"თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს თანხები... არც ერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე - მშობლები

"თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს თანხები... არც ერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე

2026-05-19 13:00:42+04:00

ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი,პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული. ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტის საჭიროებას ეხებოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა თანხის გაცემა, თუმცა ბიუჯეტის ფულით ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას არ უნდა შეეწყოს ხელი.

„მზად ვართ ვისაუბროთ ყველასთან, პირველ რიგში, ბუნებრივია, მზად ვართ ვისაუბროთპატრიარქთანყველა თემასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დღეს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას,პატრიარქსნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე.

რაც შეეხება თანხას, ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი, თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი, პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხის პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, გადასახადის გადამხდელების მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მლნ და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი. მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში, ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია. საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, დაახლოებით 50 მლნ-ზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა დაიხარჯოს. აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა, ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით ჩვენ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი. მაგრამ თუ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. არ მინდა დავკონკრეტდე, რა მიმართულებაზეა საუბარი. თავის დროზე მთავრობამ მიიღო ხალხის ზეწოლის საფუძველზე, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილება, დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს შედეგი. თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც კიდევ ერთხელ შეიძლება არ მოჰქონდეს არავითარი შედეგები, გარდა ერთისა - ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებისა. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს იმ თანხების საერთო მოცულობა, რომელიც ხმარდება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას. მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თითოეული თეთრის რაციონალურად გახარჯვაზე და არცერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას. ასევე, ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, წარმოიდგინეთ, რომ არის კონკრეტული მედიკამენტი, რომლის ღირებულებაა 3 მლნ დოლარი, ან მეორე მედიკამენტი, რომლის ღირებულებაა 700 ათასი დოლარი. ამ წამლების თვითღირებულება ორივე შემთხვევაში არის მაქსიმუმ 300-700 დოლარი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი?!“- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, დაიგეგმება თუ არა შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ბავშვების მშობლებს შორის, კობახიძის თქმით, უმჯობესია ეს შეხვედრა შედგეს ჯანდაცვის სამინისტროში.

„სადაც არის შესაბამისი ექსპერტული ცოდნა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო. უმჯობესია, რომ ეს კონსულტაციები გაგრძელდეს სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს კონსულტაციები წარმოებდა და მზაობა დღესაც არსებობს. სადაც არის ექსპერტული ცოდნა, სჯობს იქ გაგრძელდეს კონსულტაციები და არა წმინდა პოლიტიკურ ჭრილში. შესაბამისად, ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფორმატში გაგრძელდეს ამ საკითხზე კონსულტაციები“, - განაცხადა კობახიძემ.

ერთი წელი სიბნელეში ვიყავით, გამოსავლის მოძებნასაც ვერ ვახერხებდით... ფსიქოლოგიური დახმარება გვჭირდებოდა... რაც გუშინ შეეძლო, დღეს ვეღარ აკეთებს... დღეს ჩემი შვილი კიბეზე დახმარების გარეშე ვეღარ ადის... - მშობლები დიუშენის შესახებ
ჩემი შვილიც და სხვა ბავშვებიც ახლა უკიდურეს ზღვარზე არიან. სანამ ბავშვი ჯერ კიდევ დადის, მედიკამენტის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - რას ამბობენ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები