ჟურნალისტი გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში მისი და მისი მეუღლის რამდენიმეწამიანი ვიდეოს ნახვებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამდენი წელია აკეთებს კონტენტს და ბევრს მუშაობს, რომ მაყურებლამდე მიიტანოს საინტერესო თემები, თუმცა მისი და მისი მეუღლის ათწამიან ვიდეოს გაცილებით მეტი ნახვა აქვს ყოველთვის. ამ თემაზე გვანცამ თავის პოდკასტშიც ისაუბრა ადრე გულისტკივილით, რომ ხარისხიანი და მართლაც სასარგებლო, სერიოზული ნამუშევარი ბევრად ნაკლებ ინტერესს იწვევს ხოლმე საზოგადოებაში, ვიდრე რამდენიმეწამიანი "ყვითელი" თუ ძალიან უბრალო ამბები.
გვანცას წლებია ბედნიერი ოჯახი აქვს. დაქორწინებულია ყოფილ მორაგბესა და ბიზნესმენ ვახო მჭედლიძეზე, რომელმაც მცირე ხანს პოლიტიკაშიც სცადა ძალები. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ერეკლე და ლილე.
