13 წლის უმცროს ქართველ გოგონაზე დაქორწინდა (ვიდეო)
ქართველი წყვილის შთამბეჭდავი ქორწილი რომში, ცნობილი სტუმრებით და იტალიური სიმღერებით (ვიდეო)
კადრები ილია სულამანიძის შთამბეჭდავი ქორწილიდან - ცნობილი სპორტსმენის მუსიკალური და საცეკვაო ნომრები და დაუვიწყარი საღამო (ფოტო+ვიდეო)