"ბაქარის როლის შემსრულებელი სუს-ში მუშაობს და სერიალში ვეღარ ითამაშებს...“ - ბუბა მირცხულავას "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონში ვეღარ ვნახავთ - მშობლები

"ბაქარის როლის შემსრულებელი სუს-ში მუშაობს და სერიალში ვეღარ ითამაშებს...“ - ბუბა მირცხულავას "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონში ვეღარ ვნახავთ

2026-11-24 21:50:03+04:00

პოპულარული ქართული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები“ მაყურებელს ახალი სეზონით უბრუნდება, თუმცა დაბრუნება ყველა ძველი პერსონაჟის ეკრანზე ხილვას არ ნიშნავს. როგორც სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი აცხადებს, მაყურებელს არაერთი ნაცნობი გმირი დააკლდება. მათ შორის იქნება ბაქარ ორჯონიკიძეც, რომლის როლსაც ბუბა მირცხულავა ასრულებდა.

ქეთი დევდარიანმა გამოცემა MediaChecker-თან ინტერვიუში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც სერიალის ძველი პერსონაჟების ნაწილი ახალ სეზონში აღარ გამოჩნდება. მისი განმარტებით, ზოგმა მსახიობმა სხვა არხზე დაიწყო მუშაობა, ზოგიერთ პერსონაჟს სიუჟეტური ხაზი ამოეწურა, ნაწილს კი სამსახური აღარ აძლევს მსახიობობის გაგრძელების შესაძლებლობას.

  • "ძველი გმირებიდან ბევრი გაქრა ყოფითი და არაყოფითი მიზეზების გამო. ბევრი მსახიობი წავიდა სხვა არხზე სამუშაოდ, ბევრმა პერსონაჟმა თავი ამოწურა სერიალში, ზოგს სამსახური აღარ უწყობს ხელს, რომ იმსახიობოს, მაგალითად, ბაქარ ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი სუს-ში მუშაობს და შესაბამისად, სერიალში ვეღარ ითამაშებს“, - ამბობს ქეთი დევდარიანი.

ბაქარ ორჯონიკიძის პერსონაჟი "ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი გამორჩეული გმირი იყო. მაყურებელი წლების განმავლობაში ადევნებდა თვალს მის ცვლილებებს - გამოუცდელი, მიამიტი ბიჭიდან ის გავლენასა და ძალაუფლებაზე ორიენტირებულ, აგრესიულ და ანგარებიან ადამიანად ჩამოყალიბდა. განაგრძეთ კითხვა

ოჯახს თუ ქმნი, ის უნდა იყოს მყარი და აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყო შენს არჩევანში... მჯერა, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი - ნინო გაჩეჩილაძე პირადზე
არ არის პატარა სხვაობა ჩვენ შორის - 8 წელია... ასაკი და პროფესია მაბრკოლებდა, უარზე ვიყავი... მაგრამ აი, სად გადაგვისროლა ცხოვრებამ... - მაკა ძაგანია