ავრორა კიბამ, რომელიც ადრე 63 წლის მომღერალთან, გრიგორი ლეპსთან იყო ურთიერთობაში, იტალიაში რომანტიკული მოგზაურობიდან 36 წლის შეყვარებულთან, რუსტამ გაჯიევთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. კომოს ტბიდან გადაღებულ ფოტოებზე წყვილი ნავზე კოცნის, სანთლის შუქზე სადილობს და ავრორა თეთრ კაბაში პოზირებს - რაც ბევრმა გულშემატკივარმა ნიშნობაზე მინიშნებად აღიქვა.




ავრორა კიბას ახალი რჩეული ბიზნესმენი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, ბიძაშვილია. გოგონა მასთან ერთად მოგზაურობის ფოტოებს სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს.
ცოტა ხნის წინ 20 წლის ავრორამ ჩინეთში შვებულებიდან გადაღებული ფოტოები გაუზიარა თავის გამომწერებს. პეიზაჟების ამსახველ ფოტოებს შორის იყო 36 წლის ბიზნესმენ რუსტამ გაჯიევთან ერთად გადაღებული ფოტოები. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ურთიერთობაზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისმა ახალმა შეყვარებულმა გადაუხადა ავრორას 20 წლის იუბილე 2026 წლის თებერვალში.
კიბას რჩეულის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. რუსტამ გაჯიევი დაიბადა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, რაუფ გაჯიევის და ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორის, სევინჯ გაჯიევას ოჯახში. 2026 წლის მონაცემებით, რუსტამ გაჯიევის წმინდა ქონება 1 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს - ის 2012 წლიდან ქვეყნის წამყვან საინკასაციო სააგენტოს ხელმძღვანელობს.

ლეპსი კი რომანის დასრულების შემდეგ კვლავ ცოლს დაუბრუნდა.