რით განსხვავდება კბენა და გაკაწვრა ერთმანეთისგან და რამდენად რეალურია ცოფის საშიშროება ასეთ დროს, ასევე რამდენად აქვს მნიშვნელობა, ძაღლი ადამიანს სხეულის რა ზონაზე დაკბენს - თემაზე პოდკასტში "ოთარი ექიმო" ვეტერინარი კესო კერესელიძე საუბრობს:
- გააჩნია. ცოფთან დაკავშირებით, თუ დაკბენა მოხდა, პირველ რიგში, ვნახულობთ პასპორტს და ვამოწმებთ, ცხოველი აცრილი არის თუ არა. ამის შემდგომ კონსულტაციაზე რაბიოლოგთან მივდივართ. ამ საკითხში კომპეტენტური სწორედ რაბიოლოგია. ქუჩის ცხოველთან დაკავშირებით კი, როდესაც არ ვიცით, აცრილი არის თუ არა, უმეტეს შემთხვევაში გადაწყვეტილებას მაინც რაბიოლოგი იღებს, რომ ბავშვი იქნება თუ ზრდასრული, აუცილებლად უნდა აიცრას.
გაკაწვრის შემთხვევაშიც, ასაცრელია თუ არა, მაინც რაბიოლოგმა უნდა გადაწყვიტოს. თუმცა, ცოფი მხოლოდ კბენით გადადის. ამასთან, ცხოველი აუცილებლად დაინფიცირებული უნდა იყოს, ანუ მას ცოფი უნდა სჭირდეს. უბრალოდ აუცრელმა ძაღლმაც რომ გვიკბინოს, აუცილებელი არ არის, რომ ცოფი გადაგვედოს. თვითონ ცხოველი უნდა იყოს ცოფით დაავადებული.
რაბიოლოგთან ვიზიტს ალტერნატივა არ აქვს, რადგან ეს მისი კომპეტენციაა. სწორედ ამიტომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი. როდესაც ცხოველი ცოფსა და კომპლექსურზე აცრილია, რაბიოლოგი ვაქცინაციას პირდაპირ არ იწყებს. ის ცხოველს 10 დღის განმავლობაში აკვირდება. თუ ცხოველი ჯანმრთელია, არ დაიღუპება, ცოცხალი რჩება და დაკვირვების ქვეშ იმყოფება, ექიმი ვაქცინაციის ჩატარებას აღარ გადაწყვეტს.
- ამას მხოლოდ მაშინ ამბობს, თუ ძაღლი აცრილია. როდესაც ჩვენ იმის საშუალება გვაქვს, რომ ძაღლს დავაკვირდეთ, ანუ, ეს ძაღლი არ გაგვექცევა, პატრონიანია, ყოველ დღე თუ ვხედავთ, სიმპტომების გამოვლინებიდან, აგრესიის გამოხატვიდან 8-10 დღეში უმეტეს შემთხვევაში ცხოველი იღუპება. სწორედ ამიტომ არის ეს 10 დღე დაკვირვების პერიოდად გამოყოფილი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დაწყება უშუალოდ რაბიოლოგმა უნდა გადაწყვიტოს.
- რა თქმა უნდა, თუ კანი დაზიანებულია. თანაც, მნიშვნელობა აქვს, ნაკბენი სად არის. ზედა კიდურები უფრო საშიშია. ფეხზე დაკვირვებისთვის უფრო დიდი დრო გაქვს, ხოლო ზედა კიდურები, თავთან ახლოს, სახესთან - ბევრად უფრო საშიშია. უფრო მალე ვრცელდება, რადგან ნეიროინფექციაა. ამ შემთხვევაში არც აკვირდებიან და არც აცდიან ამ 10 დღეს. ამიტომ არის, რომ ყველა ეს შემთხვევა აბსოლუტურად ინდივიდუალურია.