ყველაფერი, რაც ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე, გავრცელებულ მითებსა და სამედიცინო მტკიცებულებებზე უნდა იცოდეთ, სწორედ თქვენთვის შევკრიბეთ იმ საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციიდან, რაც ბოლო პერიოდში ცნობილ სპეციალისტებთან ინტერვიუების შედეგად მოგროვდა. ეს თემა ერთ-ერთია ყველაზე აქტუალურ თემებს შორის, რაზეც მშობელი ღელავს ხოლმე. მოდით, მოვუსმინოთ ქართველ სპეციალისტებს.
ჩვენი საიტისთვის მიცემულ ერთ-ერთინტერვიუში პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის "უნივერსი" დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და სასწავლო დარგში, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი საუბრობს, სინამდვილეში როდის არის პირველი ნიშნები, რომ ბავშვს სიმაღლეში ხელშეწყობა დასჭირდება, როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში:
- მშობელი, როგორც წესი, ყოველთვის ამჩნევს, რომ მისი შვილი თანატოლებს, კლასელებს სიმაღლეში ჩამორჩება. ექიმთან მიმართვა მაშინაა ეფექტური, ვიდრე ზრდის ზონები დაიხურება. ამიტომ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.სიმაღლეში ზრდის შეფერხებას არასრულფასოვანი კვებაც იწვევს, თუმცა არსებობს გენეტიკური პათოლოგიები, რომლებიც ასევე აფერხებს პროცესს. მაგალითად, ტერნერის სინდრომი, როცა საკვერცხეები არ ფუნქციონირებს. ან კიდევ შესაძლოა, ორგანიზმში ზრდის ჰორმონის დეფიციტი არსებობდეს, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია იყოს დაქვეითებული, კუჭ-ნაწლავის პრობლემები ჰქონდეს და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რომ შეფასდეს, რა იწვევს ზრდაში ჩამორჩენას. მაგრამ, როგორც კი ზრდის ზონები დაიხურება, მკურნალობა ეფექტური აღარ იქნება. ზრდის ზონების გამოკვლევა რენტგენოლოგიურად ხდება. გოგონები,ვიდრე პირველი მენსტრუაცია დაეწყებათ, სიმაღლეში ნახტომს აკეთებენ. ერთ წელიწადში 8-10 სმ-მდე იზრდებიან. ამის შემდეგ ზრდის პროცესი შედარებით ნელა მიმდინარეობს. როგორც კი საკვერცხე სრულყოფილად იწყებს ფუნქციონირებას, ესტროგენები, რომლებსაც ის გამოჰყოფს, ზრდის ზონებს ხურავენ.
ბიჭებში სქესობრივი მომწიფება, დაახლოებით, 10 წლის შემდეგ იწყება და მამაკაცის ჰორმონები, რომლებსაც სათესლე ჯირკვალი გამოჰყოფს, ასევე ზრდის ზონების დახურვას ხელს უწყობს. თუმცა, ბიჭების შემთხვევაში სქესობრივი მომწიფება უფრო გვიან იწყება, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. ვიდრე სქესობრივი მომწიფება დაიწყება, ზრდის პოტენციალი კარგადაა გამოკვეთილი, შემდეგ უკვე მცირდება. სქესობრივი მომწიფების დასრულებისას ზრდის ზონებიც იხურება. იქამდე ჩარევას და კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რა თქმა უნდა, აზრი აქვს და ექიმს უნდა მიმართოთ.
Mshoblebi.ge-სთვის მიცემულ კიდევ ერთ ინტერვიუში ჯენარო ქრისტესაშვილი განმარტავს, რაზეა ბავშვის სიმაღლე დამოკიდებული და როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ამ მიმართულებით პრობლემა აქვთ?
- გენეტიკური ფაქტორი ბავშვის სიმაღლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ნიშანია. შვილის მოსალოდნელი სიმაღლე მშობლების სიმაღლის საშუალოს უტოლდება. არსებობს სპეციალური ცხრილები, რომლის მიხედვითაც, ექიმს შეუძლია, შეაფასოს კონკრეტული ასაკისთვის, რა სიმაღლის უნდა იყოს ბავშვი. თუმცა, არსებობს სხვა მიზეზიც, რის გამოც შეიძლება ზრდაში შეფერხება განვითარდეს. მაგალითად, ზრდაში ჩამორჩენა შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ გამოიწვიოს. ასევე, შესაძლოა კვებითი ფაქტორი იყოს. ამიტომ, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, პედიატრის ან თერაპევტის რეკომენდაციებია საჭირო. პირველ რიგში, აუცილებელია, გაირკვეს, ბავშვი რატომ ჩამორჩება ზრდაში და შემდეგ მოვაგვაროთ პრობლემა. მშობელს თავად, დამოუკიდებლად, ძალიან გაუჭირდება შეფასება. ძირითადად, მომართვიანობის მიზეზი არის ის, რომ თანაკლასელებთან შედარებით, სხვაობას ამჩნევენ. მთავარია, ექიმთან ვიზიტი არ დაგვიანდეს. რადგან, თუ ზრდის ზონების გაძვალება დაიწყება, ეს უკვე შეუქცევადი პროცესია და ვერაფერს ვუშველით. გარდა ამისა, გენეტიკური ქრომოსომული პათოლოგია, ტერნერის სინდრომიც არსებობს. ეს სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევაა, რა დროსაც ზრდის ჰორმონით შეიძლება ჩატარდეს მკურნალობა და ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ.
სპეციალისტი საუბრობს იმაზეც, თუ რამდენად უწყობს ხელს სიმაღლეში ზრდას ჭარხალი, ვიტამინები, სხვადასხვა ბოსტნეულის მიღება, ხერხები, რომლებიც საზოგადოებაშია გავრცელებული:
- ბავშვს სრულფასოვანი კვება სჭირდება, რომელშიც ყველა კომპონენტი იქნება გათვალისწინებული, მათ შორის, ბოსტნეულიც. ამიტომ, მსგავსმა ხერხებმა შეიძლება 2-3 სანტიმეტრი მოამატებინოს, თუმცა, როგორც გითხარით, თუ მიზეზი არ დადგინდება, რაც ზრდაში ხელს უშლის და შესაბამისი მკურნალობა არ ჩატარდება, შედეგს ვერ მივიღებთ.
- ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ბავშვიც დაბალი იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე ფორმით ამის შეცვლა. საკმაოდ ძვირადღირებულ პრეპარატებს სთავაზობდნენ მოსახლეობას. ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ჰპირდებოდნენ, რომ ბავშვი სიმაღლეში მოიმატებდა, რაც არასწორია. პირველ რიგში, ძვლოვანი ასაკი უნდა განისაზღვროს. თუ ზრდის ზონები დახურულია, იმას აღარაფერი უშველის.
- ბუნებრივია, არსებობს. მაგალითად, კალათბურთი, რომელიც გაწელვას უწყობს ხელს. ფეხბურთი ცნობილია, რომ ზრდისთვის ნაკლებხელშემწყობია. ცურვა, წყალბურთი ძალიან კარგია, რომ ბავშვმა მოსალოდნელი სიმაღლის მაქსიმუმს მიაღწიოს. იმის იქით, რასაკვირველია, ვეღარ გაიზრდება.
- ზედმეტი წონა ყველაფერს ხელს უშლის. როცა ჭარბი წონა ან სიმსუქნეა, უმჯობესია მაშინვე მიექცეს ყურადღება და მშობლებმა სპეციალისტს მიმართონ. წონის დეფიციტი არანაკლები პრობლემაა. არსებობს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-გონადის ღერძი, რომლის ფუნქციონირებასაც წონის დეფიციტი ნამდვილად ხელს უშლის.
Mshoblebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ვერტებროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, ირაკლი ვარძუკაშვილი საუბრობს, მართალია, თუ არა, რომ ჭიდაობა, კარატე, ფეხბურთი, ტანვარჯიში და აკრობატიკა ხელს უშლის სიმაღლეში ზრდას:
- ნებისმიერი გადამეტებული ფიზიკური აქტივობა იწვევს მთელ რიგ დარღვევებს, მათ შორის, სიმაღლეში ზრდის შეფერხებასაც.
სიმაღლეში ზრდის თემაზე Mshoblebi.ge-ს ინტერვიუ მისცა ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, პედიატრა, ნინო ხელაძემ, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება და დაინტერესება ჰქონდა. ინტერვიუდან გაგიზიარებთ რამდენიმე ფრაგმენსტს:
- სიმაღლე ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, გენეტიკაზე. როცა ენდოკრინოლოგები ვცდილობთ, რომ გამოვითვალოთ, რა არის კონკრეტული ბავშვისთვის ნორმა, რა თქმა უნდა, ვითვლით მშობლების სიმაღლიდან გამოდინარე. ამისთვის სპეციალურ ფორმულას ვიყენებთ. ფორმულა ასეთია: (დედის სიმაღლეს + მამის სიმაღლე) : 2.
თუ ვაჟია, ამ მაჩვენებელს უნდა დავუმატოთ 6.5 სმ, თუ გოგონაა, უნდა გამოვაკლოთ 6.5 სმ. მიღებული რიცხვი +/- 5 სმ-ან დიაპაზონში არის ბავშვის გენეტიკურად განპირობებული მოსალოდნელი სიმაღლე.
გარდა ამისა, გენეტიკისა და გარემოს ურთიერთქმედება გვაძლევს პაციენტის კონკრეტულ სიმაღლეზე ინფორმაციას. გარემოში იგულისხმება კვება, ზოგადი ჯანმრთელობა, რამდენად სოციალურად მშვიდ და ბედნიერ ოჯახში ცხოვრობს ბავშვი. ზრდის პროცესი, მოზარდების შემთხვევაში, დამოკიდებულია, რა ასაკში დაეწყოთსქესობრივი მომწიფება. სქესობრივი მომწიფების პერიოდს სიმაღლეში სწრაფი ზრდა ახასიათებს. ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ სიმაღლეში ზრდაც სრულდება.სიმსუქნე რამდენად აფერხებს სიმაღლეში ზრდის პროცესს?-სიმსუქნე დიდ გავლენას ახდენს ზოგადად ზრდაზე. ჭარბი კვების შედეგად გასუქებული, ზოგადად ჯანმრთელი ჭარბწონიანი ბავშვები, როგორც წესი, თავიანთ თანატოლებზე მაღლები არიან სკოლაში. მაგრამ, განსაკუთრებით გოგონები, მომწიფებას უფრო ადრე იწყებენ, ვიდრე დაიწყებდნენ, რომ არ ჰქონდეთ ჭარბი წონა. შესაბამისად, მალევე ასრულებენ და საბოლოო სიმაღლე შესაძლებელია იმაზე ბევრად ნაკლები იყოს, ვიდრე იმ შემთხვევაში, ჭარბი წონა რომ არ ჰქონოდათ. რაღაც პერიოდში რომ შეხედავ, სკოლაში თითქოს ყველაზე დიდია, ზრდას რომ დაასრულებს, აღარ არის თანატოლებთან შედარებით გამორჩეულად მაღალი იმიტომ, რომ შედარებით ადრე მომწიფდა. ზოგადად, სქესობრივი მომწიფების ვადები გოგონებისთვის 10-ნახევარი 11 წლიდანაა მისაღები დე მეორადი სასქესო ნიშნები აუცილებლად უნდა ჰქონდეს, 13 წლის ასაკამდე. ვაჟებისთვის კი ერთი წელია განსხვავება. დაახლოებით 11.5 -12 წლისთვის იწვება და 14 წლამდე აუცილებლად უნდა იყოს მომწიფების ნიშნები გამოხატული. რაღაც პერიოდში, მე-5 - მე-7 კლასში რომ გადახედოთ გოგონები უფრო დიდები არიან, ბიჭები კი ისევ პატარები და გამხდრები. უფრო მაღალ კლასებში გოგონები ანელებენ ზრდას და ვაჟები იწყებენ.
- პრეპარატი არსებობს, როცა უკვე კონკრეტული დიაგნოზი გვაქვს. თუ არის ენდოკრინული პრობლემა, მაშინ ვმკურნალობთ, მაგრამ თუ არ არის, დიაგნოსტირებული ენდოკრინული პრობლემა და ეს არის სხვადასხვა მიზეზების გამო შეფერხება, მაგალითად, იმის გამო, რომ არ იღებს საკმარისად D ვიტამინს, საკმარის ცილოვან საკვებს, მაშინ ჩვენ, პრეპარატის ნაცვლად, კონკრეტულ დანამატებს ვაძლევთ. ზრდის ჰორმონის დეფიციტის დიაგნოზის დასმა საკმაოდ რთულია და ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო. რა თქმა უნდა, არსებობს ზრდის ჰორმონი ინექციების სახით, რომლითაც ვმკურნალობთ პაციენტს და ეს ძალიან შედეგიანი მკურნალობაა, თუმცა მარტივი პროცედურა არ არის, ეს ხდება ყოველ დღე, წლების განმავლობაში. ბავშვთა ენდოკრინოლოგებისათვის ძალიან კარგი მაგალითია ცნობილი ფეხბურთელი, მესი, რომელიც ყველამ იცის, რომ მკურნალობდა ზრდის ჰორმონით იმიტომ, რომ ვერ იზრდებოდა სიმაღლეში. რაც შეეხება უნივერსალურ ფორმულას, თუ როგორ უნდა შევუწყოთ ბავშვს ხელი ზრდაში, აუცილებელია ბალანსირებული, კარგი კვება. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ეს პრობლემაა, ბევრი ფაქტორის გამო. ძალიან ცოტა სასკოლო ასაკის ბავშვი იკვებება სწორად. მეორე აუცილებელი მოთხოვნა, რაც სიმაღლეში ზრდისთვისაა მნიშვნელოვანი, კარგი ძილია.
ყველა ასაკს თავისი ძილის ნორმა აქვს. სკოლის ასაკის ბავშვმა და მოზარდმა 9 საათი კარგი, შეუწყვეტელი, მშვიდი ძილით უნდა იძინოს. ერთ-ერთი, რაც ძალიან აქტუალური გახდა ბოლო დროს, ეკრანდამოკიდებულებაა. ძილის წინ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ეკრანის ყურება, რომელიც თეთრ შუქს გამოსცემს. აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა. ყველა ბავშვი მინიმუმ ერთი საათი მაინც უნდა იყოს ყოველ დღე ფიზიკურად დატვირთული. გარდა ამისა, ფსიქო-ემოციურადაც უნდა იყოს მშვიდ და წყნარ გარემოში. ნებისმიერი სახის სტრესი ხელს უშლის ზრდას. ყველა ქრონიკულად მოავადე ბავშვი, რომლებსაც აქვთ ეპილეფსია, ცერებრალური დამბლა, ასთმა, რევმატოიდული დაავადებები და სხვა - განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. მათი სიმაღლეში ზრდის შეფასება ყოველ 6 თვეში უნდა ხდებოდეს და აღინიშნებოდეს შესაბამის ზრდის მრუდზე. თუ ზრდის ტემპი შენელდა, მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს ამის შეფასება და შეძლებისდაგვარად გამოსწორება.
- ყველანაირი ჯანსაღი, ასაკისათვის შესაფერისი ფიზიკური აქტივობა ზრდის პროცესს ხელს უწყობს. თუმცა ცოტა სახიფათოა შემთხვევები, როცა მოზარდ ბიჭებს სურთ, რომ კუნთები ჰქონდეთ. ზედმეტად არ უნდა მიეტანონ მძიმე წონის აწევას. შეიძლება აღნიშნულმა ზრდაზე უარყოფითად იმოქმედოს. ძალიან კარგია ქართული ცეკვა, ტენისი, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ცურვა.-13-14 წლის მოზარდებამა რომ დაიწყონ ცურვა, თუ იქნება ეფექტური სიმაღლეში ზრდისთვის?-14 წლის ასაკში გოგონების უმეტესობას სქესობრივი მომწიფება დასრულებული აქვთ. ცურვა მისი სიმაღლისთვის დიდად ეფექტური ვერ იქნება, მაგრამ ის იქნება მისი ზოგადი ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი. ვაჟი კი შესაძლებელია სქესობრივი მომწიფების შუა პერიოდში იყოს და მას, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს. სიმაღლეში ზრდისთვის სირბილი და ხტუნვა უკეთესია.
- ეს პროდუქტები ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. შეიცავს აუცილებელ და კარგ ვიტამინებს, თუმცა არავითარი მტკიცებულება კონკრეტული რეცეპტების ეფექტურობაზე არ არსებობს. ყველა ბავშვის რაციონში სტაფილოც უნდა იყოს, ჭარხალიც და რძეც. ძირითადად, ყველაზე გავრცელებული რეცეპტი ამ პროდუქტების კომბინაციას გულისხმობს. ერთად მათი დალევა გემრიელიც არ არის. არ არის აუცილებელი, მსგავსი რეცეპტით ვუმზადოთ და დავაძალოთ ბავშვებს მისი დალევა. ფსიქოლოგიურადაც, ბავშვი იმახსოვრებს, რომ დაბალია და მომავალში ამისგან გარკვეული კომპლექსი უჩნდება. შეიძლება ნორმალური სიმაღლის იყოს, მაგრამ მაინც ექნება განცდა. მეორე მომენტია, შეიძლება არ გაიზარდოს იმ სიმაღლის, როგორიც უნდოდადა ეს დააბრალოს იმას, რომ არ თავის დროზე მისთვის მომზადებული კოქტეილი არ დალია. ყველა მშობელს მოვუწოდებ, რომ გააკეთონ ჩანაწერი და მოინიშნონ ბავშვების სიმაღლე თუნდაც ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში. ეს დაგვეხმარება შეფასებაში, წლიდან წლამდე რამდენი სანტიმეტრით გაიზარდა და ნორმალურად მიდის თუ არა ზრდის პროცესი. თუ ბავშვს ორი წელი ერთი და იგივე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აცვია, თუ კლასში ყველაზე მაღალი იყო, მაგრამ ახალ სასწავლო წელს დაინახეთ, რომ ყველას ჩამორჩება, უნდა მიაქციოთ ყურადღება.
- აუცილებელია, ნებისმიერი პროცედურა ბავშვისთვის სასიამოვნო იყოს. თუ მისი თანატოლები ამას აკეთებენ და მისთვისაც მისაღებია, შესაძლოა ზომიერების ფარგლებში გააკეთოს, მაგრამ ყოველ დღე, დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებელია საზიანოც კი იყოს.
- თუ პაციენტს კარგი პედიატრი ჰყავს, რომელიც მუდმივად ზედამხედველობს, მაშინ ის არის ადამიანი, ვისაც პირველ ეტაპზე უნდა მიმართონ. მაგრამ თუ ერთსა და იმავე ექიმთან არ დაჰყავთ და ახალ პედიატრს არც ჩანაწერები აქვს და არც ბავშვის ისტორია იცის, უმჯობესია პირდაპირბავშვთა ენდოკრინოლოგს მიმართონ.
ბავშვის ზრდის პარამეტრების გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი შესაძლოა ბევრ სხვადასხვა დარღვევაზე მიუთითებდეს და სპეციალისტის ჩარევას საჭიროებდეს. როგორია ბავშვის გაზომვის წესი, რამდენ ხანში ერთხელ უნდა შეფასდეს ეს მონაცემი, როგორ იცვლება პარამეტრები მოზარდობის ასაკში და რა არის ტანდაბლობა, თემაზე Mshoblebi.ge-ს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს პედიატრ ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი მარინე გორდელაძე ესაუბრა:
- სიმაღლის გაზომვა ბავშვებში ტარდება დილის საათებში. 2 წლამდე ასაკში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, 2 წლის ზემოთ, როცა ბავშვი დამოუკიდებლად დგას მყარად – ვერტიკალურ მდგომარეობაში. 2 წლამდე ასაკის ბავშვს აწვენენ თავით სიმაღლის საზომის (რომელიც უნდა იყოს მყარი მასალის, სწორი ზედაპირის) ზედა უძრავ კიდესთან, უსწორებენ ზედა და ქვედა კიდურებს, სიმაღლის საზომის ქვედა მოძრავ კიდეს მიაბჯენენ ბავშვის ქუსლებს. კიდეებს შორის მანძილი ასახავს ბავშვის სხეულის სიგრძეს. სასურველია ამ ასაკში სპეციალური ნეონატომეტრი გამოვიყენოთ. მოზრდილი ბავშვის სიმაღლის დასადგენად გამოიყენება სტადიომეტრი. ბავშვს ფეხსაცმლის გარეშე აყენებენ ზურგით სიმაღლის საზომთან, ისე რომ იგი საზომ სვეტს ეხებოდეს ქუსლებით, ბეჭებით და კეფით. ხელები დაშვებულია, თავი კი ისე უნდა ეჭიროს, რომ თვალბუდის ქვედა კიდე და გარეგანი სასმენი მილის ზედა კიდე მდებარეობდეს ერთ სიბრტყეში. სიმაღლის საზომის მოძრავ პლანშეტს ბავშვს ადებენ თავზე, რომლის დონის მიხედვით აითვლება ბავშვის სიმაღლე სმ-ში. გაზომვა უნდა მოხდეს ამოსუნთქვის მომენტში. სტადიომეტრის სწორ ინსტალაციას და ბავშვის კორექტულ გაზომვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმაღლის შფასებისას. გაზომვა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 2-ჯერ. მონაცემებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 4 მმ-ს.
- სიმაღლის გაზომვა არის ჯანმრთელობის სკრინინგის მარტივი და იაფი ინსტრუმენტი. სიმაღლისა და ზრდის ტემპზე დაკვირვება საშუალებას იძლევა:
- სიმაღლის მაჩვენებელი, რომელიც მოცემული ქრონოლოგიური ასაკისა და სქესისათვის < მე - 3 პერცენტილზე პოპულაციურთან შედარებით, განიხილება როგორც ტანდაბლობა. ტანდაბალ ბავშვთა კვლევის მიზანია:
მარინე გორდელაძე Mshoblebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე საუბრობს, რა ფაზებს მოიცავს ზრდის პროცესი და როგორია მათზე ამ ფაქტორთა გავლენა?- ბავშვის ზრდის მოდელი მოიცავს პრენატალურ, ჩვილობის, ბავშვობის და პუბერტულ ფაზებს. ყველა ფაზაში ზრდა დამოკიდებულია განსხვავებულ ფაქტორებზე. ზრდა მუცლადყოფნის პერიოდში დამოკიდებულია გლუკოზისა და სხვა საკვები ნივთიერებების საშვილოსნოსშიდა ხელმისაწვდომობაზე, ანუ დედის ნუტრიციულ სტატუსზე, აგრეთვე ზრდისა და გენეტიკურ ფაქტორებზე. ამ ეტაპზე ჰორმონული რეგულაცია (ზრდის ჰორმონი, თირეოიდული ჰორმონები) ნაკლებად ახდენს გავლენას ნაყოფის ზომებზე.
ჩვილობის ფაზაში (0-დან 2-წლამდე) ზრდა ყველაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კვებით ფაქტორებზე. დროული, ჯანმრთელი ახალშობილის სხეულის სიგრძე საშუალოდ შეადგენს 50სმ-ს (45-55სმ). ახალშობილის მცირე ზომები უხშირესად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუცლადყოფნის პერიოდში, განსაკუთრებით ორსულობის პირველ სემესტრში დაწყებულ დედის პათოლოგიაზე მიგვითითებს. დროულ ჩვილებში პირველი წლის განმავლობაში სხეულის სიგრძის ნამატი შეადგენს 25-30 სმ-ს, რომელიც მეორე წელზე მცირდება, პრაქტიკულად ნახევრდება და საშუალოდ წელიწაში 12-15სმ-ს შეადგენს. ითვლება, რომ ჩვილობის ფაზაში ბავშვი თავის გენეტიკურ ტრაექტორიას ეძებს.
2 წლის ასაკისთვის ბავშვს უკვე მიღწეული აქვს თავისი საბოლოო სიმაღლის ნახევრისთვის. ითვლება, რომ ზრდის ტემპი 2 წლის ასაკამდე მეტად კორელირებს სიმაღლის საბოლოო პარამეტრებთან, ვიდრე დაბადებისას სხეულის სიგრძესთან. არასწორი კვების გავლენა ამ ასაკში ძალიან დიდია.
სიცოცხლის მე-3 წლიდან იწყება ბავშვობის ფაზა და გრძელდება პუბერტატის დადგომამდე. ამ ეტაპზე ზრდაზე ნუტრიციულ ფაქტორთა გავლენას, ჰორმონული კონტროლიც ემატება, ზრდისა და თირეოიდულ ჰორმონთა სახით. ამ პერიოდში აგრეთვე აქტიურია D ვიტამინი, ინსულინი, ლეპტინი, გლუკოზა და სხვა. ზრდის ტემპი შედარებით ნაკლებია, მაგრამ სტაბილური და შეადგენს 6-8 სმ-ს წელიწადში. 6-7 წლის ასაკისათვის ბავშვის განვითარებაში პედიატრისათვის კარგად ნაცნობი ზრდის ნახტომი უმცროს სასკოლო ასაკში - ე.წ. ზრდის სპურტი დგება.
8 წლისათვის ბავშვს მიღწეული აქვს მისი საბოლოო სიმაღლის სამი მეოთხედისთვის. ამ ასაკიდან იწყება ზრდის ტემპის გარკვეული შენელება, რომელიც მაქსიმუმს პრეპუბერტულ პერიოდში აღწევს. ამ ასაკის გოგონებისა და ვაჟების ანთროპომეტრული მონაცემები პრაქტიკულად იდენტურია. მე-3 პუბერტული ფაზა ბავშვობის პერიოდს ცვლის და ეპიფიზების დახურვით სრულდება. პუბერტატის დადგომის ვადები მეტად ვარიაბელურია. ეს ეტაპი რეგულირდება ზრდისა და სასქესო ჰორმონთა სინერგისტული მოქმედებით. საკვანძო ჰორმონია ესტროგენი, რომელსაც პარადოქსული, დოზადამოკიდებული ეფექტი აქვს: მცირე რაოდენობით ასტიმულირებს ზრდას, დიდი რაოდენობით კი, ამუხრუჭებს და ძვლის ეპიფიზების დახურვას იწვევს. ესტროგენების ეს ეფექტი ორივე სქესის მოზარდებშია გამოხატული.
გოგონები პუბერტატში საშუალოდ 10-11 წლის ასაკში შედიან, ბიჭები კი - 12-12,5 წლის ასაკში, ანუ 2 წლით გვიან. სწორედ ამიტომ ამ ასაკში გოგონები ვაჟებს სიმაღლეში ასწრებენ, მაგრამ ესტროგენების მზარდი დონე გოგონების ზრდის პროცესს ამუხრუჭებს. პუბერტატის მოგვიანებითი დებიუტი კი ვაჟებს აძლევს უპირატესობას დამატებითი პრეპუბერტული ზრდის სახით. სწორედ ეს ფაქტორი და აგრეთვე უფრო ინტენსიური პუბერტული ნახტომი განაპირობებს ვაჟების უპირატეს საბოლოო სიმაღლეს გოგონებთან შედარებით. პუბერტულმა ნახტომმა გოგონებში შეიძლება 6-8, ხოლო ვაჟებში 10-16 სმ-ს მიაღწიოს. სიმაღლის პიკის მიღწევის შემდეგ ზრდის ტემპი 2-2,5 სმ-ით მცირდება წელიწადში, პოსტპუბერტულ პერიოდში კი - 1სმ-მდე და 18 წლის ასაკში ზრდა პრაქტიკულად დამთავრებულია.
ბავშვის სიმაღლე ძვალსა და ორგანიზმის ქსოვილებზე უამრავ ფაქტორთა ურთიერთქმედების ინტეგრალური მაჩვენებელია. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ პროგნოზირებადი მოდელით. ბავშვის სიმაღლის შეფასების ორი მეთოდი არსებობს: კონკრეტული ბავშვის სიმაღლის მაჩვენებლების შედარება შესაბამისი სქესისა და ასაკის საშუალო პოპულაციურ მაჩვენებლებთან და /ან ზრდის გენეტიკურ ტრაექტორიასთან. პირველ შემთხვევაში გამოიყენება ზრდის პერცენტული მრუდები, მეორეში - სამიზნე სიმაღლის განსაზღვრა მშობლების სიმაღლის მიხედვით ხდება.
გარდა ბავშვის სიმაღლის პერცენტილის განსაზღვრისა, რომელიც ასახავს მის შესაბამისობას საერთო პოპულაციურთან, დამატებით საჭიროა ბავშვის სიმაღლე მშობლების სიმაღლის კონტექსტში განვიხილოთ.ცნობილია, რომ ბავშვის სიმაღლეს განსაზღვრავს გენთა ორი ძირითადი ჯგუფი: პირველი, რომელიც განაპირობებს ბავშვის საბოლოო სიმაღლეს და მეორე, რომელზეც დამოკიდებულია ზრდის ტემპი. პირველის შესაფასებლად გამოიყენება მშობელთა სიმაღლის მიხედვით გამოთვლილი სამიზნე სიმაღლე, რომელსაც აგრეთვე გენეტიკურ სიმაღლესაც უწოდებენ, მეორის კი - ძვლოვანი ასაკი, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ზრდის ტემპი და შესაბამისად, შეუძლია შეცვალოს ბავშვის სიმაღლის გენეტიკური ტრაექტორია.არსებობს სამიზნე, ანუ გენეტიკური სიმაღლის გამოთვლის რამდენიმე მეთოდი. ჯანმრთელ ბავშვთა (რომელთა ძვლოვანი ასაკი შეესაბამება ან ახლოს არის ქრონოლოგიურთან) სამიზნე სიმაღლის გამოსათვლელად გამოიყენება ფორმულა, რომელიც დაფუძნებულია მშობლების სიმაღლეზე.
ბუნებრივია, პროგნოზირებადი სამიზნე სიმაღლე ვერ იქნება ერთი კონკრეტული ციფრი. ზემოთ მოყვანილი ფორმულა საშუალებას იძლევა, განვსაზღვროთ სამიზნე სიმაღლის დიაპაზონი, დერეფანი. ამგვარად, მშობლების საშუალო სიმაღლე არის ბავშვის ზრდის გენეტიკური პოტენციალის ინდიკატორი და ეხმარება პედიატრს დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ბავშვის ფაქტიური მონაცემები ნებისმიერ ასაკში მისი სიმაღლის გენეტიკურ ტრაექტორიას. ბავშვის ფაქტიური სიმაღლისა და მოსალოდნელ სამიზნე სიმაღლის პერცენტილებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებისას (როგორც ჩამორჩენის, ასევე აჩქარების შემთხვევაში) აუცილებელია ბავშვთა ენდოკრინოლოგის შეფასება.
ამავე თემაზე Mshoblebi.ge-მ არაერთი უცხოური სტატია თარგმნა და პროფესიონალების სატელევიზიო ინტერვიუები გაშიფრა. მათ ნაწილს წარმოგიდგენთ:
ექიმი-ენდოკრინოლოგი, ასოცირებული პროფესორი, შოთა ჯანჯღავა გადაცემში "შენი დილა" საუბრობს რა გარემო ფაქტორები იწვევს ბავშვებში ზრდის შეფერხებას, როდის არის დაგიანებული ექიმთან ვიზიტი და შეუძლია თუ არა ფიზიკურ აქტივობას ზრდის პროცესის შენელება
- ზრდაზე ორი მთავარი ფაქტორი მოქმედებს: გენეტიკა და გარემო. გარემო ფაქტორებში იგულისხმება არა მარტო გარემოცვა, არამედ შინაგანად მიმდინარე პროცესები, რომელიც ჰორმონალური ბალანსის დარღვევით შეიძლება გამოიხატოს. მთავარი პრობლემა, რომელიც პუბერტატის პერიოდში გვაქვს და გერემო ფაქტორს მიეკუთვნება, ეს არის ძილ-ღვიძილის პერიოდი, რომელსაც ზრდასთან მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც ცნობილია, დაძინებიდან 2-3 საათის შემდეგ ზრდის ჰორმონის სინთეზი იწყება და ის გამონათქვამი, რომ "ბავშვი ძილის დროს იზრდება", ნამდვილად სწორია, რადგან ამ პერიოდში გარკვეული პიკური მაჩვენებელი გვაქვს. თუ ჩვენი შვილი ღამის საათებში ინტერნეტზე, ტელეფონზე დამოკიდებულია და 4-5 საათზე იძინებს, შესაბამისად, ზრდის ჰორმონის სინთეზი ისე არ მიმდინარეობს, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. აქედან გამომდინარე, ეს, რა თქმა უნდა, გარდატეხის პერიოდში ყველაზე დიდი ფაქტორია. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი საკვები პროდუქტებია, სადაც მიკროელემენტების, მინერალების შემცველობა, ადრინდელთან შედარებით, ძალიან შემცირებულია. ეს სხვადასხვა რამითაა განპირობებული. მათ შორის, დაბინძურებით, დიდი რაოდენობით სასუქებისა და ემულგატორების გამოყენებით, ფერის მიმცემლების, დამამუშავებლების, შემნახველების - უამრავი ქიმიური ნივთიერების, რომლებიც ზრდასთან მიმართებით ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს.კიდევ ერთი საკითხია, რამდენად კარგად იკვებება ბავშვი და რამდენად ადეკვატურია მისი დღის განმავლობაში მიღებული რაციონის შემადგენლობა ორგანიზმის მოთხოვნასთან მიმართებაში. ხშირად მოჰყავს მშობელს ბავშვი, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი დღეში ერთხელ იკვებება, სხვა პერიოდში ან გაზიან სასმელს სვამს ან ტკბილეულს ჭამს. შესაბამისად, ასეთ ბავშვთან ის, რაც გვჭირდება, ცილა, კალციუმი, თუთია, D ვიტამინი, B12 დაბალ მაჩვენებელზეა და აქედან გამომდინარე, ბავშვი როგორ უნდა გაიზარდოს, თუ მას საშენ მასალას არ მივაწვდით?
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვთან მიმართებით, როდის ვაქცევთ ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს ყურადღებას. ზოგჯერ გვიან ხდება დიაგნოსტირება. მაგალითად, 15-16 წლის რომ გახდება ბავშვი, მერე ექცევა ყურადღება იმიტომ, რომ თვლიან, თანატოლებთან შედარებით, დაბალია. ასეთ მდგომარეობაში დიაგნოსტიკა უკვე დავიანებულია, რადგან ძვლის თავზე ძვლის საზრდელა ზონები გვაქვს. ამ ძვლის საზრდელა ზონების გაძვალება პუბერტატის პერიოდის შემდგომი პერიოდიდან იწყება და თუ გოგონას ციკლი ადრე მოუვიდა, კაცისა და ქალის ჰორმონის ბალანსი შეიცვალა და უკვე ქალური ორგანოების ჩამოყალიბება იწყება, გაძვალების პროცესი უფრო ჩქარდება. თუ ვხედავთ, რომ ბავშვს ციკლი არა 11-12 წლის, არამედ 9 წლის ასაკში მოუვიდა, გენეტიკურად განპირობებული სიმაღლის შესაძლოა არ გაიზარდოს.
ექიმმა ასევე ისაუბრა, შესაძლებელია თუ არა წინასწარ იმის პროგნოზირება, რამდენი სანტიმეტრი იქნება ბავშვი სიმაღლეში:
- სპეციალური ცხრილები გვაქვს, სადაც მოცემულია, რომელ ასაკში, რა უნდა იყოს სიმაღლის მინიმალური და მაქსიმალური მაჩვენებელი. ყველაზე კარგია, თუ ბავშვი არც ქვედა ზღვართან იქნება ახლოს და არც ზედა ზღვართან. მაგრამ, ზედა ზღვართან შეიძლება ახლოს იყოს, თუ მშობლები მაღალი ჰყავს. ქვედა ზღვართან ახლოსაა ხოლმე, პირიქით, თუ მშობლები ჰყავს დაბალი. მედიუმი რომ ავიღოთ, ყველაზე კარგი მაჩვენებელია. თუ ბიჭებში ვხედავთ, რომ ადრიანად დაიწყო გათმიანება სახეზე, იღლიის, ბოქვენის მიდამოში, ესეც მიუთითებს, რომ ბიჭთან კაცის ჰორმონი იწყებს წინ წამოსვლას და შესაბამისად, შესაძლოა, გენეტიკური სიმაღლე არ იყოს მიღწევადი. მაგალითად, ვვარაუდობთ, რომ ბავშვის მოსალოდნელი სიმაღლე 165 სანტიმეტრი უნდა იყოს, ადრეული პუბერტატით, არასწორი ძილის რეჟიმით, არასწორი კვებით, ყველა ეს სანტიმეტრი გენეტიკურად მოცემულ ინფორმაციას აკლდება. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შვილი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდეს, ჯანსაღი კვების რაციონი ჰქონდეს და მაქსიმალურად დაბალანსებულ მდგომარეობაში იყოს, რათა ის, რაც გენეტიკამ მოგვცა, გამოვიყენოთ.
არის ასევე დაავადებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ზრდის ფაქტროზე. მაგალითად: ცელიაკია, გლუტენის აუტანლობა, ლაქტოზის აუტანლობა, რომლებიც ორგანიზმს გარკვეულწილად სტრესულ სიტუაციაში ამყოფებს. დიაბეტიც შეიძლება რისკფაქტორად ჩაითვალოს, თუ არასწორადაა ნამართი. სწორად წარმართული დიაბეტი დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არის. ცელიაკიის დროს მიკრო და მაკროელემენტების შეწოვა არ ხდება, განსაკუთრებით, როდესაც რკინაზეა საუბარი. შეიძლება ბავშვი კარგად იღებდეს საკვებს, მაგრამ შეწოვა არ ხდება. შესაბამისად, თუ შეწოვა არ ხდება, ეს ფაქტორი ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს.
შოთა ჯანჯღავამ ასევე ისაუბრა იმ ფაქტორზე, გენეტიკიდან რა ახდენს ბავშვის სიმაღლეზე გავლენას და თუ ორივე მშობელი დაბალია, ბავშვის მოსალოდნელი სიმაღლეც მათი შესაბამისი იქნება თუ არა:
- რაც გენეტიკურადაა მოცემული, მას ძირითადად ვერ შევცვლით. მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ მარტო მშობლის სიმაღლეს ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ბებიის, ბაბუის სიმაღლე იმიტომ, რომ გენებს ორივე მხრიდან ვიღებთ - დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც. ასეთი მიდგომაა, რომ ბიჭის სასქესო განვითარება დედის გენეტიკაზეა დამოკიდებული. ბაბუის, დედის მამის სასქესო განვითარება როგორიც იყო, დაახლოებით, ისეთივე იქნება. ამიტომ, ბებიასა და ბაბუას დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან არ ვიცით, ბავშვმა დომინანტური გენი რომელი მშობლის მხრიდან მიიღო. შესაბამისად, რომ ვთქვათ, რომ მამის სიმაღლე 160 სანტიმეტრია და ბავშვის სიმაღლეც ამდენივე უნდა იყოს, არასწორია. არის სპეციალური ფორმულები, სადაც დედის სიმაღლე, მამის სიმაღლე, ბავშვის დაბადების დროს სიგრძის მაჩვენებელი, დაბადების დროს ბავშვის წონა, ასაკი, სქესია გათვალისწინებული და მერე სპეციალურ ფორმულაში მოსალოდნელი სიმაღლე გამოითვლება.
ექიმმა ყურადღება გაამახვილა ფიზიკურ აქტოვობასა და სიმაღლეში ზრდასთან არსებულ კავშირზე:
- ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა ზრდის შეფერხებას იწვევს იმიტომ, რომ ძვალ-სახსროვან სისტემაზე ვზემოქმედებთ და ადგილობრივი მოქმედების გამოა შეფერხება. სამწუხაროდ, ჩვენთან ცუდი მიდგომაა, რომ ცეკვის დროს ძალიან ტვირთავენ ბავშვებს. ჩემი ახლობლებიც დადიან ცეკვაზე, კვირაში 5 გაკვეთილი და 3-საათიანი ინტერვალი აქვთ. ეს ძალიან ცუდია. კალათბურთი, ცურვა, სადაც დოზირებულადაა ფიზიკური აქტივობა კარგია, მაგრამ გადამეტებული მდგომარეობა არ უნდა იყოს.
ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე საუბრობს, ასახელებს 4 ყველაზე ზუსტ ფორმულას, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ, წინასწარ განსაზღვროთ, დაახლოებით, რა სიმაღლის გაიზრდება ბავშვი და აღნიშნავს გავრცელებული მითების შესახებაც:
- ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი ტანადი, მაღალი იყოს. თუმცა, ეს, უპირატესად, გენეტიკაზეა დამოკიდებული. სხვადასხვა მითია გავრცელებული. ხშირ შემთხვევაში, მშობლები თავს იტყუებენ, ბავშვსაც შეიძლება, მისცენ ისეთი ინფორმაცია, რომ რაიმეს თუ შეასრულებს, სიმაღლეში გაიზრდება, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი მცდარია. ბავშვის სიმაღლე გენეტიკურად დეტერმინირებულია, ანუ ის უპირატესად მშობლების სიმაღლეზეა დამოკიდებული. თუმცა, შესაძლებელია, სხვა ახლო ნათესავების სიმაღლეც გასათვალისწინებელი იყოს. მაგალითად, ბაბუის, ან ბებიის სიმაღლეზე იყოს დეტერმინირებული. გვინახავს დაბალი მშობლები და ბავშვი გამოთვლილი ფორმულებით ბევრად მაღალია, ესე იგი, მას სხვა ახლო ნათესავისაგან აქვს დეტერმინირებული.
ოთხი ყველაზე ზუსტი და გამოყენებადი მეთოდი არსებობს, რომლებითაც შესაძლებელია, ბავშვის სიმაღლე გამოვთვალოთ:
"ის მოსაზრება, რომ სიმაღლეში ზრდა მომწიფების ასაკში მთავრდება, მითია. სიმაღლეში ზრდა, უპირატესად, გარდატეხის ასაკში ხდება. თუმცა, გარდატეხის ასაკის შემდგომაც, ადამიანმა შესაძლებელია, 3-4-5 სანტიმეტრით მოიმატოს. ბიჭების შემთხვევაში, ეს ასაკი კიდევ უფრო გადაწეულია.
მოსაზრებას, რომ მშობიარობის შემდეგ ქალი 2-3 სანტიმეტრით იზრდება სიმაღლეში, შესაძლოა, მითი დავარქვათ იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სხვადასხვა ტიპის საკვები დანამატი, ვიტამინები, რომლებსაც ხშირად მშობელი შვილებს აძლევს. ფიზიოლოგიურად, სამწუხაროდ, ვიტამინებს არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ჩვენს სიმაღლეზე. ვიტამინს სიმაღლეში ზრდაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ასეთი ვიტამინი არ არსებობს
თუ ენდოკრინული დაავადებები არ არსებობს, დანარჩენ შემთხვევაში, სიმაღლეზე ზეგავლენის მოხდენა არაფერს შეუძლია." - აცხადებს ზაზა თელია.
სიცოცხლის პირველ წელს ბავშვები ელვისებური სისწრაფით იზრდებიან და სიცოცხლის პირველ წელს 25 სანტიმეტრს იმატებენ. თავის ტვინში ენდოკრინულ ჯირკვალში ზრდის ჰორმონის წარმოიქმა იწყება, რომელიც ძირითადად, ძილში გამოიყოფა. ამის გამო ბავშვის ჯანსაღი და მშვიდი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია.
ერთი წლიდან სამ წლამდე ბავშვი, საშუალოდ, წელიწადში 10 სანტიმეტრს იმატებს. სამი წლიდან ექვს წლამდე ზრდის ტემპი მცირდება და დაახლოებით 4-5 სანტიმეტრს შეადგენს. 10 წლამდე კვლავ უმნიშვნელო შენელებაა და უკვე 11 წლიდან (გოგონებისთვის) და 13 წლიდან (ბიჭებისთვის) ზრდის ტემპში მკვეთრი ნახტომი გვაქვს.
40 წლის შემდეგ, ჩვენი სხეულის სიმაღლე ოდნავ მცირდება, რაც გამოწვეულია მალთაშუა დისკებიდან სითხის დაკარგვით.
თუ რა სიმაღლის გაიზრდება ბავშვი, ამის გამოსათვლელად რამდენიმე სამედიცინო ფორმულა არსებობს. სწორედ მას ეყრდნობიან ექიმები.1. ყველაზე გავრცელებული ფორმულაბიჭის სიმაღლე (სმ) = (დედის სიმაღლე + მამის სიმაღლე) * 0.54 - 4.5 (სმ)
მაგალითი: (165 + 183) * 0.54 - 4.5 (სმ) = 183.4 (სმ)
გოგონას სიმაღლე = (დედის სიმაღლე + მამის სიმაღლე) * 0.51 - 7.5 (სმ)
მაგალითი: (159 + 173) * 0,51 - 7,5 (სმ) = 161,8 (სმ)2. დოქტორ ჯონ ჰოკერის ფორმულამსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კერძო სამედიცინო ცენტრის, მაიოს კლინიკის თანამშრომელმა შემოგვთავაზა შემდეგი გამოთვლები:
ბიჭის სიმაღლე = (მამის სიმაღლე + დედის სიმაღლე): 2 + 6.4
მაგალითი: (183 + 165): 2 + 6.4 (სმ) = 180.4 (სმ)
გოგონას სიმაღლე = (მამის სიმაღლე + დედის სიმაღლე): 2 - 6.4
მაგალითი: (173 + 159): 2 - 6.4 (სმ) = 159.6 (სმ)3. კარკუსის ფორმულაჩეხმა მეცნიერმა საკუთარი ფორმულა შეიმუშავა:
ბიჭის სიმაღლე = (მამის სიმაღლე + დედის სიმაღლე * 1.08): 2
მაგალითი: (183 + 165 * 1.08): 2 = 180.6 (სმ)
გოგონას სიმაღლე = (მამის სიმაღლე * 0,923 + დედის სიმაღლე): 2
მაგალითი: (173*0.923 + 159): 2 = 159.3