როგორც ცნობილია, 56 წლის ასაკში გარდაცვლილი ბიზნესმენი თემურ უგულავა გუშინ დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე. უკანასკნელ გზაზე ის უამრავმა ადამიანმა გააცილა - ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა, თუ უბრალოდ გულშემატკივრებმა.
მისმა მეუღლემ და მისი ორი უმცროსი შვილის დედამ, მოდელმა ნინი ნებიერიძემ, დღეს ემოციური ფოტოები გამოაქვეყნა დიდი საოჯახო არქივიდან.











ცნობილი წყვილი 2015 წელს დაქორწინდა და მაშინ ამ ქორწინებვს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მოდელი მაშინ 19 წლის იყო, ბიზნესმენი - 48-ის. თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია წყვილისთვის, წლები ეცხოვრათ ბედნიერად, გამუდმებით ერთად იყვნენ, მოგზაურობდნენ, ღონისძიებებზე დადიოდნენ.

ორი შვილიც შეეძინათ - გოგონა ტოკიო და ბიჭი თემუკა.





მცირე ხანს ჰქონდა წყვილს განშორების ეტაპი და მაშინ ამაზეც ბევრს საუბრობდნენ, თუმცა ამბობდნენ, რომ შემდეგ შერიგდნენ.
დაქორწინებამდე ნინი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული მოდელი იყო.

ქორწინების შემდეგ, ორსულობის პერიოდში და შემდეგ შვილებთან ერთადაც რამდენჯერმე ისევ გამოჩნდა პოდიუმზე.

