"ყველაზე მიყრუებულ ადგილებშიც კი მივსულვარ გადასხმებზე, მკურნალობაზე, პაციენტებთან... ჩემი წამლებით რამდენი მირბენია... მერე, როცა ჩემს ცხოვრებაში გასაჭირი მქონია, ეს ადამიანები მახსენდებოდნენ... ალბათ, მათი ლოცვა მშველის..." - ნინო ნადირაძე - მშობლები

"ყველაზე მიყრუებულ ადგილებშიც კი მივსულვარ გადასხმებზე, მკურნალობაზე, პაციენტებთან... ჩემი წამლებით რამდენი მირბენია... მერე, როცა ჩემს ცხოვრებაში გასაჭირი მქონია, ეს ადამიანები მახსენდებოდნენ... ალბათ, მათი ლოცვა მშველის..." - ნინო ნადირაძე

2026-11-24 00:09:02+04:00

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე ანნა გრიგოლიშვილის პოდკასტს სტუმრობდა, სადაც ვრცლად ისაუბრა საკუთარ დამოკიდებულებებზე სხვადასხვა საკითხის მიმართ, ქალურ სიძლიერეზე, კარიერაზე, ოჯახზე, მეუღლეზე, დედობასა და ბებიობაზე.

ცნობადობა, პროფესია და საკუთარი თავის დამკვიდრება

- ამიტომაც გავხდი ასეთი... ჩემმა ხასიათმა გამხადა ცნობილი.

პირველი ინტერვიუ რომ გაიხსენოთ, კუზანოვებთან კი არ იყო, ჩემთან იყო. თურმე ჟურნალისტი მისულა ჩემთან სამსახურში და უკითხავს: „ის ქერა ვინ დადისო?“ ეს იმდენად კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო — მოკლე თეთრი ხალათი, ქერა ნაწნავი, ქირურგი, თან კარდიოლოგი... პირველი ინტერვიუც სწორედ ასეთი გამოვიდა. მე მთელი ჩემი, ასე ვთქვათ, ენერგია კუზანოვებზე გადამქონდა. პიარისა და ყველაფრის წინა ხაზზე ყოველთვის ისინი გამყავდა, საკუთარ თავს კი უკან ვწევდი. მერე რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მაინც მე გამოვედი წინ. უნებურად მოხდა ეს ყველაფერი. ამისთვის არაფერი გამიკეთებია, არსად მივარდნილვარ, არსად არაფერი მითხოვია.

„პრაიმ შოუშიც“ თავად მთხოვეს მონაწილეობა და კარგა ხანს არ მინდოდა. მაინც რაღაცნაირად ყველაფერი თავისით მოვიდა ჩემთან. ალბათ იმიტომ, რომ ქერა, გრძელი ნაწნავით, ექიმი, თან ასეთი განსხვავებული გარეგნობით, კონტექსტიდან ამოვარდნილი ვიყავი. სხვათა შორის, ჩაცმა-დახურვამაც მიიქცია ყურადღება..

თან ყოველთვის ვმალავდი ჩემს აკადემიურ ცოდნას. მახსოვს, გარდატეხის პერიოდში, განსაკუთრებით ბავშვობაში, პატარა გოგოს ყოველთვის გინდა, რომ ლამაზი იყო, მოგწონდეს საკუთარი თავი და სხვებსაც მოსწონდე. მაგრამ არავის აინტერესებდა, რამდენად ჭკვიანი ვიყავი, როგორი ადამიანური მხარე მქონდა. ყველას აინტერესებდა, როგორ გამოვიყურებოდი.

მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ხუთოსანი ვიყავი, მედალოსანი, დიპლომები მქონდა... ამ ხუთოსნობამ ისეთი კომპლექსი გამიჩინა, რომ ჩემი აკადემიური ცოდნის დამალვა დავიწყე. კატეგორიულად მეუბნებოდნენ, როგორი უნდა ვყოფილიყავი.ექიმობაც რომ დავიწყე, თავიდან გამჭვირვალე სათვალით დავდიოდი. ძალიან პატარა ვჩანდი... 23 წლის ვიყავი და პაციენტებს ჩემი ასაკი ისედაც აფიქრებდათ. სათვალე გავიკეთე, კოსტიუმებით დავდიოდი. როგორც კი პაციენტები ავკრიფე და ფეხი მოვიკიდე, ის სათვალე მოვისროლე და ისევ ლამაზად დავკუსკუსებდი...

მახსოვს, მორიგეობაზე უზარმაზარ ქუსლებზე დავდიოდი. ახლა უკვე აღარ შემიძლია ასე ქუსლებზე სირბილი.

ჩვენთან რაღაც საშინელი წარმოდგენა არსებობდა და ზოგჯერ ახლაც არსებობს: თუ ინტელექტუალი ხარ, თუ განვითარებული და განათლებული ადამიანი ხარ, აუცილებლად ჭაღარა უნდა გქონდეს, უცნაურად უნდა გამოიყურებოდე...რატომ უნდა ნიშნავდეს მოვლილი გარეგნობა იმას, რომ ნაკლებად ჭკვიანი ხარ? თუ მოვლილი ხარ, რაღაც ცუდ ტონად ითვლება. ერთი ორი შემეხო.... თან ყველა დაქალის ქმართან რომ "ჩანმაწოლები" არიან... ვერ გავიგე, რა არის კარგი ქვეყანაზე... მე წესიერების მომხრე ვარ, წესიერი ურთიერთობების მომხრე.

თუ ქერა ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათემატიკა არ იცი. და თუ ჭაღარა გაქვს, უცნაურად შეჭრილი თმა და კანის კინოფესტივალზე ფილმებს უყურებ, ეს ავტომატურად კარგ ადამიანად არ გაქცევს.ასე არ არის, გენაცვალე!

მინდა, ყველამ საკუთარ თავს მიხედოს. თბილისი პატარაა, აქ დავიბადე და გავიზარდე. ყველამ ყველაფერი ვიცით. ქუჩაში გამოსვლის არ მრცხვენია და არც უკან მიხედვის. ეს არის მთავარი...

სანამ მე შემეხებიან, ყველამ თავის ჭუჭყიან თეთრეულში ჩაიხედოს და ჯერ ცოტა გაავლოს წყალი. მე ასე ვფიქრობ...

nadiradzze-200x300-1795465167.jpg

დღეს რომ ვსაუბრობდით, ვიღაცამ მითხრა, კაიროს ქუჩა არ ვიციო... არ არსებობს თბილისში უბანი, სადაც ნამყოფი არ ვარ. ყველაზე მიყრუებულ ადგილებშიც კი მივსულვარ გადასხმებზე, მკურნალობაზე, პაციენტებთან. ჩემი წამლებით რამდენჯერ მივსულვარ, რამდენი მირბენია...

მერე, როცა ჩემს ცხოვრებაში გასაჭირი მქონია, ეს ადამიანები მახსენდებოდნენ. მიხარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის გამიკეთებია სიკეთე. ალბათ მათი ლოცვა მშველის, როცა ჩემს ოჯახს უჭირს, როცა შვილიშვილი მყავდა ცუდად ან სხვა განსაცდელი დაგვიდგა...

ეს ჩემთვის ყველაზე საამაყო პერიოდია.მახსოვს, ერთხელ, ალბათ 1998 ან 1999 წელს, პირველად ვნახე ფიცრებით აწყობილი სახლი. იქ მივედი პაციენტთან...კიდევ ერთი რამ მქონდა შემჩნეული: რაც უფრო გაჭირვებული იყო პაციენტი, მით უფრო ცდილობდა, როგორმე ფული გადაეხადა: „ქალბატონო ნინო, აუცილებლად გადაგიხდითო“. რაც უფრო შეძლებული იყო, მით უფრო ცდილობდა, სახელმწიფოსთვის დაერიცხინებინა თანხა, დაზღვევით ესარგებლა... ამით ყოველთვის გაოცებული ვიყავი...

ერთხელ მივედი ოჯახში, სადაც სამი ბავშვი და მათი დედა ცხოვრობდნენ. ეს არასოდეს დამავიწყდება. ათი დღის განმავლობაში ჩემი წამლებით დავდიოდი იქ. ჩემი მედდა, ქეთი ღვინიანიძე, თან დამყვებოდა... დღესაც ჩემთან არის, რამდენი წელია უკვე ერთად ვართ, ერთად დავბერდით, როგორც იტყვიან...

დღეს ასეთი რამეები ნაკლებად ხდება, მაგრამ ახალგაზრდობა კარგია — სხვა შემართება გაქვს. მაშინ უფრო გულუბრყვილო ვიყავი, ადამიანების უფრო მჯეროდა. ყველას ვენდობოდი...

ოჯახში პასუხისმგებლობა და გუგა

ოჯახში გუგა უფროსია.რას ვგულისხმობ უფროსობაში? პასუხისმგებლობის აღებას. მხოლოდ სიტყვით უფროსი ვერ გახდები. თუ რაღაცის მეტ წილს არ იღებ საკუთარ თავზე, თვითგამოცხადებული უფროსი ვერ იქნები. მით უმეტეს, ჩემნაირ ადამიანთან.

nino-1795465790.jpg

54520393-10213241734546835-2711332349097803776-n-1795465789.jpg

გუგა გარედან შეიძლება ისეთი გაბედული და უშიშარი არ ჩანდეს, მაგრამ მე მახსოვს, როგორი იყო ახალგაზრდობაში. მაშინ უკვე გათხოვილი ვიყავი, 90-იან წლებში. როდესაც ოჯახიდან წამოვედი, ჩემი ნივთები წამოვიღე. გუგა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო და ცდილობდა, რაღაც გაეკეთებინა, საკუთარი ფული ეშოვა.მახსოვს, როგორ დადიოდა, როგორ ცდილობდა ვაჭრობას, რაღაცების გაყიდვას. ერთხელ თავისი ფულით ძალიან ლამაზი ფეხსაცმელი და ჩანთა იყიდა. ის ჩანთა და ფეხსაცმელი დღემდე მახსოვს.

ეს მხოლოდ მატერიალურ საკითხებს არ ეხება. ზოგადად, არასოდეს მიგრძნია, რომ მარტო ვარ. შეიძლება ბევრი რამ არც ვთხოვო, მაგრამ ყოველთვის ვიცი, რომ გუგა ზურგს მიმაგრებს და გვერდში მიდგას.ჩემნაირი ქალის გაძლებასაც ხომ უნდა ატანა? გუგა ამას საოცარი მოთმინებით უძლებს.

არასოდეს მეუბნება: „გაჩუმდი“, „დაწყნარდი“ ან „დაეტიე შენთვის“. პირიქით, აღფრთოვანებულია ჩემით. შეიძლება ჩემი ხასიათით ზოგჯერ შემჭამონ კიდეც — უმძიმესი ხასიათი მაქვს, ამას თავადაც ვაღიარებ. მაგრამ ის, რაც ჩემთვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, გუგასაც კარგად ესმის...

ერთი, მოკლე ქვედაბოლოებს ვერ იტანდა... ზოგჯერ საბარგულში მქონდა გადანახული, იქ ვიცვამდი ხოლმე. "მიყვარს, გუგა, მოკლე ქვედაბოლოები, რა გავაკეთო?“

...მე ეჭვიანი არ ვარ. ეჭვიანი ის ადამიანია, რომელიც უსაფუძვლოდ წარმოიდგენს რაღაცებს. ასეთი რამ არ მახასიათებს.მესაკუთრე ვარ — რაც ჩემია, ჩემია, მაგრამ არ შემიძლია, დავჯდე და ათასი რამ წარმოვიდგინო. მირჩევნია, ასეთ თემებზე საერთოდ არ ვიფიქრო.

გუგა კი მართლა ძალიან ეჭვიანია, ზოგჯერ პათოლოგიურადაც კი. სულ ვეუბნები, რომ ეჭვიანობა ხშირად ადამიანის საკუთარ თავზე წარმოდგენებსა და შიშებს უკავშირდება. რასაც თავად ფიქრობ, შეიძლება სხვაზეც ის გადაიტანო-მეთქი...

მაგრამ მოდი, ამ თემას გავეშვათ. არ მიყვარს ამაზე საუბარი...

დედობა და შვილებთან ურთიერთობა

...მძაგს, სახლიდან რომ წარამარა მირეკავენ... არც ჩემს მეუღლეს ვურეკავ და არც შვილებს — არასოდეს ვეკითხები, სად არიან.

სამაგიეროდ, ყველა მე მირეკავს: „სად ხარ? სად ხარ?“ სამივე შვილი, შვილიშვილიც დაემატა და დედაჩემიც — ყველა მელოდება სახლში.

ბავშვობაში, როცა დედა და მამა სადმე მიდიოდნენ, მე და ჩემს დას ძალიან გვიხაროდა. მშობლები მკაცრები იყვნენ და მათი დაგვიანებული ყოველი წუთი ჩვენთვის დღესასწაული იყო. დღეს კი პირიქით ხდება: ჩემი შვილები მირეკავენ, მეკითხებიან, სად ვარ, როდის მოვალ. მე კი ვეუბნები: „ხალხო, დამანებეთ თავი, გამეშვით!“როდის მოხვალ, როდის მოხვალო, სულ მეკითხებიან.

მეორე მხრივ, ეს სასიამოვნოც არის. ძალიან მიხარია, როცა შვილებს ჩემი მისვლა უხარიათ, როცა ჩემთან ურთიერთობა უნდათ.

38168696102118152255650022749849259326046208n-1795466098.jpg

2024-08-07-01-04-40-689035-762x1024-1723100344-1795466098.jpg

როგორი დედა ვარ? ჩვეულებრივი, ალბათ, ისეთივე, როგორიც ყველა. ავკარგიანი ვარ. თუ გამაბრაზეს, საშინელი რეაქცია ვიცი ხოლმე. გაბრაზების დროს ზოგჯერ ისეთი ამბავი ატყდება, რომ ყველა თავის ოთახში იკეტება, სანამ „გველეშაპი“ არ დაწყნარდება.

შვილიშვილი — ყველაზე დიდი სიხარული

შვილიშვილი ძალიან მიყვარს. ახლა მარტო ის მიყვარს, სხვა არავინ! (იცინის)როგორ არ უნდა მიყვარდეს? დაბადებიდან სამი თვე დღე და ღამე ხელიდან არ გამიშვია. ახლაც დილით მე ვუშვებ სკოლაში, ვაჭმევ, ვასმევ. დილის ექვს საათზე ვდგები, რომ საჭმელი მზად მქონდეს და მაცივარში შენადგამი არ შეხვდეს.რას აღარ ვუმზადებ — არტალის სუპები, სხვადასხვა კერძი... ყველაფერი მზად უნდა იყოს. რა დამაძინებს... ექვს საათზე უკვე ფეხზე ვარ, რომ ყველაფერი მოწესრიგებული იყოს — პირველი, მეორე, მესამე...

nino6-1795466290.jpg

თუ ბაკომ სადმე გადაუხვია და ბავშვი სკოლის შემდეგ სადილისთვის სახლში არ მომიყვანა, შეიძლება ანათემას გადავცე (იცინის).

იცი, რა არის? მე ერთი რამის თქმა შემიძლია: სიყვარული სიახლოვეს მოაქვს. შეიძლება სხვაგან რომ გაზრდილიყო, ჩემგან შორს ყოფილიყო, მის მიმართ ასეთი ემოცია არ მქონოდა.შვილების შემთხვევაშიც ასეა. როდესაც შვილი დიდი ხნით სადღაც არის, რაღაცნაირად ეჩვევი მანძილს. მანძილი ყოველთვის ცუდია — გინდა თუ არა, გრძნობები ნელ-ნელა ცივდება.ამიტომ მიყვარს ყოველდღიური ურთიერთობა, სიახლოვე, ერთად ყოფნა.

დიდი სიამოვნებით მთელ ჩემს შთამომავლობას ჩემ გარშემო დავასახლებდი და ყოველდღე ვუყურებდი შვილებს, შვილიშვილებს, მათ შვილებსაც...

ეს ორი თითი მიკერებულია... 13 წლის ვიყავი, ეს ინციდენტი რომ მოხდა... ბაბუა 6 საათი მიკროსკოპის ქვეშ იჯდა, ბებო ორი კვირა ღამეებს მითენებდა და ჩემი ხელი ეჭირა...“ - როგორ მიაკერა ცნობილმა ბაბუამ ბაია კუზანოვას თითები
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემმა შვილმა ოჯახის წევრებს შორის კამათი და ხმამაღალი სიტყვა არ გაიგოს. არ მინდა, რომ ამ ყველაფრის მოწმე იყოს...“ - ბაია კუზანოვა შვილის აღზრდის შესახებ
22 წლის წინ ფეხმძიმობის ტესტი გავიკეთე, არ გამოჩნდა მეორე ხაზი, ამოვისუნთქე და გავიქეცი სამსახურში... 9 თვეში ივიკო დაიბადა - ნინო ნადირაძე