რამდენიმე დღის წინ მსახიობმა გიორგი მახარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო საკმაოდ აქტუალურ თემაზე, უნდა აკოცოს თუ არა გამვლელმა უცნობმა თუ ნაცნობმა შემხვედრ ბავშვს.
- როცა ხედავთ ქუჩაში ბავშვს, უცხოა თუ ნაცნობი, არ აქვს მნიშვნელობა, სანამ გადაწყვეტთ, რომ ეცეთ, კოცნოთ, ეფეროთ, სახეზე უსვათ ხელები... თავი რომ დავანებოთ ჰიგიენას, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ის შეგრძნება გქონდეს, რომ სათამაშო არ არის და რასაც უნდათ, იმას ვერ გაუკეთებენ, და თვითონ რაღაც ემოციები აქვს, თავისი შეგრძნებები აქვს, იმ მომენტში ამ ხასიათზეა... ადამიანია, პიროვნებაა, სათამაშო არ არის... აი ამ ყველაფერს ხომ ვერ ვფიქრობთ, ზეპირად ვიქცევით, მაგრამ ვთქვათ მაგეებს ვერ ფიქრობთ, მარტივად დაუფიქრდით, რომელი უფრო სწორია: რომ მოდიან შენთან, არ გეკითხებიან, გკოცნიან, ხელებს გისვამენ სახეზე, თავზე, ლოყებს გჩქმეტენ, თუ, როცა გეკითხებიან, შეიძლება? იქნებ არ გინდა, იქნებ არ გსიამოვნებს, იქნებ არ ხარ მაგ ხასიათზე... თუ ხუთი წლის ბავშვს ან ხასიათი არ აქვს, ან ემოცია, ან უფლება არ აქვს იმის, რომ არ უნდოდეს, რომ კოცნო და ხელები უსვა სახეზე? ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სანამ გადაწყვეტთ, რომ ასე მოიქცეთ, ბავშვს ჰკითხეთ, შეიძლება, გაკოცო? შეიძლება, მოგეფერო? ბავშვის პოზიცია, მდგომარეობა გაითვალისწინეთ, სურვილები გაითვალისწინეთ და მერე იმოქმედეთ. ორჯერ ორი არის ოთხი... - ამბობს გიორგი ვიდეომიმართვაში.
მოგვიანებით კომენტარიც დაამატა: "მოფერებაზე და სიყვარულის გამოხატვაზე არ მაქვს პრობლემა, რა თქმა უნდა, პირიქით, ეგ აუცილებელია. უბრალოდ, ამას რომ სხვა სახე ეძლევა და გაუაზრებელ ზეპირ ქმედებაში გადადის, თან პირველი მცდელობის მერე თუ ბავშვს არ ესიამოვნა და იგივეს აგრძელებენ, ძააან გამაღიზიანებელია და არასასაიამოვნო. და ის კიდევ ცალკე ამბავია, ასე ჩავლით რომ ჩაივლიან ხოლმე, ლოყაზე მოუფათურებენ ხელს და გაატასავებენ… კიდევ ვიმეორებ, სითბოს და სიყვარულის გამოხატვის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ბავშვი არ უნდა აღიქმებოდეს სათამაშოდ და ბავშვის სურვილს და ემოციას ყურადღება უნდა მიექცეს…"
ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გიორგიმ კიდევ ერთი ვიდეო ჩაწერა, ამჯერად სხვა ასევე მშობლურ თემაზე:
- ვაგრძელებ კრუნჩხვებში ჩასავარდნი ვიდეოების სერიას. პირველ ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. რა თქმა უნდა, ვიღაცებმა სხვანაირი შინაარსი გამოიტანეს: "მადლობა თქვი, შენს შვილს რომ ვკოცნი..." ან "5 წლის ბავშვს ვკითხო ახლა მე, ვაკოცებ თუ არა..."
ერთმა მადლობის თქმაზეც დამიწერა და მაგაზე ვიტყვი. როგორ ხდება მადლობის თქმის სწავლება და როგორ შეიძლება, მოხდეს...


