"ჩემი სიყვარული 50 წლისაა... გავაგრძელოთ ცხოვრება..." - როგორ მიულოცა ქმარს დაბადების დღე 77 წლის ალა პუგაჩოვამ და რა ფოტოებს აქვეყნებს მაქსიმ გალკინი - მშობლები

"ჩემი სიყვარული 50 წლისაა... გავაგრძელოთ ცხოვრება..." - როგორ მიულოცა ქმარს დაბადების დღე 77 წლის ალა პუგაჩოვამ და რა ფოტოებს აქვეყნებს მაქსიმ გალკინი

2026-06-19 22:04:09+04:00

ცნობილი წყვილი გულშემატკივრებს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ალა პუგაჩოვა რა ხანია, სცენაზე აღარ დგას და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაც დატოვეს, მაინც მუდმივად აქტუალურები არიან. ბოლო დროს, ალა პუგაჩოვას ასაკობრივ ცვლილებებთან ერთად, ინტერესის საგანია მაქსიმ გალკინის გარდასახვა - შოუმენმა აქტიურად დაიწყო ვარჯიში, ფორმაში ჩადგა და ამბობენ, რომ სახის კორექციაც გაიკეთა.

50-1781893959.jpg50-1-1781893959.jpg

18 ივნისს გალკინს დაბადების დღე ჰქონდა - 50 წლის გახდა. 77 წლის მეუღლემ ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში შემდეგი ტექსტით:

"ჩემი სიყვარული 50 წლისაა... გავაგრძელოთ ცხოვრება..."

maks3-1781893960.jpg

თავად გალკინმა კი დაბადების დღის მეორე დილას ნავარჯიშევი სხეულის დემონსტრირება მოახდინა კვლავაც და უამრავი კომპლიმენტიც მიიღო.

maks-1781893960.jpg

მაქსიმთან ქორწინებას (რომელსაც ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა უკვე 15 წელია ერთად არიან) ალა ყველაზე დიდ გამართლებას და სიყვარულს უწოდებს:

- მას საოცარი ნიჭი აქვს - შემიყვაროს, შეიყვაროს თავისი ოჯახი და იზრუნოს ჩემზე. შემიყვარდა და მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც მჭირდებოდა. ჩვენ აბსოლუტური ჰარმონია გვაქვს...ოჯახი მხოლოდ სექსი არ არის. ეს არის მეგობრობა, გაგება, მხარდაჭერა, - ხაზგასმით აღნიშნა პუგაჩოვამ.

ალას თქმით, დაქორწინების გადაწყვეტილება წყვილმა მოგვიანებით მიიღო, როცა გალკინს საზღვარგარეთ გასტროლებისას პრობლემას უქმნიდნენ, რომ დაუქორწინებელი ურთიერთობით ქვეყნის რეპუტაციას ლახავდა.

ალამ ისაუბრა ასევე რუსეთიდან წასვლაზე. მისი თქმით, გალკინის მკაფიო ანტისაომარი განცხადებების და მისი პოზიციის გამო, შევიწროებას გრძნობდნენ. პუგაჩოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც კი დაიბარეს და უსაყვედურეს.„როდესაც ბავშვები სკოლაში წავიდნენ, მათი დაჩაგვრაც დაიწყეს: თქვენ ჯაშუშების შვილები ხართ, თქვენი მამა უცხოელი აგენტია, მტრები ხართ... ჩემოდნები ჩავალაგეთ... თან 30 ათასი დოლარი გვქონდა, რომლის წამოღებაც შეგვეძლო და ისრაელში გავემგზავრეთ“, - თქვა პუგაჩოვამ. „მოღალატე ვარ?.. და სინამდვილეში რას ვუღალატე? ვთქვი, რომ შემეძლო სამშობლოს დატოვება, რომელიც ძალიან მიყვარს, მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ჩემი სამშობლო მიღალატებდა. მან მიღალატა“, - აღნიშნა პუგაჩოვამ და დასძინა, რომ ჯერ კიდევ ჰყავს „მილიონობით გულშემატკივარი“ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.

ეს მისი რეალური ფოტოებია, შელამაზების გარეშე... - 77 წლის ალა პუგაჩოვას ფოტოები მისმა გულშემატკივარმა გამოაქვეყნა
„გალკინი მოღალატეა... ალა დიდებული ადამიანია... ჩვენ ერთად მშვენიერი 10 წელი ვიცხოვრეთ და ეს არ იყო ფარსი... შვილებს ყველაფერს ვუსრულებ“ - ფილიპ კირკოროვის აღიარება ალა პუგაჩოვაზე, შვილებსა და პლასტიკურ ქირურგიაზე
ალა პუგაჩოვამ 77-ე დაბადების დღე სამივე შვილთან ერთად აღნიშნა - როგორ მიულოცა დღეობა 49 წლის ქმარმა?