თამო ვაშალომიძე გადაცემა სარკასტიკას სტუმრობდა, სადაც ბევრ თემას შეეხო - ოჯახს, შვილებს, კომპანიას და ა.შ. წამყვანების შეკითხვაზე, თუ რატომ აღარ იძებნება მის გვერდზე ძველი, მოდელობის დროინდელი თამამი ფოტოები, თამო პასუხობს, რომ შვილების გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება და ისიც აღნიშნა, რომ ბევრ რამეს ნანობს წარსულში. მათ შორის მედავითნეობაზე ვრცლად საუბარს და ფსალმუნის წაკითხვას სატელევიზიო ეთერში. თამოს თქმით, 12-დან 15 წლამდე იყო მედავითნე ადგილობრივ ეკლესიაში, სანამ თბილისში წამოვიდოდა:
— ფოტოები გაქრა. მე გავაქრე... როდესაც სოფია გავაჩინე, ბავშვთან ერთად ყველაფერი შეიცვალა დროთა განმავლობაში. უცებ გავხდი ცნობილი და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე...
...მე ვფიქრობ, რომ ჩემი ყოფილი ქმარი იყო ჩემი ერთადერთი სიყვარული... მე გადაწყვეტილებებს უცებ არ ვიღებ. ჩვენ ერთი წლის დაშორებულები ვიყავით, სანამ მე „კი“-ს ვიტყოდი, ძალიან დიდხანს ვიბრძოდი... დაშორების მიზეზებზე არ მინდა საუბარი... ღალატი არ ყოფილა. ის დამშორდა და არა მე. აქედან დავიწყოთ... შესაბამისად, ღალატი არ ყოფილა... ბოლო წლები რთული იყო ურთიერთობა.
... ეგ ისეთი თემაა... არაფერს არ მართმევდა... სასამართლო მაგაზე არ ყოფილა... არ მინდა ამაზე საუბარი... „თამოსკინი“ თავიდანვე ჩემი იყო, 100%-ით ჩემი იყო და არის... ჩემს ყოფილ ქმარს არ დავუკარგავ იმას, რომ მართლა ძალიან დამეხმარა თავიდან, ფინანსურად გვერდში დამიდგა, ყველაფერი მასწავლა — ინვოისის გაკეთება, ტრანსპორტირება და ასე შემდეგ...
ერთი რამ ყოველთვის მინდა ვთქვა: ჩემი კომპანია ჩემი აშენებულია. ის, რომ ვიღაცამ მოგცეს 5 000 დოლარი და გითხრას — წადი, შეარჩიე პროდუქტები და ბიზნესი ააწყეო — ასე არ ყოფილა. მე არავის ვუკარგავ კარგს. დიდი თანხა არავის მოუცია. რაღაც თანხა იყო, მაგრამ არ მინდა დაკონკრეტება...
მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახის, მაგრამ იმაზე დავას ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ „თამოსკინი“ თუ კარგი პროდუქტი არ არის, ვერ გაიყიდება. მე შეიძლება ცნობილი ვიყო, მაგრამ თუ მომხმარებელი ერთხელ იყიდის და არ მოეწონება, მეორედ აღარ იყიდის...
მე ჩემს ყოფილ ქმარს, როგორც ჩემი შვილების მამას, ძალიან დიდ პატივს ვცემ. დანარჩენი მისი პირადია... კარგი მამაა...
სახლი, საიდანაც წამოვედით, ჩემი მეუღლის სახლი არ ყოფილა, მისი ოჯახის სახლი იყო. წამოვედი რაღაც მიზეზების გამო. საჭირო იყო, რომ წამოვსულიყავი და კარგიც იყო, რომ წამოვედი...
2 მილიონი ლარი ვალი მაქვს... 2 მილიონს რაღაც აკლია... თქვენ როგორ ფიქრობთ? როცა სახლიდან მოდიხარ, ქირით გადადიხარ, უამრავი ხარჯი გაქვს, მანქანას ყიდულობ... ალიმენტს მამა იხდის, მაგრამ სკოლის გადასახადს მე ვიხდი - 7 900 დოლარს...სახლის ყიდვა, კომპანია, სტაფი, ხარჯები...
პირადში არაფერი ხდება...თვალები მიბრწყინავს ჩემი კომპანიისა და ჩემი შვილების გამო.კორეაში რომ ვიყავი, პარტნიორთან ერთად რაღაცები გადავიღეთ. ხალხმა იმდენი კომენტარი დაწერა... მაგრამ იმდენად კაცთმოძულე გავხდი, იმდენად მძიმე იყო ჩემთვის ეს დაშორება, რომ ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი ძალა ჩემი კომპანია, ჩემი შვილები და განვითარებაა.როცა მეკითხებიან, პირადში რა ხდება, პასუხი ერთია — არაფერი.