"მეორედ დავკარგე მამა, იგივე დიაგნოზით... დროებით, ჩემო ყველაზე მაგარო მამებო.!!" - ტასო გომელაური - მშობლები

"მეორედ დავკარგე მამა, იგივე დიაგნოზით... დროებით, ჩემო ყველაზე მაგარო მამებო.!!" - ტასო გომელაური

2026-06-23 18:16:32+04:00

ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებას ეხმაურება ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის ქალიშვილი ტასო.

"მეორედ დავკარგე მამა, იგივე დიაგნოზით... სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ტკივილს... დროებით, ჩემო ყველაზე მაგარო მამებო..!!" - წერს ტასო და თემურ უგულავასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

meored-davkarge-mama-igive-diagnozit-sitqvebit-ver-agvcer-am-tkivils-1782225242. დროებით ჩემო ყველაზე მ.jpgmeored-davkarge-mama-igive-diagnozit-sitqvebit-ver-agvcer-am-tkivils-1782225242. დროებით ჩემო ყველაზე მ (1).jpgmeored-davkarge-mama-igive-diagnozit-sitqvebit-ver-agvcer-am-tkivils-1782225242. დროებით ჩემო ყველაზე მ (2).jpg

როგორც ცნობილია, ნიკო გომელაურთან დაშორების შემდეგ (რომელთანაც ორი უფროსი შვილი ჰყავს), მსახიობ ეკა ნიჟარაძეს თემურ უგულავასთან ჰქონდა ურთიერთობა და წყვილს საერთო შვილი გაუჩნდა - ნოდარიკო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ დაქორწინებულან, ეკას თქმით, ბიზნესმენი წლები ეხმარებოდა შვილების აღზრდაში.

sddefault-1782225241.jpg
ეკა და ნიკო
eka-nizharadze-1736852818-1782225241.jpg
ეკა უფროს შვილებთან ერთად

წლების წინ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ეკა ნიჟარაძე ყვებოდა: „ცხრამეტი წლის გავთხოვდი და ოცი წლის დედა გავხდი. ასე რომ, არც ისე პატარა ვიყავი – დედობრივი პასუხისმგებლობა არ მეგრძნო. მაშინ ისეთი დრო იყო, როცა ყველაზე მეტად მინდოდა, შუქი და გაზი ყოფილიყო და ელემენტარული მაინც გამეკეთებინა ჩემი შვილისთვის. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი, ჩვენს სახლში კი სულ სტუმრიანობა იყო. მე და ნიკო რომ სტუმრად დავდიოდით, ბავშვებიც სულ თან დაგვყავდა.

...ფიზიკურად ძალიან ჰგვანან ჯეჯი და ტასო მამას. ტასო ხასიათითაც გამოჭრილი მამაა. ნიკო ძალიან კარგი მამა იყო. მე რომ ინსტიტუტში მივდიოდი, ბავშვებს ის იტოვებდა და მე წყნარად ვიყავი. ვიცოდი, დროულად აჭმევდა, გამოუცვლიდა, მოუვლიდა... ის უფრო რბილი და ლმობიერი ადამიანი იყო ბავშვების მიმართ, ვიდრე მე ვარ. ისე აგიხსნიდა სიტუაციას, არ შეიძლებოდა, მისი აზრი არ გაგეთვალისწინებინა.

900d7517-20d9-46c9-b92c-88b507d34bbe-38156-1740396912-1782226753.jpeg

ჩვენ რომ დავშორდით, ტასო ექვსი წლის იყო, ჯეჯი კი – ოთხის. რომ გითხრათ, დიდად განიცადეს ჩვენი დაშორება და ბავშვებმა მამის მზრუნველობის დეფიციტი იგრძნეს-მეთქი, ტყუილი იქნება. მე და ნიკოს სულ გვქონდა ერთმანეთთან კონტაქტი. ერთად ვწყვეტდით ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს და ისინიც ხშირად ხედავდნენ მას. რომ წამოიზარდნენ, ცოტა ერიდებოდათ მამასთან საუბარი პირად თემებზე, თუმცა ტასოს ისე აინტერესებდა ხოლმე მისი აზრი, სულ მეუბნებოდა, მე მერიდება და შენ უთხარი, მაინტერესებს, რას იტყვისო. პირად ცხოვრებაზე მამასთან საუბარი ცოტა რთულია გოგონებისთვის. აი, თქვენ უნდა გენახათ, ნოდაროს და ნიკოს ურთიერთობა. ნოდარო მას ნიკუშა მამიკოს ეძახდა და საკმაოდ დიდი იყო, როცა გაიგო, რომ რაღაც ხდებოდა და ნუკიშა მამიკო მისი ნამდვილი მამიკო არ იყო. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ტასოზე ვიყავი ორსულად. ნოდაროს ბაბუა კი, ვისი სახელიც მას ჰქვია, გარდაიცვალა, როცა მე მასზე ვიყავი ორსულად. ამიტომ, ნოდაროს მხოლოდ ერთი ბაბუა ჰყავდა – ჯეჯი ბაბუ, ანუ ნიკოს მამა. ისიც გიჟდებოდა მასზე და ნოდაროსთვისაც, ჯეჯი ბაბუ ყველაზე საყვარელი ბაბუა გახლდათ. ის რომ მოდიოდა, კანფეტები და ტკბილეული უფრო მეტი ნოდაროსთვის მოჰქონდა, ვიდრე თავისი შვილიშვილებისთვის.

  • რაც შეეხება თემურ უგულავას, მისი პირველი მეუღლე თეო ფერაძე გახლდათ, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა. მეორე ოფიციალური ცოლი - ბაია დავითაია, რომელთანაც ასევე შეეძინა ვაჟი. ბევრს ყვებოდნენ ასევე მის რომანებზე. შემდეგ მის გვერდით დიდხანს იყო მასზე ბევრად უმცროსი მოდელი ნინი ნებიერიძე, რომელთანაც ასევე ორი შვილი შეეძინა.

268447741-1782226019.jpg.

nini22-1782226019.jpg

წავიდა ყველაზე დიდი ადამიანი. მადლობა ყველას გვეთქმის მისთვის... რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, იტყვიან, რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა... - ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
სოფელში გადავედი, ქალაქში ცხოვრება უკვე აუტანელია... რაღაც ასაკში სიწყნარე, სიმშვიდე გინდა... ადრე არ გამოვხატავდი ჩემს ემოციას, ბრაზს, წყენას, ბევრი მომითმენია... - ეკა ნიჟარაძე რთულ დიაგნოზზე, სოფელში გადასახლებაზე, ნიკო გომელაურთან ურთიერთობაზე...