წონის დაკლება ბევრისთვის რთული პროცესია, თუმცა არანაკლებ დიდ ძალისხმევას მოითხოვს მიღწეული შედეგის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებასა და წონის კლებას უწყობს ხელს.
ექიმი და იუთუბერი კოტე თოდუა საკუთარ YouTube-გადაცემაში საუბრობს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ორგანიზმში ცხიმის წვის პროცესი და რა ბუნებრივი ინგრედიენტებით შეიძლება მისი ხელშეწყობა. მისი თქმით, გარკვეული ბუნებრივი საშუალებები შეიძლება წონის მართვის დამხმარე კომპონენტად გამოვიყენოთ.
"წონის კლება დიდი პრობლემაა, ვისაც გამოუცდია. ყველამ იცის, რომ ძალიან ძნელია მისი დაკლება და დაკლებაზე მეტად შენარჩუნება. ამიტომ ადამიანები ვეძებთ ხოლმე შედარებით მარტივ გზებს, როგორ შეიძლება, რომ ცხიმი დავწვათ. ამისთვის დღეს შემოგთავაზებთ სამ ყველაზე მნიშვნელოვან სასმელსა და წყალში გახსნილ ბუნებრივ საშუალებას, რაც შეგიძლია დალიო და წონაში კლებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ეს მეცნიერულად დადასტურებულია, ანუ თეორიაშიც მუშაობს და პრაქტიკაშიც.
რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ ცხიმის წვას? გულისხმობენ ორ ძირითად პროცესს: ერთი პროცესი არის, რომ გამოვდევნოთ ცხიმი უჯრედებიდან, და მეორე პროცესი არის ის, რომ ეს ცხიმი, რომელიც გამოიდევნა უჯრედებიდან, უნდა წავიდეს სხვა უჯრედებში და დაიწვას, რათა წარმოიქმნას ენერგია... ანუ ეს ორი პროცესი ხდება: ჯერ უნდა გამოთავისუფლდეს ცხიმი ცხიმოვანი უჯრედისგან, რომ თავისუფალი იყოს და შემდეგ უკვე სხვა უჯრედებში დაიწვას.
ეს არის ცხიმის წვა. ახლა, ამ პროცესის მართვა რეალურად შესაძლებელია რაღაც-რაღაც საშუალებებით მეტ-ნაკლებად, არასრულად. ანუ იმის ილუზია არ უნდა გქონდეს, რომ რაღაც ჯადოსნური არსებობს, რასაც დალევ და დაიკლებ - ასე არ ხდება. კვებითი მხარდაჭერა სჭირდება ყველაფერს, მაგრამ ეს სამი საშუალება მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ," - ამბობს კოტე თოდუა.
რეცეპტი#1
წყალი უნდა გავაცხელოთ, დაახლოებით 300 მილილიტრი. არ უნდა იყოს ადუღებული, დაახლოებით 60-დან 70 გრადუსამდე უნდა იყოს. მწვანე ჩაის ერთი ცალი პაკეტი უნდა ჩავდოთ შიგნით დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში (ან თუ ჩვეულებრივი დასაყენებელი მწვანე ჩაი გაქვთ, მაშინ დაახლოებით 2-3 გრამი საკმარისია ორი-სამი წუთის განმავლობაში, ოღონდ წყალი არ უნდა იყოს ადუღებული). შემდეგ უნდა ჩააწუროთ ნახევარი ლიმონი და ჩააგდოთ ორი თხლად დაჭრილი ჯინჯერი (სასურველია, რომ იყოს გახეხილი). ცოტა ყავაც შეგიძლიათ ჩაყაროთ კოფეინისთვის. მწვანე ჩაი ცოტა კოფეინს შეიცავს ისედაც, მაგრამ ყავას თუ დაუმატებთ, უფრო მეტი კოფეინი ექნება. რა თქმა უნდა, კოფეინის მიმართ მგრძნობიარე არ უნდა იყოს ადამიანი.
ოპტიმალური მიღება არის დილით, 30 წუთით ადრე, სანამ რამე აქტივობას დაიწყებთ. მოკლედ, რომ ადგებით, დილითვე თუ გაიკეთებთ და დალევთ, საუკეთესოა. მეორე ჭიქაც შეგიძლიათ დალიოთ შუადღისას, ოღონდ 4 საათამდე — კოფეინის გამო, იმიტომ, რომ ზოგ ადამიანს მერე არ ეძინება, როცა კოფეინს იღებს, ამიტომ 4 საათამდეა სასურველი. აი, ეს სასმელი წვავს ცხიმებს, ეხმარება ცხიმების მობილიზებას და მნიშვნელოვანია რეალურად ჩვენი ორგანიზმისთვის.
მეორე სასმელი მუშაობს შედარებით განსხვავებულად, მაგრამ მთელი მუღამი, ასე ვთქვათ, ამ ამბის, რასაც გიყვებით, არის ის, რომ სამივე სასმელი — პირველიც, რომელიც უკვე გითხარით, მეორეც, ახლა რომელსაც გეტყვით და მესამეც — სამივე შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად. ისინი ერთმანეთთან კომპლემენტურ დამოკიდებულებაში არიან, ანუ ერთმანეთს ავსებენ. ეს კი არ არის, რომ ერთმანეთს გადაკვეთენ და ერთნაირი მოქმედება აქვთ, ასე არ არის — სამივეს დალევა შეგიძლიათ.
იხილეთ ვიდეო სრულად