სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ემოციური და საოცარი კადრები მარტვილის რაიონის სოფელ ჭყონიდან, სადაც ამერიკელი წყვილის ულამაზესი ქორწილი შედგა. ვიდეომ, სადაც ნეფე-პატარძალი - მადელინ მაკლაინი და მისი რჩეული ჯოშუა დიდი მონდომებით ცეკვავენ ქართულს, ინტერნეტმომხმარებლების გულები მალევე დაიპყრო.
Ambebi.ge დაუკავშირდა ქორწილის ფოტოგრაფს, ილონა განგავას, რომელმაც მამასთან - ვიდეოგრაფ დათა განგავასთან ერთად, ეს დაუვიწყარი დღე კადრებად აქცია. ილონამ ჩვენთან საუბრისას ამერიკელი წყვილისა და ჭყონში გამართული განსაკუთრებული დღესასწაულის დეტალები გაიხსენა.
5 წელი სამეგრელოში და ინგლისური ენის ცენტრი სოფლად
როგორც ირკვევა, პატარძლისთვის, მადელინ მაკლაინისთვის, სამეგრელო და სოფელი ჭყონი უცხო სულაც არ არის. ის ოჯახთან ერთად უკვე ხუთი წელია, რაც მარტვილის რაიონში ცხოვრობს. განაგრძეთ კითხვა