ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - მშობლები

ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

2026-11-21 13:53:44+04:00

ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 1 ქალი დაშავდა, რომელმაც დაზიანება ხელის არეში მიიღო.

მათივე ცნობით, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

გაზის გაჟონვისგან დამცავი მოწყობილობები, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - რა უნდა გვქონდეს სახლში