„კიბო ნამდვილად გცვლის... ბევრად, ბევრად ღრმა ცვლილებს იწვევს“ - კეიტ მიდლტონის გულწრფელი აღიარება მძიმე დაავადებისა და გამოჯანმრთელების შესახებ - მშობლები

„კიბო ნამდვილად გცვლის... არა მარტო ფიზიკურად.... ბევრად, ბევრად ღრმა ცვლილებს იწვევს“ - ქეიტ მიდლტონის გულწრფელი აღიარება მძიმე დაავადებისა და გამოჯანმრთელების შესახებ

2026-11-23 02:56:28+04:00

უიელსის პრინცესა ქეით მიდლტონი კიბოსთან ბრძოლის ყველაზე რთულ მომენტებს იხსენებს და ღიად პირველად საუბრობს იმ ცვლილებებზე, რომლებიც მძიმე დაავადებამ მის ცხოვრებაში გამოიწვია. 44 წლის უელსის პრინცესა ახალ დოკუმენტურ ფილმში Heal აღიარებს, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ ყველაფერი ძველებურად აღარ არის - დაავადება არა მხოლოდ სხეულს, არამედ ადამიანის შინაგან სამყაროსაც ცვლის.

„კიბო ნამდვილად გცვლის. ცვლის შენს სხეულს, ფიზიკურად გცვლის. მაგრამ არსებობს ბევრად, ბევრად უფრო ღრმა ცვლილებაც, რომელსაც ონკოლოგიური დიაგნოზი შენში იწვევს“, - ამბობს ქეითი ფილმის ტრეილერში.

დოკუმენტური ფილმის კადრებში პრინცესა საკუთარ თავს უჩვეულო გამოწვევას უყენებს — 24 საათში ბრიტანეთის სამი უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას ცდილობს. ეს მისთვის მხოლოდ ფიზიკური გამძლეობის გამოცდა არ არის. ქეითი მძიმე მკურნალობის შემდეგ საკუთარი ძალების დაბრუნებასა და ცხოვრების ახალ ეტაპზე საუბრობს.

ფილმის ტრეილერი ახლახან გავრცელდა.

screenshot-2026-11-22-232026-1795416938.png

„გამოჯანმრთელება გზაა“

ქეითი აღიარებს, რომ ონკოლოგიური დაავადების გავლენა მხოლოდ ფიზიკური ცვლილებებით არ შემოიფარგლება.

„როცა დისკომფორტი ჭარბობს და სიხარული ქრება, საკუთარ თავს უსვამ კითხვას: რატომ უნდა განაგრძო გზა?

იცით, გამოჯანმრთელება ერთგვარი მოგზაურობაა. როგორ დაუბრუნდე იმას, რაც ოდესღაც კარგად იცოდი და როგორ იპოვო იმედისა და სიხარულის განცდა გაურკვევლობის ფონზე.

ცხადია, რომ ცხოვრებისეული გამოწვევების მარტო ტარება არ გვიწერია. ყველაფერს შეუძლია განახლება და ზრდა. ხშირად სწორედ ტკივილის გავლით ვაცნობიერებთ, რომ მის მიღმა ბევრად უფრო დიდი სილამაზე იმალება.

fxewgtn9bcqu34bg2djnzp-1795416958.jpg

სამი მწვერვალის დაპყრობა — გამოჯანმრთელების სიმბოლური გზა

დოკუმენტური ფილმი ასახავს, როგორ მონაწილეობს ქეითი ბრიტანეთში ცნობილ „სამი მწვერვალის ეროვნულ გამოწვევაში“ (National Three Peaks Challenge).

გამოწვევის მიზანია 24 საათში შოტლანდიის, ინგლისისა და უელსის უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა.

ქეითის მარშრუტი მოიცავდა შოტლანდიის ბენ-ნევისს, ინგლისის სკაფელ-პაიკსა და უელსის სნოუდონს.

პრინცესას გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მისი უმცროსი ძმა, ჯეიმს მიდლტონიც შეუერთდა.

ფილმში მთების დაპყრობა მხოლოდ ფიზიკური გამძლეობის გამოცდა არ არის. ეს არის მძიმე მკურნალობის შემდეგ საკუთარი თავის ხელმეორედ პოვნის და ცხოვრების ახალი ეტაპის სიმბოლოც.

oqahicihhxacp694o5hft9b4adli3srtymn-1fbzi9ktm-vhti7vf9bu7-yvqin5tltfc78vi4luooac-rkqzejb-d1p-x1maqlfefbeu97lv3uqwqx06ylzyeqi1-gvrxdqewgmafi72xqfixbijkcvosee17axr3tytejh1axdzjbv95bmq87p4juquntz-1795416975.jpeg

რა გადაიტანა ქეით მიდლტონმა?

2024 წლის მარტში უელსის პრინცესამ საჯაროდ განაცხადა, რომ ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა და ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.

დიაგნოზი მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ გამოვლინდა. პრინცესას სიმსივნის კონკრეტული ტიპი საჯაროდ არ დაუსახელებია.

2024 წლის სექტემბერში ქეითმა ქიმიოთერაპიის დასრულების შესახებ განაცხადა, ხოლო 2025 წლის იანვარში გაამხილა, რომ დაავადება რემისიაში იყო.

ამის შემდეგ მან ეტაპობრივად განაახლა სამეფო მოვალეობების შესრულება.

აღზრდის 10 წესი ქეით მიდლტონისგან - როგორ ზრდის ჰერცოგინია შვილებს
ქეით მიდლტონი დარდით გულმოკლულია უილიამის გადაწყვეტილების გამო - რაში ვერ თანხმდება სამეფო წყვილი
ეს პრინცესას მიერ გაღებული მსხვერპლია თავისი შვილების დასაცავად, რათა მათ ნორმალური ბავშვობა ჰქონდეთ - სამეფო ექსპერტმა ქეით მიდლტონის გადაწყვეტილება განმარტა
ქეით მიდლტონი, განსაკუთრებით, უმცროს შვილებზე ნერვიულობს... ეშინია, რომ ჰარის ბედს გაიზიარებენ - პრინცმა უილიმმა და ქეით მიდლტონმა შვილებთან დაკავშირებით, რთული გადაწყვეტილება მიიღეს