ნოე სულაბერიძე 4 შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს - მშობლები

ნოე სულაბერიძე 4 შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

2026-07-01 23:48:44+04:00

პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე თავის 4 შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, ნოეს ორი უფროსი შვილი ჰყავს წინა ურთიერთობებიდან, ის და მისი მეუღლე - ყოფილი "მის საქართველო" და ტელეწამყვანი ჯანეტ ქერდიყოშვილი კი ორი საერთო ქალიშვილის მშობლები არიან და მესამესაც ელოდებიან. წყვილი უკვე 7 წელია ერთადაა.

ამ თარიღთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ჯანეტი წერდა:

"7 წელი ერთად და ისევ დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება ხარ… მადლობა ღმერთს ჩვენი სიყვარულისთვის, ჩვენი ოჯახისთვის და იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ერთად შევქმენით. მიყვარხარ.
P.S. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ დამავიწყდა… მადლობა, რომ წლების შემდეგაც კი შეგიძლია გამაცინო ისე, როგორც პირველ დღეებში".
აგვიხდა ოცნება, პირადად შევხვედროდით უწმინდესს... - ნოე სულაბერიძის ოჯახური სტუმრობა პატრიარქთან
ნოე სულაბერიძის და ეკა სამხარაძის ქალიშვილი 18 წლის გახდა - როგორ ულოცავენ ცნობილი მშობლები
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე მესამე შვილი სქესს ამხელენ - გოგოა თუ ბიჭი მომავალი პატარა?