შემთხვევითი შეხვედრა, არავარსკვლავური ცხოვრების სტილი და მოკრძალებული საქორწინო ცერემონია - როგორ დაიწყო და განვითარდა დუა ლიპასა და კალუმ ტერნერის სიყვარულის ისტორია - მშობლები

შემთხვევითი შეხვედრა, არავარსკვლავური ცხოვრების სტილი და მოკრძალებული საქორწინო ცერემონია - დუა ლიპასა და კალუმ ტერნერის სიყვარულის ამბავი

2026-06-02 14:20:21+04:00

რამდენიმე დღეა, პრესა დუა ლიპასა და კალუმ ტერნერის მოკრძალებულ საქორწინო ცერემონიას განიხილავს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი და მისი რჩეული, მსახიობი, კალუმ ტერნერი, 2026 წლის 31 მაისს ლონდონში დაქროწინდნენ. ქორწილის ფოტოები გამოცემა "The Daily Mail"-მა მოიპოვა. წვეულება გასაიდუმლოებული იყო. იქამდე წყვილი 2 წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს. მათი ურთიერთობა კი ნამდვილ რომანტიკულ კომედიას ჰგავს…

ყველაფერი ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ რესტორანში, შემთხვევითი შეხვედრით დაიწყო. როგორც ლიპამ 2025 წელს "British Vogue"-თან ინტერვიუში გაიხსენა, იმ საღამოს ტერნერი მასთან მივიდა და ჰკითხა, თუ რას კითხულობდა. "აღმოჩნდა, რომ ორივე ერთსა და იმავე წიგნს ვკითხულობდით", - თქვა მან. ეს იყო ერნან დიასის "ნდობა" (Trust).

dua-lipa-1-1780395965.jpg

2024 წლის განმავლობაში მათი ურთიერთობა საჯარო გახდა. წყვილს დროდადრო პაპარაცები აფიქსირებდნენ, თუმცა თავად საჯაროდ არ საუბრობდნენ. დეკემბერში კი მომღერალმა არათითზე ბრილიანტის ბეჭედი გამოაჩინა, რითაც გულშემატკივრებს ნიშნობაზე მიანიშნა. ამას მოჰყვა დებიუტი "Met Gala"-ს წითელ ხალიჩაზე. 2025 წლის ივნისში კი ლიპამ "British Vogue"-თან ნიშნობა ოფიციალურად დაადასტურა.

მიუხედავად იმისა, რომ მათ სამუდამო სიყვარული იპოვეს, წყვილი დაქორწინებას არ ჩქარობდა. მათ დრო გამონახეს და შავ კომედიას, "The Drama"-ს ერთად უყურეს. "A24"-ის ამ ფილმში ზენდაიასა და რობერტ პატინსონის პერსონაჟების, ემასა და ჩარლის ურთიერთობა იძაბება. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ისინი ერთმანეთს თავიანთ ყველაზე ცუდ საქციელს უმხელენ. "მე და კალი ამ ფილმის სანახავად ერთად წავედით და მივხვდით, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ეს ყველაფერი უკვე ნათქვამი გვქონდა", - გაუზიარა ლიპამ "GQ"-ს 2026 წლის მაისში. ამით მომღერალმა გულშემატკივრებს აჩვენა, რომ მას და მის რჩეულ მამაკაცს იმაზე ბევრად სერიოზული ურთიერთობა აკავშირებდათ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

dua-lipa-7-1780395996.jpg

კალუმ ტერნერმა გრემის სამგზის მფლობელ მომღერალთან, დუა ლიპასთან, პირველი შეხვედრის ისტორია "The Sunday Times"-თან ასე გაიხსენა: "მივხვდით, რომ ერთსა და იმავე წიგნს ვკითხულობდით, რაც გიჟური დამთხვევაა. წიგნს "ნდობა" ჰქვია. მე პირველი თავი ახალი დასრულებული მქონდა და ეს მას ვუთხარი. მან შემომხედა და მითხრა: "მეც ახლახან დავასრულე პირველი თავიო". მე კი ვუპასუხე: "ესე იგი, ჩვენ ერთ გვერდზე ვართ", - განმარტა მსახიობმა.

სამყარომ მათ მანამდეც მისცა შეხვედრის რამდენიმე შანსი. "ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში, ალბათ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ ან ხუთჯერ ავცდით ერთმანეთს. გვყავდა საერთო მეგობრები და დავდიოდით ერთსა და იმავე ადგილებში. ერთხელ ის წვეულებაზე წავიდა, მეც იქ მივედი, თუმცა მისი წასვლიდან რამდენიმე წუთში. მე ღამის 2 საათზე მივედი, ის კი 1:45-ზე წავიდა. მან თავისი Uber-ის აპლიკაცია შეამოწმა, მე კი - ფოტო, რომელიც ჩემი მეგობრის სახლის წინ მისვლისას გადავიღე", აღნიშნა მსახიობმა იმავე ინტერვიუში.

საბოლოოდ, ისინი ლიტერატურულმა გემოვნებამ დააახლოვა. 2024 წლის მარტში - მათი რომანის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ - წიგნი "ნდობა" ლიპას წიგნის კლუბის რჩეული გახდა.

მათ ურთიერთობა ინსტაგრამზე "გლასტონბერის" ფოტოებით დაადასტურეს

dua-lipa-5-1780396051.jpg

მანამდე წყვილმა ინტერნეტი ააფეთქა ლოს-ანჯელესის ცნობილ რესტორან "Sushi Park"-ში გრძნობების საჯაროდ გამოხატვით. ასევე, ისინი კალუმ ტერნერის სერიალის, "Masters Of The Air"-ის პრემიერას ფარულად დაესწრნენ. ექვსი თვის შემდეგ კი მათ ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურეს. 2024 წელს მათ გლასტონბერის მუსიკალური ფესტივალიდან ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნეს.

ლიპას 2024 წლის ივლისის ინსტაგრამ-პოსტში რამდენიმე კადრი შევიდა. ერთ ფოტოში მსახიობი მას თავზე კოცნის, მეორეში კი წყვილი ბალახზე დასასვენებლად წამოწოლილი ტკბილად უყურებს ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ ლიპა იმ წლის ფესტივალის მთავარი ვარსკვლავი იყო. ტერნერმა კი ამ მნიშვნელოვან მომენტში მოსიყვარულე და მხარდამჭერი შეყვარებულის როლი მოირგო.

2025 წლის "Met Gala" მათ პირველ წითელ ხალიჩად იქცა

dua-lipa-6-1780396074.jpg

ლიპამ ინსტაგრამზე მარცხენა არათითზე ბეჭდით პირველი ფოტო 2024 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. ამან ფანებს გაუჩინა კითხვა, გადადიოდა თუ არა წყვილი ურთიერთობის ახალ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ნიშნობა მან 2025 წლის ივნისში დაადასტურა, წყვილმა მანამდე სხვა მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია. ეს იყო წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩენა. ცნობილი ადამიანების საუკეთესო ტრადიციებისამებრ, მათ ოფიციალური დებიუტისთვის 2025 წლის მაისის "Met Gala" გამოიყენეს.

მოდის ამ უმნიშვნელოვანეს საღამოზე წყვილი "Chanel"-ის სამოსით წარდგა. ლიპას ეცვა მუქი, რომანტიკული შავი კაბა ზურგზე ღრმა ჭრილითა და ეფექტური მოსასხამით. ჟურნალ "Vogue"-ის თანახმად, კაბა 45 000-ზე მეტი ნაქარგი კრისტალით, ბუმბულითა და მარგალიტით იყო გაფორმებული. ტერნერს კი კლასიკური შავი კოსტიუმი ეცვა და სპილოსძვლისფერი პრინტიანი ჰალსტუხი ეცვა.

ტერნერმა მას ხელი დაახლოებით 2-კარატიანი მრგვალი ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა

dua-lipa-8-1780396157.jpg

ხელის თხოვნის ისტორია კვლავ საიდუმლოდ რჩება, თუმცა ლიპა სოციალურ ქსელში ბეჭდის ჩვენებას არ ერიდება. როგორც გამოცემა "InStyle" იტყობინება, მისი უნიკალური ბეჭდის ბრილიანტი დაახლოებით 2 კარატისაა. ის 18-კარატიან ყვითელ ოქროშია ჩასმული.

2025 წლის ივნისის ინტერვიუში ლიპამ "British Vogue"-ს განუცხადა, რომ ნიშნობის ბეჭედი "ზუსტად მისი სტილია". "ვგიჟდები მასზე... სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ადამიანი, ვისთან ერთადაც აპირებ მთელი ცხოვრების გატარებას, ძალიან კარგად გიცნობს", - თქვა მან. მომღერალმა დასძინა, რომ ტერნერმა სამკაულის დამზადებამდე მის საუკეთესო მეგობრებთან და დასთან გაიარა კონსულტაცია.

მათ ლონდონში ვიწრო წრეში საიდუმლო ქორწილი გადაიხადეს

dua-lipa-10-1780396237.jpg

dua-lipa-11-1780396251.jpg

"British Vogue"-თან ინტერვიუში, სადაც მან ნიშნობა დაადასტურა, ლიპამ დააკონკრეტა, რომ ქორწილს არ ჩქარობდა. "მინდა დავასრულო ჩემი ტურნე, კალუმი გადაღებებზეა, ამიტომ ჩვენ უბრალოდ ვტკბებით ამ პერიოდით. არასდროს ვყოფილვარ ისეთი ადამიანი, ვინც ქორწილზე ფიქრობდა ან იმაზე ოცნებობდა, თუ როგორი პატარძალი იქნებოდა. უცებ კი ვამბობ: ოჰ, რა უნდა ჩავიცვა?" - თქვა მომღერალმა ინტერვიუში.

dua-lipa-12-1780396270.jpg

სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ლონდონის "Old Marylebone Town Hall"-ში გამართულ ქორწილში, ლიპამ შთაგონება ბიანკა ჯაგერის საკულტო საქორწინო კოსტიუმიდან აიღო. აქტივისტს და "Rolling Stones"-ის ფრონტმენის, მიკ ჯაგერის ყოფილ მეუღლეს სპილოსძვლისფერი ივ სენ ლორანის "Le Smoking" პიჯაკი და მაქსი ქვედაბოლო ეცვა. მან სტილი შესაფერისი ფართოფარფლებიანი ქუდით შეავსო. ზუსტად 55 წლის შემდეგ ლიპას სამოსმა ეს საქორწინო მოდელი გაიმეორა. თუმცა, მისი კოსტიუმი "Schiaparelli Haute Couture"-ის ბრენდის იყო. საზოგადოების ყურადღება მომღერლის ძალიან დახვეწილმა, არაპომპეზურმა იმიჯმა მიიქცია.

"People"-ის რეპორტაჟის მიხედვით, მომღერალს სტივენ ჯონსის ულამაზესი ქუდი ეხურა. ასევე ეკეთა "Bvlgari Serpenti"-ს ყელსაბამი და საყურეები. სტილს ასრულებდა თეთრი ხელთათმანები და "Christian Louboutin Miss Z" თეთრი ფეხსაცმელი. კალუმ ტერნერმა კი მუქი ლურჯი, სადა კოსტიუმი აირჩია.

აღსანიშნავია, რომ წყვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ დუა ლიპა მსოფლიოში აღიარებული მომღერალია, კალუმ ტერნერი კი ცნობილი მსახიობი, ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულიად არავარსკვლავურად ცხოვრობდნენ. პაპარაცები ლონდონის მეტროში, ჩვეულებრივ სკვერებსა თუ გასართობ სივრცეებში ერთად ხშირად აფიქსირებდნენ. კადრები კი ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევდა.

dua-lipa-14-1780396448.jpg

dua-lipa-13-1780396464.jpg

dua-lipa-15-1780396541.jpg

dua-lipa-20-1780396665.jpg

dua-lipa-21-1780396683.jpg

dua-lipa-22-1780396698.jpg

ბოშათა მეფის 16 წლის ქალიშვილის ძვირად ღირებული ქორწილი განხილვის საგნად იქცა - რას ამბობს პატარძალი?
5-დღიანი ფუფუნება, 400 სტუმარი და გადაკეტილი მეხუთე ავენიუ - მდიდარი ინდოელების ქორწილმა ნიუიორკელები გააბრაზა. წყვილის დეპორტაციასაც კი ითხოვენ