ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას დაშავებული 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - მშობლები

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას დაშავებული 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

2026-11-25 12:50:19+04:00

31 წლის კაცი, ილია ისაევი, ვის ბინაშიც ფონიჭალაში, აფეთქება მოხდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი დღეს დილით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი აფეთქდა.

ინტერპრესნიუსი

სახლში ცალკე გამათბობელი არ მქონია... მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა... ვერსია არა, გარკვეული კითხვები მაქვს – რას ამბობს იმ ბინის მეპატრონე, რომლიდანაც, სავარაუდოდ, ქვემო ფონიჭალაში აფეთქება მოხდა