მუსიკოსი და ტელეწამყვანი გიორგი გაჩეჩილაძე (“უცნობი”) იაგო ხვიჩიას გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ბიძინა ივანიშვილს იხსენიებს, როგორც ძველ ნაცნობს და ოჯახის წევრს და ყვება, რომ ეკა ხვედელიძე მისი ოჯახიდან გათხოვდა.
- ბიძინას გამოჩენის მერე მეორედ დავიბადე... იმ დღეს ვთქვი, რომ მიშა მორჩენილია...
ეკა ხვედელიძე, ბიძინას ცოლი, არის ჩვენი უახლოესი ოჯახი. ჩემი შვილი ირინა და მისი შვილი გვანცა არიან მეგობრები... ირინა არის გვანცას ნათლია... ჩვენ გავათხოვეთ ეკა, ჩვენი ოჯახიდან გათხოვდა. ეს არის 90 წელი თუ 91 წელი... ჰოდა, ჩვენ ჩამოვედით მოსკოვიდან, ჩვენ დავაფუძნეთ "ქართუ", ჩვენი იყო... ეს რაღაცები მერე მოხდა. ხომ იცი, როგორც ხდება ხოლმე... ახლა რა მნიშვნელობა აქვს, რა ეჭვი გაჩნდა ერთმანეთში. ჩემსა და ბიძინას შორის კი არა, ერთ-ერთ ჩემს ძმაკაცსა და ბიძინას შორის. ეგ იყო და ეგ. უბრალოდ, რაღაც ქალების ჩართულობებმა, რაღაცებმა, გაამძაფრეს, გაამძაფრეს, გაამძაფრეს ეს ეჭვი და მივიდა იქამდე, რომ... მოკლედ, დაინგრა, რა, კონკრეტულ პერიოდში ეს ურთიერთობები. ჩემთან კი არა, იმათთან... ჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა... მე და ბიძინას ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ დამირეკა და მითხრა: „საითა ხარო შენ? ჩემსკენ თუ იმისკენო?“ ჰოდა, მე ვუთხარი: „ბიძინა, ახლა ეგრე თუ მიყენებ საკითხს-მეთქი, ის ისეთი ახლობელია ჩემი..." ისეთ ადამიანზე მეუბნებოდა, რომ ვერ მიიღებ აქ გადაწყვეტილებას... „აქეთა ვარ-მეთქი".კარგიო. ეგ იყო და ეგ, რა...