"ერთად ვცხოვრობთ თებერვლიდან... ჩემი ქმარია. გრანდიოზულ ქორწილს ვგეგმავთ... მისმა ოჯახმა ძალიან კარგად მიმიღო..." - ბათუმელი ინფლუენსერი პირად ცხოვრებაზე შეკითხვებს პასუხობს - მშობლები

"ერთად ვცხოვრობთ თებერვლიდან... ჩემი ქმარია. გრანდიოზულ ქორწილს ვგეგმავთ... მისმა ოჯახმა ძალიან კარგად მიმიღო..." - ბათუმელი ინფლუენსერი პირად ცხოვრებაზე შეკითხვებს პასუხობს

2026-11-29 11:07:57+04:00

ბათუმელი ინფლუენსერი და ბიზნესვუმენი მარიამ შუკაკიძე, რომელსაც ქართველ ინფლუენსერებს შორის ყველაზე მეტი, 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს პირად ცხოვრებაზე. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ დაშორდა მეუღლეს და მისი სამი შვილის მამას, დავით ბოლქვაძეს. ბოლო პერიოდში კი მის გვერდით საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი გამოჩნდა და შეკითხვებიც გაჩნდა.

მარიამი ამბობს, რომ მისი რჩეული უკვე მისი ქმარია, თებერვლიდან ერთად ცხოვრობენ. მასზე 4 წლით უმცროსია და აფხაზია, ნახევრად რუსი.

931443825-18651509812013722-5059482706299052675-n-1795936290..jpg

936868530-18651512887013722-1603258652990955605-n-1795936291..jpgmariam44-1795936292.png

მარიამის თქმით, ძალიან თბილად მიიღო მისმა ოჯახმა.

934866151-18651512080013722-1235787516103050997-n-1795936290..jpg

937692726-18651508972013722-857592579628590449-n-1795936292..jpg

მარიამი ყვება მისი გაცნობის ამბავსაც:

936485410-18651514087013722-914809023731066352-n-1795936291..jpg

მარიამმა ისაუბრა იმაზეც, რა რეაქცია ჰქონდა ყოფილ ქმარს მის ახალ ურთიერთობაზე და როგორი ურთიერთობები აქვთ ახლა.

937045916-18651516631013722-8689929558965221961-n-1795936292..jpg

935393994-18651517933013722-6660264390257856141-n-1795936291..jpg

დაშორების შესახებ პირველად რომ გამოაცხადა, მაშინ მარიამმა აღნიშნა:

"მიზეზს თქვენ ვერასდროს გაიგებთ. უამრავი ჭორი გავრცელდა, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ვინმე სანახაობას ან სკანდალს ელოდება, არც ნერთი მხრიდან არ იქნება. კონკრეტული არაფერი მომხდარა. ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილებისთვის, საუკეთესო მშობლები ვიქნებით. არ მგონია, ასეთ საკითხზე ვინმე ხუმრობდეს. ურთულესია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი დრო და დაფიქრება სჭირდება. მარტივი არ არის, 8-წლიანი ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო. თუმცა არავინ იცის, რეალურად რა პრობლემებია ოჯახებში, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. არც ახლა ვაპირებდი გასაჯაროებას. ჩვენმა ახლობლებმა ისედაც იცოდნენ, თუმცა არ იქნებოდა ლამაზი, როცა ამხელა აუდიტორია მყავს, არაფერს ვუზიარებდე".

მოგვიანებით ისიც აღნიშნა, რომ ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაასრულეს, თუმცა ამაზე საჯაროდ არ საუბრობდა.

არ ვარ ის კატეგორია, რომელიც ხშირად იცვლის პარტნიორებს. ჩემი 3 შვილის მამა ჩემთვის პირველი მამაკაცი იყო... - მარიამ შუკაკიძე რჩეულთან ერთად გამოჩნდა და გამომწერებს უპასუხა
მარტივი არ არის, 8 წლის ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო... - ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე ქმარს გაშორდა