რიანას გულშემატკივრები მოუწოდებენ, დაშორდეს მოღალატე ქმარს, რომელიც მისი სამი შვილის მამაა... - რით განარისხა ამჯერად რეპერმა საზოგადოება? - მშობლები

რიანას გულშემატკივრები მოუწოდებენ, დაშორდეს მოღალატე ქმარს, რომელიც მისი სამი შვილის მამაა... - რით განარისხა ამჯერად რეპერმა საზოგადოება?

2026-06-27 16:43:20+04:00

რიანას გულშემატკივრები მოუწოდებენ მას, დაშორდეს მეუღლეს და სამი შვილის მამას, რეპერ A$AP Rocky-ს (ნამდვილი სახელი რაკიმ მაიერსი) კონცერტზე გაკეთებული საკმაოდ უსიამოვნო ხუმრობის შემდეგ.

Don't Be Dumb ტურნეს ფარგლებში აშშ-ში ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაზე 37 წლის რეპერმა ქალ აუდიტორიას მიმართა: „ღმერთს მადლობა, რომ არ მიცნობდით, როცა მარტოხელა ვიყავი, თორემ კარგად ყველასთან დავწვებოდი...“

ამის შემდეგ, რიანას გულშემატკივრებმა, რომლებმაც რეპერის შენიშვნები შეუფერებლად და რჩეულის მიმართ შეურაცხმყოფლად მიიჩნიეს, გააკრიტიკეს A$AP Rocky. მათ ასევე 38 წლის მომღერალს ურჩიეს, დროზე გაშორდეს რეპერს, რადგან მიაჩნიათ, რომ ის მისი ღირსი არ არის. „როკი 40 წელს გადაცილებულია და სამი შვილი ჰყავს. დროა, შეწყვიტოს ასეთი საცოდავი და სასაცილო ქცევა“, „მას შეეძლო მარტივად ეთქვა: „ყველანი მშვენივრად გამოიყურებით“, მაგრამ მან ყველაზე ცუდი რამ თქვა, რაც კი შეეძლო“, „როდესაც ყველა მიხვდებით, რომ ის უბრალოდ საცოდავი თაღლითია, რომელმაც რიანას მანიპულირება მოახდინა, სამყარო განიკურნება. ის არასდროს შეიცვლება, რადგან მამაკაცები არ იცვლებიან“, - ციტირებს Page Six მომღერლის აღშფოთებულ გულშემატკივრებს.

ririprimary-1eb76ffee280496a856776bc13e0453f-1782564982.png

rihanna-aap-rocky-with-their-children-rza-riot-and-rocki-in-barbados-westindianamer-1782564982.jpg

შეგახსენებთ, რომ რიანა და რეპერი A$AP Rocky დაახლოებით ხუთი წელია ერთად არიან. ვრცელდება ჭორები, რომ წყვილი უკვე გარკვეული ხანია დაქორწინებულია, მაგრამ მათ ამის გასაჯაროება არ სურთ. 2022 წელს მომღერალს ვაჟი, რისი, ხოლო 2023 წელს წყვილის მეორე ვაჟი, რაიოტი, შეეძინათ. გასულ წელს რიანამ მესამე ორსულობის შესახებ Met Gala-ზე განაცხადა, ხოლო სექტემბერში ქალიშვილი, როკი, გააჩინა.

ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ხმები რეპერის ღალატის შესახებ, თუმცა წყვილი ჯერჯერობით ერთად არის.

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ქალიშვილი 13 წლის გახდა - ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი ბავშვის დღეობა შავი ტორტით და ეპატაჟური სტილი
21-ე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს არტისტად აღიარებული კანიე უესტის ცხოვრება - როგორ იქცა ნიჭიერი ბიჭი კარგი განათლებით, სკანდალურ რეპერად
ძალიან ვნანობ, რომ ასე ვიცვამდი და ნახევრად შიშველი დავდიოდი, ყველაფერი მიჩანდა... დედობამ ძალიან შემცვალა - რიანას მოულოდნელი აღიარება