როგორ უნდა ამოვიცნოთ დემენციის ნიშნები, რა სიმპტომებით ვლინდება იგი, როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ პაციენტებთან ერთად და როგორ შევუმსუბუქოთ ფსიქოლოგიური ტვირთი ოჯახის წევრებს - თემაზე ნევროლოგი ნინო კრავეიშვილი გადაცემაში "შუადღე Live" საუბრობს:
- ბევრი პაციენტი მოდის და მეკითხება - ლექსიკის პრობლემები აქვთ და საგნების დასახელება უჭირთ და დემენციაზე აქვთ ეჭვი. თუმცაღა ასე არ არის. დემენციის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, გადაწყვეტილებების მიღების შეუძლებლობაა. აი, მაგალითად, საჭეს ჩვეულებრივად მართავ და შეიძლება 10 წელი ისე გქონდეს დემენცია, რომ ვერც მიხვდე და დიფერენციაცია ვერც გააკეთო. ვთქვათ, საჭეს მართავ და სამსახურში მიდიხარ. მოხდა გაუთვალისწინებელი მოვლენა - ან ვიღაცამ მოგიჭრა, ან საცობია - შეიძლება, იმ დროს სწორი გადაწყვეტილება ვერ მიიღო და ეს სიმპტომებიდან ერთ-ერთი მარკერი, მესიჯბოქსია.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ლექსიკის დარღვევის პრობლემები. თუმცაღა, დემენცია აზროვნებას, ფსიქიკას, მენტალობას აზიანებს, ქცევით აშლილობებს იწვევს და, როგორც აღნიშნეთ, პატრონებისთვის ძალიან დამთრგუნველია. საერთოდ, მედიცინაში ასეთი ტერმინი არსებობს - თანადამოკიდებულება. ვინც ინტრავენური მომხმარებლები არიან, მათი ოჯახის წევრები თანადამოკიდებულებად ითვლებიან. ასევე, მე ვთვლი, რომ დემენციით დაავადებული პაციენტების ოჯახის წევრებისთვისაც უნდა არსებობდეს ტერმინი, რადგანაც ოჯახის წევრებიც იმავე ფსიქოლოგიურ გამოწვევებს გადიან და მათთვის ნამდვილად ძალიან რთულია.
- პიროვნების დეგრადაცია, პიროვნების ცვლილება ხდება და შეიძლება ის გადაწყვეტილება ვერ მიიღოს, რაც იმ პიროვნებასთან ასოციაციაშია, და სულ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღოს.
დემენციების დროს ქცევითი დარღვევები ძალიან ხშირია, ასევე კვებითი ქცევითი დარღვევები და ფსიქომოტორული აგიტაციებიც ძალიან ხშირია. დემენციას თავისი სტადიები აქვს. არის პრედემენცია. პრედემენციის ასაკთან დაკავშირებულ მეხსიერების ცვლილებებისგან განსხვავება ძალიან რთულია, იმიტომ რომ, ვისაც მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს - ცეკვავს, მღერის, ბევრი ენა იცის, მათემატიკა იცის - ნეიროპლასტიურობა, ნეირონული ქსელები გვაქვს. დემენციამ ეს ყველა გზა რომ გაანადგუროს, ძალიან დიდი დრო დასჭირდება. პაციენტები უკვე გვიან სტადიაზე მოდიან და სიარული ავიწყდებათ, ანუ მოძრაობის აპრაქსია აქვთ - როდის მოხარონ, როდის გაშალონ ფეხი. და ვეკითხები: "აბა, ველოსიპედზე დასვით" - და ველოსიპედს ჩვეულებრივად ატარებენ, იმიტომ რომ ის ნეიროპლასტიური გზა ჯერ განადგურებული არ არის. კი, სიარული შეიძლება დაავიწყდეს, მაგრამ სხვა უნარები და სხვა ჩვევები ჯერჯერობით შენარჩუნებული ჰქონდეს, ამიტომ აქტივობებია მნიშვნელოვანი. პატარა ბავშვები დაგვყავს ცეკვაზე, ტანვარჯიშზე, ყველგან, და ასაკი რომ გვემატება, სულ ერთსა და იმავეს ვაკეთებთ.
- დიახ, მაგრამ ის კროსვორდები, რასაც ავსებენ, დაახლოებით ყველა ერთმანეთს ჰგავს და ავტომატიზაციის დონეზე რჩება. უფრო მნიშვნელოვანია, ვთქვათ, წავიდეს და ახალი ენა ისწავლოს, ცეკვაზე იაროს, სიმღერაზე... ეს სტიგმა არ უნდა იყოს.
60 წლის ასაკისთვის მთელი პოპულაციის 5% ავადობს დემენციით, ხოლო 80 წლის ასაკისთვის - 20%. არის ადრეული დასაწყისი და ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ შექცევადი და შეუქცევადი დემენციები არსებობს. შექცევადის დროს ძალიან ბევრი მიზეზია, ამიტომ ექიმი ყურადღებით უნდა იყოს, რომ მარტივი რამ არ გამოეპაროს და მას არასწორი სახელი არ დაარქვას.
- როგორც წესი, დემენციების დროს ბიომარკერები ლიმიტირებულია. მაგრამ ბოლო დეკადაა, რაც ATN-ის კლასიფიკაციით სისხლის აღება დაიწყეს ამილოიდზე, ტაუ პროტეინზე და ნეიროფილამენტებზე, თუმცაღა ცრუ პოზიტიური და ცრუ ნეგატიური პასუხებიც მოდის და ამას ბმაში აკეთებენ, ვთქვათ, პეტ სკანირებასთან. თუმცაღა, მანამდეც ვსარგებლობდით და ახლაც ძალიან ეფექტიანია მინი-მენტალ და მოკას ტესტები. კოგნიტიური ფუნქციების შეფასება არა ერთჯერადად, არამედ სერიული მონიტორინგით ხდება, რაც დაავადების დიაგნოზის დასმაშიც გვეხმარება და შემდგომ მონიტორინგშიც.
- დემენცია ზოგადი ტერმინია. დემენციებიდან ალცჰაიმერს დაახლოებით 60% უჭირავს. შემდგომ ვასკულური დემენციები მოდის, შემდგომ - ლუის სხეულაკების დემენციები. ეს პათოფიზიოლოგია და პათომორფოლოგიაა, თუ რა ხდება ორგანიზმში. ალცჰაიმერის დროს ამილოიდები თავის ტვინში, ნეირონებში გაქვს ჩალაგებული. ვასკულური დემენციები შეიძლება შექცევადი იყოს, იმიტომ რომ წნევას, მოციმციმე არითმიას და ასე შემდეგ აკონტროლებ. ალცჰაიმერი კი შექცევადი არ არის. ნაკლებად შექცევადია, თუმცაღა არსებობს მედიკამენტები, რომლებიც პაციენტს ცხოვრებას შეუმსუბუქებს.
- იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ადრეულ ასაკშიც დაიწყოს. აი, მაგალითად, კიდევ არის ერთ-ერთი დემენცია, რომელსაც დემენცია პუჯილისტიკა ჰქვია და ბოქსიორებს ემართებათ. ხშირი, ქრონიკული, მუდმივი ტრავმები დემენციას იწვევს. ასევე, ვთქვათ, ვილსონის დაავადებაც დემენცია არის, როდესაც ნეირონებში კუპრუმის ჩალაგება ხდება. ამის დებიუტი პაციენტში შეიძლება შედარებით ადრეც იყოს. ანუ სხვადასხვა ტიპები გვაქვს.
- ყველაფერი გენეტიკურია. მულტიფაქტორულია, მაგრამ გენომის ფართო კვლევის თანახმად, რაღაც სნიპებია ნაპოვნი და გენეტიკასთან კორელაცია, რა თქმა უნდა, არსებობს. ოღონდ ეს 50% - 50%-ზე არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დამემკვიდრდება. ალბათობა მაღალია. გენეტიკა მედიცინაში, ძალიან მნიშვნელოვანია.
- საპრევენციოდ, წესით, ალცჰაიმერი რომ ავიღოთ, არაფერი არსებობს. მაგრამ, როდესაც პაციენტს მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს, დემენციის დებიუტი შეიძლება დაწყებული იყოს და ვერც შეამჩნიო, დებიუტი შეიძლება 10 წლის შემდგომ დადგეს, იმიტომ რომ იმ ნეირონული ქსელის განადგურებას ბევრი წელი სჭირდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე შესამჩნევი იქნება. ხოლო, ვისაც ინტელექტუალური შესაძლებლობები ნაკლები აქვს და თავის ტვინში ნაკლები ნეირონული ქსელი გააჩნია, შეიძლება ერთ ან ორ წელიწადში უკვე გამოგვივლინდეს. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი მეხსიერებაში ამ რაღაც გეფებს შედარებით ფარავს - ზოგი სარკაზმით, ზოგი იუმორით...
- ვასკულური დემენციაა გამონაკლისი, დანარჩენი დემენციები, სამწუხაროდ, ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებებია, რომლებიც ნეიროდეგენერაციას იწვევს და საბოლოო ჯამში ლეტალური გამოსავლით ვლინდება.
- რა პრობლემაა, კი, ერთი ცხოვრება აქვს და წაიყვანონ. აუცილებლად... აგრესიულები ძალიან ხშირად არიან, შესაბამისად, მათ მედიკამენტოზური მხარდაჭერა სჭირდებათ. მაგრამ, რა თქმა უნდა, პაციენტთან კონფრონტაციაში არ უნდა შეხვიდე. უნდა შეეცადო, მიხვდე, რა აწუხებს და ის პრობლემა ამოხსნა. მაგალითად, შესაძლოა, საჭირო ოთახში უნდა და ვერ ხვდება, ეს დისკომფორტი აქვს და ამ ტრიგერს თუ მოუხსნი, მისი ემოციური სფერო შედარებით დამშვიდდება.
- ორი აბსოლუტურად სხვადასხვა დაავადებაა. ის დემიელინიზაციაა, ეს კი - თავის ტვინში ამილოიდის დეპოზიტები, როგორც პათოფიზიოლოგიურად, ისედაც. გაფანტული სკლეროზის დროს დაავადება მეხსიერების დარღვევებით არ ვლინდება. გაფანტული სკლეროზის დროს მოტონეირონის დაზიანება გვაქვს და ხდება ისე, რომ ადამიანი ხელს ვერ ატოკებს, ფეხს ვერ ამოძრავებს, მეტყველება უჭირს. სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური დარღვევები გვაქვს.
- რა თქმა უნდა, განგაშის ზარი არ არის, მით უმეტეს - ამ ასაკობრივ ჯგუფში.
- თავის ტვინის კარგი ფუნქციონირებისთვის სრულყოფილი ძილი მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი რგოლი ამოვარდნილია და დისბალანსში ხარ, შეიძლება... თუმცაღა ინსომნია, ანუ უძილობა, შეიძლება სიმპტომი იყოს: ან შფოთვითი აშლილობა გაქვს, ან დეპრესია. როდესაც შფოთვითი აშლილობა ან დეპრესიაა, ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები მინიმუმ 10-20%-ით ნაკლებია. მას ინსომნიით განპირობებული მეხსიერების დარღვევებიც ემატება და იმ კომპლექსურ ჩივილებს მიიღებთ, რასაც ახლა ასახელებთ.
მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ სპეციალისტმა უნდა შეამოწმოს. ენცეფალოგრამით, კატეთი და ემერტეთი დემენციის დიაგნოზი არ ისმება. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შექცევადი დემენციების მიზეზი გამორიცხოთ. მაგალითად, თავის ტვინში წარმონაქმნები დემენციას იწვევს და კატე რომ გააკეთოთ, შექცევადი დემენციების რამდენიმე მიზეზს გამორიცხავთ.