„8-10 წლის ბავშვს შეუძლია იქირაოს „სქროლი“ და გადაადგილდეს - 16 წლამდე აკრძალული უნდა იყოს  ე.წ. სქროლების ქირაობა“ - გიორგი ჯაფარიძე - მშობლები

„8-10 წლის ბავშვს შეუძლია იქირაოს „სქროლი“ და გადაადგილდეს - 16 წლამდე აკრძალული უნდა იყოს  ე.წ. სქროლების ქირაობა“ - გიორგი ჯაფარიძე

2026-11-27 12:40:07+04:00

„8-10 წლის ბავშვს შეუძლია იქირაოს „სქროლი“ და გადაადგილდეს - 16 წლამდე აკრძალული უნდა იყოს,“ - ამის შესახებ მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მხრივ აუცილებელია დაწესდეს რეგულაციები, რათა ნებისმიერი ასაკის მქონე ადამიანს ე.წ. სქროლის ქირაობა არ შეეძლოს.

„ელექტრო სკუტერები და ე.წ. დასაჯდომი სკუტერები, რომლებიც ბოლო პერიოდში შემოვიდა, რეალურად ქმნის საფრთხეს.

ავტომობილი და მოტო ტრანსპორტი, რომ ავიღოთ, მათ მძღოლებს შესაბამისი კურსები აქვთ გავლილი, მართვის მოწმობის გამოცდაც ჩაბარებული აქვთ და ასე თუ ისე ელემენტარულზე ცოტა მეტი ინფორმაცია აქვთ საგზაო მოძრაობაზე.

უნდა იყოს რეგულაცია, რომ მაგალითად, 16 წლამდე აკრძალული იყოს ე.წ. სქროლების ქირაობა. 8-10 წლის ბავშვს, რომელსაც ვერც მოსთხოვ მოძრაობის წესების ცოდნას, შეუძლია იქირაოს „სქროლი“ და გადაადგილდეს.

იხილეთ სრულად

ეს საშუალებები სათამაშო არ არის... მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს მათი შვილებისთვის დიდი საფრთხეა - მევლუდ მელაძე სქროლის, კვადროციკლისა და სამთვლიანი ტრანსპორტი საფრთხეებზე