როგორ აღნიშნა 31-ე დაბადების დღე უმდიდრესმა ადამიანმა, რომლის ქორწილს მსოფლიო ადევნებდა თვალს - მშობლები

როგორ აღნიშნა დაბადების დღე უმდიდრესმა ინდოელმა, რომლის ერთკვირიან ქორწილს მსოფლიო ადევნებდა თვალს

2026-06-02 11:01:20+04:00

ანანტ ამბანი მსოფლიომ მისი გრანდიოზული ქორწილის წყალობით გაიცნო. მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის საქორწილო ზეიმის კადრები მთელი კვირა ვრცელდებოდა.

22ambani-wedding-explainer-01-hwpf-articlelarge-1780382083.webp

download-1780382083.jpg

ამჯერად მისი დაბადების დღის კადრებმა მოიცვა ინტერნეტი, თუმცა გავრცელებული ვიდეოებიდან ბევრი ხელოვნურად იყო გენერირებული და გადაჭარბებული.

სინამდვილეში, მისი 31-ე დაბადების დღე დიდი ოჯახური შეკრებით აღინიშნა და ე.წ. bhajan night-ით (საღამო რელიგიური სიმღერებითა და ლოცვით). ღონისძიებას ესწრებოდნენ ცნობილი სტუმრები, მათ შორის ბოლივუდის ვარსკვლავები შაჰ რუხ ხანი, სალმან ხანი და სხვები. დაბადების დღე დაემთხვა მისი გარემოსდაცვითი და ცხოველთა დაცვის პროექტის, Vantara-სთან დაკავშირებულ ღონისძიებებსაც. გავრცელდა ვიდეოები, სადაც ის თანამშრომლებთან ერთად აღნიშნავს დღეს და მათგან სიმბოლურ მილოცვებს იღებს.

ცერემონიაზე ყურადღების ცენტრში მოექცა უნიკალური, წიგნის ფორმის დაბადების დღის ტორტიც. მისი შთამბეჭდავი დიზაინის გარდა, ტორტს უფრო ღრმა გზავნილიც ჰქონდა. მის „გვერდებზე“ განთავსებული იყო ფრაზები, როგორიცაა „ველური ბუნებისა და სიბრძნის ახალი თავი“, „ველური ბუნების შესახებ განათლების მემკვიდრეობის დასაწყისი“, რაც ასახავდა ანანტის ხედვასა და ბუნებისადმი ერთგულებას.

  • ანანტ ამბანი ინდოელი ბიზნესმენია, უმდიდრესი ადამიანების - მუკეშ და ნიტა ამბანების უმცროსი შვილი. ოჯახი აკონტროლებს Reliance Industries-ს, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი კონგლომერატია ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, საცალო ვაჭრობისა და სხვა სფეროებში.

რატომ გახდა ასეთი პოპულარული?

1. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახის წევრია

ამბანის ოჯახი წლების განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრეს ოჯახებს შორისაა. ამის გამო ოჯახის თითოეული წევრი მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრშია.

deccanherald-2024-07-ea788b0-1780383190.jpg

2. გრანდიოზული ქორწილი

2024 წელს მისი ქორწილი რადიკა მერჩანტთანმსოფლიო მედიის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოვლენა გახდა.

ქორწილის წინ და შემდეგ გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ რიანა, ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი და მრავალი სხვა ცნობილი ფიგურა ბიზნესიდან, პოლიტიკიდან და გასართობი ინდუსტრიიდან.

ამ ღონისძიებებმა მილიარდობით ნახვა დააგროვა სოციალურ მედიაში.

3. ჯანმრთელობისა და წონის კლების ისტორია

ანანტი ხშირად ხვდებოდა მედიის ყურადღების ცენტრში მისი ჯანმრთელობის პრობლემებისა და წონის მკვეთრი ცვლილებების გამო. ახალგაზრდობაში ათობით კილოგრამი დაიკლო ინტენსიური ვარჯიშისა და დიეტის მეშვეობით, რის გამოც ბევრისთვის მაგალითად იქცა.

4. ცხოველებისადმი განსაკუთრებული ინტერესი

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია Vantara — დიდი ცხოველების გადარჩენისა და რეაბილიტაციის ცენტრი ინდოეთში.

ამ პროექტში ათასობით ცხოველის მოვლა და რეაბილიტაცია ხდება, განსაკუთრებით სპილოების, დიდი კატების და სხვა გადარჩენილი ცხოველების.

სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ის მსახიობი ან პოლიტიკოსი არ არის, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ახალგაზრდა მემკვიდრეა.

ტირამისუ ხიზილალით, ოქროს საათები სტუმრებისთვის, ყვავილებით მორთული დარბაზები და კაბები ბრილიანტებით - საუკუნის ქორწილი გრანდიოზულად დასრულდა
7 თვის წინ დაწყებული საუკუნის ქორწილი კვლავ გრძელდება და ხარჯებმა მილიარდ დოლარს მიაღწია - ინდოელმა წყვილმა ამჯერად ოფიციალურად იქორწინა (ფოტო+ვიდეო)
1800-კარატიანი სამკაულები და მილიონობით დოლარის ღირებულების სამოსი - მდიდარმა ინდოელებმა Met Gala-ც კი დაზაფრეს