მოძალადე ქმარს ცოლი და 5 შვილი 10 წლის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდა - სახლიდან გაქცევა და პოლიციის გამოძახება ახლახან ერთ-ერთმა შვილმა მოახერხა - მშობლები

ფრანგი ქალი და მისი 5 შვილი კაცს 10 წლის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდა... - ერთ-ერთმა შვილმა სახლიდან გაქცევა მოახერხა და ისინი ახლა მსოფლიოს უყვებიან, რა გადაიტანეს

2026-07-14 11:51:56+04:00

პაკისტანში, საკუთარ სახლში, ქალი და მისი ხუთი შვილი იპოვეს. ქმარი მათზე, სავარაუდოდ, ათ წელზე მეტხანს ძალადობდა და ტყვეობაში ამყოფებდა.

საფრანგეთის 54 წლის მოქალაქე, სილვია იასმინა, შვილებთან ერთად ქალაქ ბარადან თავშესაფარში წაიყვანეს. ეს პატარა დასახლება ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში მდებარეობს. ინფორმაცია პოლიციამ BBC-სა და Associated Press-ს (AP) დაუდასტურა.

სახლიდან გაქცევა და პოლიციაში განცხადების შეტანა ქალის ერთ-ერთმა ვაჟმა მოახერხა. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა სახლში რეიდი ჩაატარეს.

იასმინას თქმით, მისი ქმარი - პაკისტანის მოქალაქე აჰმად ხანი ოჯახზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად "ყოველდღიურად" ძალადობდა. მან პოლიციას განუცხადა, რომ ოჯახი ხანის მიერ "ფაქტობრივად დატყვევებული" იყო.

istoria-6-1784015702.png

როგორც პოლიციამ BBC-ს განუცხადა, ქალმა ქმარი "ძალიან სასტიკ" ადამიანად დაახასიათა.

"ჩვენ თავისუფლება წაგვართვეს. ჩემი ქმარი ჩვენზე ისე არ ზრუნავდა, როგორც ამას მეუღლე და შვილების მამა უნდა აკეთებდეს. ის ყოველდღიურად გვცემდა და ჩვენზე მუდმივ ზეწოლას ახდენდა. ვგრძნობდი, რომ ჩემი მომავალი უკვე განადგურებული იყო და ბავშვების მომავალიც დაიღუპებოდა", - წერს იასმინა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში (BBC-ის ინფორმაციით).

რეიდის დროს პოლიციამ იასმინა და მისი შვილები პატარა, თითქმის დანგრეულ ოთახში იპოვა. გამოცემების ცნობით, სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ ყველა მათგანს სხეულზე აშკარა დაზიანებები ეტყობოდა.

ოლქის პოლიციის უფროსმა, ვაყარ აჰმადმა AP-ს განუცხადა, რომ ხანი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს.

იასმინას განმარტებით, მან და ხანმა 2003 წელს იქორწინეს და ავსტრალიაში ცხოვრობდნენ.

istoria-7-1784015846.jpg

ოჯახი პაკისტანში 2014 წელს გადავიდა. ამის შემდეგ ქალსა და ბავშვებს თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა აღარ ჰქონიათ. იასმინამ პოლიციას უთხრა, რომ ბავშვები სკოლაში არასოდეს უვლიათ.

პოლიციის მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა:

"ქალის თქმით, მას არავისთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ. მათ ორ უფროს შვილს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მიეცა, ხოლო სამი უმცროსი პაკისტანში დაიბადა და სკოლაში საერთოდ არასოდეს უვლიათ".

პოლიციის უფროსმა AP-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ იასმინას საფრანგეთში დაბრუნება სურს. მისი რეპატრიაციისთვის ადგილობრივი ხელისუფლება საფრანგეთის ოფიციალურ პირებთან და საელჩოსთან უკვე თანამშრომლობს.

ამჟამად იასმინა და მისი შვილები ხაიბერ-პახტუნხვას ერთ-ერთ ქალთა თავშესაფარში იმყოფებიან.

16 ბავშვი წლობით ჰყავდათ დატყვევებული პაწაწინა ოთახში, უმძიმეს პირობებში... საკუთარ მშობლებს და ბებია-ბაბუას - პოლიციის მიერ გადარჩენილი და-ძმების მდგომარეობა შემაშფოთებელია (ვიდეო)
10 შვილის დედას წლობით ჰყავდა სახლში დატყვევებული მონა, რომელსაც არაადამიანურად ეპყრობოდა - როგორ იქცა 16 წლის გოგონა ტყვედ