"ბავშვი შეაშინეს და ლამის ხელი მოაგლიჯეს!" - ცნობილი ჩოგბურთელის და მისი შვილის ვიდეოს ცხარე დისკუსია მოჰყვა. სიხარულის აღნიშვნა თუ გაუფრთხილებელი ქცევა ბავშვთან? - მშობლები

"ბავშვი შეაშინეს და ლამის ხელი მოაგლიჯეს!" - ცნობილი ჩოგბურთელის და მისი შვილის ვიდეოს ცხარე დისკუსია მოჰყვა. სიხარულის აღნიშვნა თუ გაუფრთხილებელი ქცევა ბავშვთან?

2026-11-25 10:12:59+04:00

ვიდეო 2026 წლის 24 ნოემბრის მატჩიდან, რეალ მადრიდი – PSV (5:1), სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა და გაზიარება აქვს. ბელინგემმა დაახლოებით 25 მეტრიდან საოცარი დარტყმით გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა. მატჩს ცნობილი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი და მისი პატარა ვაჟი ესწრებოდნენ და კამერამ ისინი სწორედ გოლის მომენტში დააფიქსირა.

სოციალურ ქსელში ვიდეოს გავრცელების შემდეგ უამრავი ადამიანი გამოეხმაურა მას და ნადალი გააკრიტიკეს ბავშვთან გაუფრთხილებლად მოქცევის გამო. "ეს არ არის გოლის აღნიშვნა...", "დაავიწყდათ, რომ ბავშვი ახლავთ", "შეაშინეს და ხელი მოაგლიჯეს ლამის", "შეუმოწმეთ ბავშვს ხელი მატჩის შემდეგ?" "ეს ბიჭუნა აღარასდროს წავა თამაშზე", "გაატანე ახლა ბავშვი მამას..." - მსგავსი კომენტარები ახლავს ვიდეოს.

ვიდეოში მართლაც ჩანს, რომ უფროსმა მამაკაცებმა ზედმეტად გამოხატეს რეაქცია, ბავშვის ასაკის გაუთვალისწინებლად. თუმცა ბევრი იცავს კაცებს და ამბობს, რომ ეს უბრალოდ ძლიერი სიხარულის დასტურია და ბავშვიც ძალიან გახარებულია.

თქვენ რას ფიქრობთ?

  • რაფაელ ნადალი

40 წლის ესპანელი ჩოგბურთელი, ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი, მეტსახელად „თიხის მეფე“. მოიგო 22 დიდი სლემის ტიტული. საფრანგეთის ღია პირველობა Roland Garros 14-ჯერ მოიგო — ეს ტურნირის რეკორდია. ორჯერ მოიპოვა ოლიმპიური ოქრო. წლების განმავლობაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო. პროფესიონალური კარიერა 2024 წლის ნოემბერში დაასრულა.

ჰყავს მეუღლე - მარია ფრანსისკა პერელიო და ორი ვაჟი - 4 წლის რაფაელი და 1 წლის მიქელი.

vfgcnbjygidkskz9gyccuk24o76wu0kwfec-jdqjtss7fg2u68iw0c-bvxpi7wosqtoz-0wrmdn1jvhj8bmc1jmwbsq8armh0rcdutrbuzdqudy10r7xxzswgovwosz2nu7xui-q7st7muthp-tcjg41sviu-dbptfwlqbhnlju7ngfw-tzaf1cezc4ohdos-1795588168.jpeg

მშობლები ბევრის უფლებას აძლევენ - ბიონსეს და ჯეი ზის 12 წლის ქალიშვილი დეკოლტიანი კაბისა და მაღალი ქუსლების გამო გააკრიტიკეს
უწიგნურები და ზარმაცები არიან... - ჯოდი ფოსტერმა ახალგაზრდები გააკრიტიკა და საპასუხო კრიტიკის ტალღა დაატყდა
ცნობილი მსახიობი მკაცრად გააკრიტიკეს - მისი 5 წლის გოგონა ისევ პამპერსით დადის